FM97.5 / LIVE

ახალდაბას გაფილტრული წყალი ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ექნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2019
ბორჯომში, დაბა ახალდაბაში ისევ გაუფილტრავი წყალი მოდის. აქ, ახალი საფილტრის სადგურის მოსაწყობად 800 000 ლარამდე დაიხარჯა, თუმცა ადგილობრივები ისევ დაბინძურებულ წყალს სვამენ. ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ დასახლებას გაფილტრული წყალი ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ექნება.

ახალდაბას გაფილტრული წყალი ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ექნება

ახალდაბაში გასულ წელს საფილტრი სადგური გაკეთდა თუმცა, მოსახლეობას ახლაც, გაუფილტრავი სასმელი წყალი აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საფილტრი ნაგებობისთვის ათსობით ლარი დაიხარჯა, მათ ონკანზე კი მაინც ღვრიე წყალი მოდის.

„ამ წყალს არაფერი ეშველა. მეორე წელია გაუფილტრავი და დაბინძურებული წყალი მოდის. წვიმს საერთოდ ვერ დალევ“,– ამბობს ადგილობრივი თემურ ბლიაძე.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ საფილტრი სადგური დალუქულია და არ მუშაობს.

ახალდაბაში სათავე–ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2017 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შპს „ერისიმედმა“ და „კიევმეტრომშენმა“ შეასრულა. პროექტისთვის 743 928 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, საფილტრი სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებისთანავე, წყლის სისტემის შიდა მილები დასკდა და საფილტრი სადგურის გადაკეტვა გახდა საჭირო.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე, „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ ის მილი, რომელიც სათავე ნაგეგბობას და საფილტრ სადგურს ერთმანეთთან აკავშირებს დაზიანებული იყო და წნევას ვერ უძლებდა. წელს მუნიციპალიტეტმა მილი გამოცვალა, თუმცა ჯერ საფილტრ სადგურს დაერთებული არ არის.

„რომ, დავაერთოთ მილი მოგვიწევს, რომ წაყალი გადავკეტოთ, ახლა ახალდაბაში ტურისტული სეზონია, ამიტომ წყალს ვერ გადავკეტავთ, თუმცა სექტემბრიდან უკვე ამ ფილტრებში გავუშვებთ წყალს“,–გვითხრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ.
ახალდაბაში, სადაც 700 კომლი ცხოვრობს, სამ ათეულ წელზე მეტია ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან. სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება.

ახალდაბას გაფილტრული წყალი ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ექნება

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

18.10.2019 ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალდაბაში სასმელი წყლის ქსელის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ახალდაბაში სასმელ წყალში გრძელი ჭია ნახეს
მგფ: ახალდაბაში სასმელი წყლის ფილტრები გამართულად მუშაობს
‘ფილტრს რომ ვრთავთ, მილი სკდება’ – ახალდაბაში წელს წყლის პრობლემა ვერ მოგვარდება
ახალდაბელები წყლის პრობლემის გამო გზის გადაკეტვით იმუქრებიან
‘მილები უკუღმა დააყენეს’ – რაში დაიხარჯა ახალდაბაში 800 000–მდე ლარი [Video]
აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის