FM97.5 / LIVE

1 მლნ ლარი – ბორჯომში 7 ივნისის სტიქიის შედეგები დაითვალეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2019
ბორჯომში, სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისთვის 945 094 ლარია საჭირო. კერძო სახლების სახურავებს კი ადგილობრივი თვითმმართველობა 47 377 ლარით დააფინანსებს.

1 მლნ ლარი – ბორჯომში 7 ივნისის სტიქიის შედეგები დაითვალეს
არქივი

შვიდ ივნისს, ბორჯომში მოსული ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად, 26 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. მათგან 12 კორპუსია, 14 კი კერძო სახლი.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, თვითმმართველობა კერძო სახლებისთვის სახურავის მასალას შეისყიდის, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებლებისთვის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს.

12 კორპუსის სახურავის რეაბილიტაციისთვის მერიის მიერ დათვლილი თანხა 945 094 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამუშაოების გარკვეულ ნაწილს ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს, ნაწილი კი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„ამასთანავე დავეხმარებით 14 კერძო სახლის მცხოვრებლებს. დაზიანებული სახურავების ახლით შესაცვლელად მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა 47 377 ლარი. თანხით შევისყიდით ახალ სახურავის მასალას და გადავცემთ სახლების მეპატრონეებს“, - აცხადებენ ბორჯომის მერიაში.

ძლიერი წვიმა და სეტყვა ბორჯომში შვიდ ივნისს, დაახლოებით 15:30 საათზე დაიწყო. ადგილობრივების თქმით, სტიქია რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სეტყვას მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია, თუმცა წყალმა ქუჩები და ეზოები დატბორა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

19.05.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2020 საქართველოში 26 მაისამდე იწვიმებს

24.05.2020 'თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არა ისეთი რამ უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს' – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

24.05.2020 საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

24.05.2020 მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერია სტიქიისგან დაზიანებული სახლების სახურავებს შეაკეთებს
ძლიერმა წვიმამ ბორჯომში საცხოვრებელი შენობები დააზიანა
ბორჯომში სეტყვისგან მიყენებული ზარალი შესწავლილია, თანხა არაა ცნობილი
ბორჯომში მრავალბინიანი სახლების სახურავების შეკეთება დაიწყო
ბორჯომში მრავალსართულიანი ბინების სახურავებს რეაბილიტაცია უტარდება
ორი წლის წინ რეაბილიტირებული კულტურის სახლის სახურავი ბორჯომში ისევ სარემონტოა
ბორჯომში დაზიანებულ სახურავებს დროებით „ბრეზენტს“ გადააფარებენ