FM97.5 / LIVE

მაყვალა გულიაშვილი – ხელნაკეთი ნივთების ოსტატი ახალციხიდან [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2019
70 წლის მაყვალა გულიაშვილმა, პოლიეთილენის ძაფით ქსოვა ორი წლის წინ დაიწყო. საკუთარ ნამუშევრებს ძირითადად ახლობლებს ჩუქნის. ოცნებობს პერსონალურ გამოფენაზე, სადაც ნივთების გაყიდვასაც შეძლებს.

მაყვალა გულიაშვილი – ხელნაკეთი ნივთების ოსტატი ახალციხიდან [ფოტო]

მაყვალა ახალციხეში ცხოვრობს, თავისუფალ დროს პოლიეთილენის ძაფისგან ყაისნაღით ქსოვს ხილის ვაზებს, ჭიქების ჩასადებს, თოჯინებს და კიდევ ბევრ რამეს. მისი პატარა ოთახი სავსეა ერთმანეთისგან განსხვავებული ხელნაკეთი ნივთებით.

„დედისგან ვისწავლე ქსოვა და კერვა. პირველი ნამუშევარი სათამაშო თაგვია, ძალიან ძველია თითქმის 30 წლის. ჩემს ნამუშევრებს შვილიშვილებს ვჩუქნი და ვასწავლი კიდეც მათ გაკეთებას, მაგრამ ახალგაზრდებს ახლა უფრო სხვა გატაცებები აქვთ“, – ამბობს მაყვალა გულიაშვილი.

ნამუშევრების შესაქმნელად საჭირო მასალას ახალციხის ბაზარში ყიდულობს: „ყველაფერს პენსიით ვყიდულობ, ცოტა ძვირია მასალები, მაგრამ იმდენად მსიამოვნებს ეს პროცესი, რომ არ მენანება. სახლის საქმეს რომ მოვრჩები, შემდეგ ვიღებ ყაისნაღს და ვიწყებ ქსოვას. ძაფი უხეშია და თითებს მტკენს, მაგრამ მაინც მსიამოვნებს ქსოვის პროცესი და მიღებული შედეგის დანახვა“.

ამბობს, რომ როცა მუშაობას იწყებს, არასდროს არ იცის საბოლოოდ როგორი გამოუვა: „დასრულებული სახე ყოველთვის სხვაა, ვიდრე ჩანაფიქრი. მაგალითად თავიდან მინის ბოთლების გაფორმებას ვაპირებდი, საბოლოოდ კი ქალის და კაცის ფორმა მიიღო“.

მაყვალას თავისი ნამუშევრების ახალციხის ციხეზე გამოფენა სურს, იმედოვნებს, რომ ეს ოცნება აუსრულდება: „იქნებ წელს მოვახერხო და გავაკეთო გამოფენა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს. აგვისტოს ბოლოს ვფიქრობ ახალციხის ციხეზე, ამ დროს ტურისტებიც მეტია ქალაქში“.

მაყვალა გულიაშვილი – ხელნაკეთი ნივთების ოსტატი ახალციხიდან [ფოტო]

მაყვალა გულიაშვილი – ხელნაკეთი ნივთების ოსტატი ახალციხიდან [ფოტო]

[ნათია გულიაშვილი, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა ახალციხის ციხეზე [ფოტო]
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ახალციხის ციხეში
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა 'მესხურ ფესტივალზე' [Photo]
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა ახალციხეში [photo]

ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა [Photo]
ახალციხელი ხელოვანის გამოფენა  [Photo]
'ახალციხის ციხეზე' ქუთაისელი მხატვრის გამოფენა გაიხსნა [ფოტო]