FM97.5 / LIVE

ახალციხეში ისტორიული აბანო განადგურების პირასაა [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2019
ახალციხეში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე აღმოსავლური ტიპის გუმბათოვანი აბანო ავარიულ მდგომარეობაშია. შენობაში წყალი ჩადის, ნესტმა კი კედლები დააზიანა. მეცხრამეტე საუკუნის შენობის გუმბათზე ერთ–ერთ ადგილობრივს სარეცხის თოკები აქვს გაბმული.

ახალციხეში ისტორიული აბანო განადგურების პირასაა [ფოტო]

თაბუკაშვილის N 90–ში მდებარე ისტორიული აბანო შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტერიტორიაზე მდებარეობს. აბანოს ირგვლივ კი საცხოვრებლი სახლები და ავტოფარეხებია. ერთგუმბათიან აბანოში ნაწილობრივ შენარჩუენბულია ძველი იერსახე. შენობაში თამაშირ–მუყაოს ფილებით გაკეთებულია ოთახი და მოწყობილია კიბე. ნესტის გამო კედლებიდან და თაღიდან აგური და ბათქაში ცვივა.

შენობა საქართველოს მელიორაციის ბალანსზე 2011-12 წლიდან ირიცხება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შენობა დაკეტილია და არაფერში იყენებენ.

„შენობაში სინესტე იმიტომაა, რომ გუმბათზე ტოლი დააფარეს და ნესტი შენობაში რჩება“, გვითხრა აბანოს გვერდით მცხოვრებმა სტასიკ ონუფრიადმა.

ოჯახი, რომელიც ისტორიულ შენობას სარეცხის გასაშრობად იყენებს, „სამხრეთის კარიბჭეს“ სახლში არ დახვდა, მეზობლები ამბობენ, რომ: „ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა და არც არავის გაუფრთხილებია ოჯახი, რომ იქ სარეცხი არ დაეფინა“.

ახალციხეში ისტორიული აბანო განადგურების პირასაა [ფოტო]

ისტორიკოსების თქმით, შენობა მეცხრამეტე საუკუნეშია აშენებული.

„ასე ვიცით, მაგრამ ამას ვერსად ვერ წაიკითხავ და არსად არ წერია“, – გვითხრა ისტორიკოსმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის დეგლთა დაცვის განვითარების ხელმძღვანელმა, რეზო ანდღულაძემ.

ანდღულაძის მსგავსად, ისტორიკოსი ცირა მესხიშვილი აღნიშნავს, რომ აბანო არცერთ ისტორიულ წყაროში არაა მოსხენიებული: „აქ ქალაქური ტიპის დასახლება არ ყოფილა, ამ ტერიტორიაზე უფრო მეტად სასაფლაოები და ბაღები იყო გაშენებული“.

აბანო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი არ არის. ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, სააგენტო იმ შემთხვევაში განიხილავს ამ საკითხს,თუ ვინმე განცხადებით მიმართავს.

„ამ შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლები ჩავლენ ადგილზე ნახავენ შენობას. შეამოწმებენ რა რა ღირებულებები აქვს, გაამზადებენ სააღრიცხვო ბარათს და განიხილავენ კომისიაზე. ამის შემდეგ გადაწყდება მიენიჭება თუ არა ძეგლის სტატუსი“, – გვითხრა ანთიძემ.

აბანო საბჭოთა კავშირის დროს „წყალთა მეურნებასა და მელიორაციას“ ეკუთვნოდა საწყობად იყენებდნენ.

ამავე თემაზე ნახეთ: ახალციხის აბანოები – ქალაქის დაკარგული ისტორია

ახალციხეში ისტორიული აბანო განადგურების პირასაა [ფოტო]

ახალციხეში ისტორიული აბანო განადგურების პირასაა [ფოტო]

ახალციხეში ისტორიული აბანო განადგურების პირასაა [ფოტო]

ახალციხეში ისტორიული აბანო განადგურების პირასაა [ფოტო]

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის აბანოები – ქალაქის დაკარგული ისტორია [Photo]
შავაძეების სახლში ‘აღმოჩენილი’ აბანო ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილა
‘რაბათში აღმოჩენილი აბანოები არ დაუზიანებიათ’ – მერიის ძეგლთა დაცვის სამსახური
ნიკოლოზ ანთიძე: ‘სააგენტო შეისწავლის აქვს თუ არა მოხეს შენობას კულტურული ღირებულება’
‘ისტორიულ აბანოებთან დაკავშირებით მესაკუთრესთან ხელშეკრულება გაფორმდება’ – ძეგლთა დაცვა
'იატაკი ავყარე და ნანგრევები დავინახე’– რაბათში სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოჩნდა
მოხეს სადავო შენობას  ‘სადავო საკულტო ნაგებობის’ სტატუსი მიენიჭება