FM97.5 / LIVE

ჭერულას ტაძარს ძეგლის სტატუსი მიენიჭება

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2019
ახალქალაქში, ჭერულას XIII-XIV საუკუნის ტაძარს, რომლის გალავანშიც ადგილობრივებმა საქეიფო ფანჩატური მოაწყეს, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ, შესაბამისმა კომისიამ უკვე იმსჯელა.

ჭერულას ტაძარს ძეგლის სტატუსი მიენიჭება

ახალქალაქში, ცხრაწყაროს უღელტეხილთან მდებარე XIII-XIV საუკუნის ჭერულას ტაძრისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის შესაბამისმა კომისიამ აგვისტოს პირველ კვირას იმსჯელა. მისი გადაწყვეტილებით, ტაძარი უძრავი ძეგლის სტატუსს მიიღებს.

„კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება. ჯერ ბრძანება არ არის დაწერილი, თუმცა ობიექტს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება“, - განმარტავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ბექას ბარამიძე.

მისივე თქმით, ტაძარს ამ დრომდე ობიექტის სტატუსი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კულტურულ-ისტორიული მახასიათებლების საფუძველზე, საბჭო სტატუსის მინიჭების შესახებ მსჯელობდა: „ძეგლს ენიჭება ექვსი თვის ვადით ობიექტის სტატუსი, რომლის განმავლობაშიც, საბჭომ და კვალიფიციურმა ხელოვნებათმცოდნმეებმა უნდა იმსჯელონ და განსაზღვრონ, რამდენად არის ობიექტური საფუძველი იმისთვის, რომ შემდეგში ობიექტმა მიიღოს უძრავი ძეგლის სტატუსი“.

ჭერულას ტაძარს უძრავი ძეგლის სტატუსი პუბლიცისტ კუკური მეტრეველის მონდომებით მიენიჭა. მისი თქმით, ახალქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელსაც არ აქვს სტატუსი და სახელმწიფოს მზრუნველობას საჭიროებს: „დიდი ხანი ვითხოვდი სტატუსი მიენიჭებინათ. ახლა დამირეკეს და მითხრეს, რომ დადებითად გადაწყდა და ყველა კომისიის წევრმა დაუჭირა მხარი მისთვის სტატუსის მინიჭებას. ეს აუცილებელია და სხვა ძეგლებსაც სჭირდება ჯავახეთში“.

სწორედ კუკური მეტრეველი იყო პირველი, ვინც ამავე ტაძრის გალავანში, ადგილობრივების მიერ საქეიფო ფანჩატურის მოწყობა გააპროტესტა. ამ საკითხს ახლა ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა სწავლობს.
ახალქლაქის მერის, იური უნანიანის განმარტებით, მერიის წარმომადგნლები ადგილზე იმყოფებოდნენ და ფანჩატური ნამდვილად ნახეს. ამ ეტაპზე კი, იმის დადგენას ცდილობენ, თუ ვინ ჩადგა საქეიფო ფანჩატური ეკლესიის გალავნის შიგნით.

„ჩვენ, ფაქტობრივად, უნდა დავიწყოთ საქმის ადმინისტრაციული წარმოება, რამდენად კანონიერად არის აშენებული. უნდა დავადგინოთ ვინ ააშენა, როდის და რა ხდება. რამდენიმე დღეში პირველად შესწავლას დავასრულებთ და გვექნება შედეგი. შემდეგ გადაწყვეტილებას ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად მივიღებთ“, - ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი.

მისივე თქმით, ამ ტაძარში ადგილობრივები ოთხი სოფლიდან, აზავრეთიდან, ბურნაშეთიდან, ღადოლარსა და მოდეგამიდან დადიან. „საღმრთოს კლავენ ხოლმე და ალბათ ეს ფანჩატური გაკეთებულია იმისათვის, რომ იქ დაჯდნენ და იქეიფონ. როგორც ამბობენ, უკვე 15-20 წლის გაკეთებულიაო“, - ამბობს იური უნანიანი.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს პუბლიცისტი კუკური მეტრეველი. მისი თქმით, ფანჩატური გასულ წელს ჩადგეს ადგილობრივებმა და ამავე პერიოდში მან ძეგლთა დაცვის სააგენტოსაც მიმართა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჭერულას ტაძრის გალავანში ჩადგმულ ფანჩატურს დაშლიან
‘მე ტაძარი მტკივა’ - ჭერულას ტაძრის გალავანთან საქეიფო ფანჩატური ჩადგეს
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ჭერულას ტაძართან ფანჩატურის ჩადგმის ფაქტს ახალქალაქის მერია შეისწავლის
'ხაჭაპურის ტრადიციას' არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მოხეს სადავო შენობას  ‘სადავო საკულტო ნაგებობის’ სტატუსი მიენიჭება
ასპინძაში, სოფელ ქუნცის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა