FM97.5 / LIVE

რამდენი დაიხარჯა 7 თვეში პრემიების და სტუმრების გამასპინძლებისთვის სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.08.2019
2019 წელს, პირველი იანვრიდან აგვისტომდე, სამცხე–ჯავახეთის შვიდ თვეში მუნიციპალიტეტში წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 54 339 ლარი დაიხარჯა, ხოლო პრემია–დანამატებითვის კი დაახლოებით 16 790 ლარი.

რამდენი  დაიხარჯა  7 თვეში პრემიების  და სტუმრების გამასპინძლებისთვის სამცხე–ჯავახეთში

წარმომადგენლობითი ხარჯები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წარმომადგენლობით ხარჯების მუხლში გამოყოფილია 50 000 ლარი. სტუმრების და დელეგაციების გამასპინძლებისთვის აღნიშნული თანხიდან 14 055 ლარი უკვე დაიხარჯა.

ასპინძის მუნიციპალიტეტში წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის გათვალისწინებული 20 000 ლარიდან 271 ლარი, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სტუმრების გამასპინძლებისთვის დაიხარჯა.

ახალციხეში აღნიშნული ხარჯებისთვის 40 000 ლარია განსაზღვრული, იანვრიდან–აგვისტომდე 21 521 ლარია გახარჯული.

25 000 ლარია წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის გამოყოფილი ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 25 ივლისის ჩათვლით კი მერიამ 11 891 ლარი დახარჯა.

20 000 ლარია გამოყოფილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, აგვისტომდე მერიამ 2 770 ლარი დახარჯა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას წარმომადგნელობითი ხარჯებისთვის კონკრეტული თანხა განსაზღვრული არ აქვს. მიმდინარე წელს რესტორნებისა და კვების ობიექტების მომსახურებაში 3 890 ლარი დაიხარჯა.

პრემია/დანამატები

ახალქალაქის მერიაში 25 აპრილის შემდეგ გაცემულია 13 990 ლარის პრემია. წლის განმავლობაში პრემია/დანამატებისთვის ჯამში 18 000 ლარია გათვალისწინებული.

პრემია/დანამატები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში ასე გადანაწილდა : მერის მოადგილეებზე ჯამში 2 990 ლარი გაიცა, მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტზე – 2 550 ლარი, მეორე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა 5 200 ლარი აიღო, პირველი კატეგორიის უფორსმა სპეციალისტმა 850 ლარი, მერის წარმომადგენელმა 1 000, ხოლო მერის რეფერანტმა და მძღოლმა 700-700 ლარი.

ახალციხის მერიის თანამშრომლებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 38 800 ლარი, აგვისტომდე კი 1 500 ლარი გაიცა დამატებითი ფუნქციების შესრულების გამო.

ადიგენის მერიის 2019 წლის ბიუჯეტით პრემიებისთვის 10 000 ლარია გაწერილი, ხოლო 13 200 დანამატებისთვის.

„2019 წლის 15 თებერვალს გაიცა ჯილდო 1 300 ლარის ოდენობით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის პირველი სტრუქტუტრული ერთეულის ხელძღვანელზე მისთვსი დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდნობით“, – ნათქვამია მერიის წერილში.

ბორჯომში, ნინოწმინდასა და ასპინძაში პრემია–დანამატები არ გაცემულა. ასპინძის წლის ბიუჯეტში 91 100 ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში გამოყოფილი პრემია–დანამატების გაცემის თანხა დაახლოებით 2.5 ჯერ მეტია ახალციხის მუნიციპალიტეტში გათავალისწინებულ ხარჯებზე.

ბორჯომსა და ნინოწმინდაში პრემია/დანამატების მუხლში კონკურეტული თანხა განსაზღვრული არ აქვთ.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

2018 წელს ახალციხის თვითმმართველობაში 13 000 ლარის პრემია–დანამატი გაიცა
სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობებში პრემია–დანამატებისთვის 300 000–ზე მეტი გაიცა
სამცხე-ჯავახეთში ააიპ–ებში 400 000–მდე პრემია–დანამატი გაიცა
ახალციხის გამგეობაში საახალწლოდ 57 540 ლარის პრემია გაიცა
ორ წელში ასპინძის მერიამ სტუმრების ვახშმისთვის 11 000–მდე ლარი დახარჯა
ახალციხის მერიაში 7 თვეში 212.297 ლარის პრემია და დანამატი გაიცა
ადიგენის მერიაში საახალწლოდ 73 862 ლარის პრემია გაიცა