FM97.5 / LIVE

დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 08.08.2019
მუშკეტერები აბასთუმანში. ხალხით, ობსერვატორიით, ჰაერით გადარეული და მტვრით, სუნით, მოუწყობელი ინფრასტრუქტურით შეწუხებული დამსვენებლები. ყველა მათგანი კურორტის შეცვლის იმედით გაისადაც ესტუმრება აბასთუმანს.

დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

აბასთუმანში ახლა ცენტრალურ, რუსთაველის ქუჩაზე მშენებლობებია. სამშენებლო მასალააა ყველგან. ყოველ მესამე სახლში მუშები მუშაობენ.
„როშაში“ ხალხი კანტი–კუნტადაა. წყალი მოდის. შადრევანი დამშრალია. ბამბის ნაყინის გამყიდველი მუშტარს ელოდება. ცხენებზე დიდი მოთხოვნაა. დიდი მოთხოვნაა ბატუტზეც.

დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

თამილა ხალვაში ბათუმიდანაა. ის ათი დღეა რაც კურორტში ისვენებს.

„2007 წელს ვიყავი პირველად. დიდად შეცვლილი არ არის აქაურობა, გზა არ არის, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქრურა. პარკის, ანუ, როშას ირგვლივ მდებარე ნაგებობები სასურველია მოწესრიგდეს. სასურველია იყოს სასურსათო მაღაზიები, სეზონურად შემოუშვან რომელიმე მაღაზია. მომწონს ბუნება და ხეობა. ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი არის და მე თვითონ ძალიან კარგად ვგრძნობ აქ თავს. ხალხი ძალიან თბილი და მეგობრულია. მოსახლეობაში ახლა უფრო კარგად არის საცხოვრებელები მოწყობილი ვიდრე 12 წლის წინ იყო“.



დამსვენებელმა ქობულეთიდან ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„მთელ აბასთუმანში სუნია. კანალიზაცია ალბათ წყალშია ჩაშვებული. წელს პირველად ვარ. ბახმაროში დავდივართ ძირითადად. აბასთუმანი კი მოგვეწონა, ობსერვატორიაზე გავგიჟდი, მაგრამ მოსაწესრიგებელია ყველაფერი. ახლა შენდება–კეთდება აქაურობა და გაისად ისევ ჩამოვალ“.
თვალოძე სოფო ოთხი შვილის დედაა, მარნეულიდანაა. შვილებთან ერთად უკვე მეორე წელია რაც აბასთუმანში ჩამოდის დასასვენებლად. ამბობს, რომ კურორტი მოსწონს.

„უკვე მეორე წელია აქ ვართ, მოგვწონს ძალიან, კარგია, მაგრამ სიძვირეა ძალიან. მისახედია აქაურობა სისუფთავის მხრივაც“, – გვითხრა ახალგაზრდა დედამ.

ნინო სამხარაძეც მარნეულიდანაა, მასაც ოთხი შვილი ჰყავს, სიძვირეზე ისიც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს რომ მაღალი ფასის გამო ბინა სოფელ აბასთუმანში აქვს ნაქირავები.

„სოფელში დღეში 50 ლარად მაქვს მთლიანი სახლი, საჭმელსაც მე ვაკეთებ. აბასთუმანი კარგია იმედია მომავალ წლისთვის უკეთესი იქნება. უარესი იყო წინა წელს, მაგრამ მაინც ჩამოვედით“, – გვითხრა მან.

ახალგაზრდა დედები ამბობენ რომ კარგი იქნება თუ აბასთუმანში სანატორიუმები გაიხსნება, სადაც მრავალშვილიან ოჯახებს შეეძლებათ ნაკლებ ფასად საგზურის ყიდვა.

გულნარა აბულაძეც ბათუმიდანა. ის კურორტის დადებით და უარყოფით მხარეებზეც საუბრობს.

„უკვე მეხუთე წელია რაც აბასთუმანში დავდივარ. ბავშვებს ძალიან მოუხდათ ჰაერი. ერთია, გზებია ძალიან ცუდი. მეორე, პარკში ბავშვები ჰაერის გამო გამოგვყავს, მაგრამ გასართობი არაფერი არ არის, ისევ ინტერნეტში და ტელევიზოირებში არიან. შადრევანიც კი არ მუშაობს“, – გვითხრა მან.
მამუკა ტრაპაიძე დამსვენებელია თბილისიდან.

„ჰაერი ძალიან მოგვწონს, ნუ დიდი განსხვავებაა სადაც აქამდე ვყოფილვარ ბორჯომი, წაღვერი მანგლისი. სამი წელია აქ დავდივარ, ახლა ყველაფერი გაძვირებულია. მაინც კმაყოფილი ვარ. მოწესრიგებით ნელ–ნელა ყველაფერი კეთდება. დაწყებულია პროექტი და ვნახოთ“, –ამბობს მამუკა ტრაპაიძე.



სალომე აბზიანიძე თბილისიდანაა, წელს პირველად ჩამოვიდა დასასვენებლად აბასთუმანში.

„ვერ ვიტყვი რომ მომეწონა ძაან აბასთუმანი და აღვფრთოვანდი მეთქი, მაგრამ არ მომეწონა თქო მაგასაც ვერ ვიტყვი. ჰაერი სასწაულია, სასწაულია ბუნებაც, წყალი. ბუნება გვაძლევს მაგის საშუალებას და სილამაზეებს ჩავრთავდი, ევროპულ ყაიდაზე მოვაწყობდი აქაურობას. ახლა რაც ვნახე მიმდინარეობს მშენებლობები და მომავალი წლიდან შეიცვლება ალბათ ბევრი რამ. სამკურნალოდ ვარ წამოსული ბავშვების გამო და გაისადაც ჩამოვალ და თუ უკეთესი გარემო დაგვხვდება გადასარევი იქნება“, – ამბობს სალომე აბზიანიძე.

ისინი როშაში მუშკეტერებივით მოდიოდნენ გაჭიმებულები და თვალებში ანთებული სიანცით. როგორ ისვენებთ მეთქი ვკითხე და ერთიანად დამაყარეს – „ფეხბურთს ვთამაშობთ, ცხენით დავდივართ, ტირში ვისვრით, ბატუტზე ვერთობით. ბუნება მოგვწონს და კიდე ოცი დღე უნდა ვიყოთ აქ“.

დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]
ზურა წიწილეიშვილი, საბა საბაშვილი, ნიკოლოზ დვალი, საბა წიწილეიშვილი – მუშკეტერები ბათუმიდან

[გულო კოხოძე, ნანა ინასარიძე, ადიგენი]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

'ყველაფერი კარგადაა' – ამბობენ ისინი, თუმცა მაინც წარსულს მისტირიან [ფოტო]
სამშენებლო მტვერში გახვეული აბასთუმანი–როგორ ხვდება სეზონს კურორტი
რა ღირს დასვენება აბასთუმანში
აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის
„ეგზოტიკური ბუნება თუ სამკურნალო თვისებები“, – რა უფრო ხიბლავს დამსვენებელს აბასთუმანში ®
რა ღირს დასვენება აბასთუმანში
აბასთუმანი დამსვენებელს ელოდება