FM97.5 / LIVE

ადიგენიდან გოდერძისკენ 33 კილომეტრიანი გაზსადენი გაივლის

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2019
ადიგენიდან გოდერძის მიმართულებით გაზსადენის მაგისტრალის მშენებელობა მიმდინარეობს. 33 კილომეტრიანი მონაკვეთი სოფელ არლის ტერიტორიიდან იწყება და გაზს აჭარის მაღალმთიან ზონას მიაწვდის. პროექტი ხუთ მილიონ-ნახევარზე მეტი ღირს.

ადიგენიდან გოდერძისკენ 33 კილომეტრიანი გაზსადენი გაივლის

ადიგენის სოფელ არლის ტერიტორიიდან გოდერძის მიმართულებით, 33 კილომეტრიან მონაკვეთზე გაზის მილები უკვე დაწყობილია. აქ 300 მმ-იანი დიამეტრის მქონე გაზსადენს აშენებენ. პროექტის დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირით მაღალმთიანი კურორტები ბეშუმი და გოდერძი მომარაგდება.

ამ ეტაპზე, მილების შედუღების პროცესი მიმდინარეობს. შემდეგ კი მათ მიწაში სპეციალური ტექნოლოგიით ჩააწყობენ და გაზს გაუშვებენ. მილსადენი არლამდე მისულ ძირითად გაზსადენს დაუერთდება.

„ადიგენი-გოდერძის“ მაგისტრალის პროექტი არლის ტერიტორიიდან იწყება, გრძელდება საქართველო-თურქეთის საზღვრის გასწვრივ, გაივლის სოფელ კახარეთისა და არლის მთებს, ბეშუმის მონაკვეთს და გოდერძის უღელტეხილზე დასრულდება.

პროექტის ღირებულება 5 527 601 ლარია. სამუშაოებს შპს „ჯი-პი-სი“ ასრულებს. კომპანიამ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

„ადგილზე მილების შეტანა დასრულებულია, 70% უკვე შევადუღეთ და ორ-სამ დღეში მილების ჩაწყობა მოხდება მიწაში. პარალელურად, იზოლირების სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენი მონაკვეთი არლიდან იწყება და გოდერძის უღელტეხილზე მთავრდება, შემდეგ სხვა კომპანია გააგრძელებს მუშაობას, რომელმაც აჭარის მთავრობის ტენდერი მოიგო“, - განმარტავს შპს „ჯი-პი-სი“-ს გენერალური დირექტორი ნუგზარ რობაქიძე.
მისივე თქმით, პროექტის დასრულების ვადა 2019 წლის ნოემბერია - „ჯერ-ჯერობით გეგმის მიხედვით მივდივართ და ვადებშიც ვეტევით. თუ მთებზე თოვლი არ მოვიდა, დროულად დავასრულებთ“.

ადიგენიდან გოდერძისკენ 33 კილომეტრიანი გაზსადენი გაივლის

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბუნებრივი აირი კურორტ გოდერძის
გოდერძის გზის მშენებლობა დაიწყო
გოდერძის გზის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება
გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა
ვადაგადაცილებისთვის ბათუმი-ახალციხის გზის მშენებელი კომპანია დაჯარიმდა
ხულო-გოდერძის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
რატომ გვიანდება ხულო - ზარზმის გზის მშენებლობა