FM97.5 / LIVE

რაგბის მწვრთნელობა მოხალისეობრივ საწყისებზე ®

მთავარისიახლე, რეკლამა 08.08.2019
„ტაოს“ მორაგბეები, 2 დათო, ნიკა და გიორგი ახალგაზრდებს რაგბს უსასყიდლოდ ასწავლიან. ცდილობენ, თავიანთი გამოცდილება მომავალ თაობას გაუზიარონ და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას შეუწყონ ხელი.

რაგბის მწვრთნელობა მოხალისეობრივ საწყისებზე ®

დავით ვედიაკოვი და დავით კაპანაძე ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, კვირაში ორი დღე ავარჯიშებენ გუნდს, რომელიც 35–მდე A(17-18 წელი) და B(15-16 წელი) ლიგის ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდას აერთიანებს.


მათი გუნდის A ლიგიდან, რამდენიმე მოთამაშემ „ტაოს“ ძირითად გუნდში გადაინაცვლა, თუმცა აღნიშნავენ, რომ დაინტერესება A ლიგაში უფრო ნაკლებია, ვიდრე B ლიგაში, რადგან ბავშვებს არჩევანის გაკეთება უწევთ უნივერსიტეტში ჩააბარონ თუ სპორტს გაყვნენ: „ზოგი თბილისში მიდის სწავლის გამო, ზოგი კოლეჯში აბარებს. ვერ ვიტყვი, რომ ყველა, მაგრამ არიან ბავშვები, ვისაც უყვარს რაგბი და მას, როგორც პროფესიას ისე უყურებს“, - გვეუბნება დავით ვედიაკოვი.

რაგბის მწვრთნელობა მოხალისეობრივ საწყისებზე ®

მწვრთნელები ამბობენ, რომ რაგბი უფროს თაობაშიც არ არის პოპულარული: „ურჩევნიათ შვილმა ისწავლოს, ან კოლეჯში ჩააბაროს და სხვა ხელობას მიჰყოს ხელი, ვიდრე სპორტს. თან სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ტრავმული სპორტია და მშობელს ეშინია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თამაშის უსაფრთხოებას დიდი ყურადღება ექცევა“, - ამბობს დავითი.

მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებს ფინანსური ანაზღაურება არ აქვთ, ისინი კვლავ აპირებენ ახალგაზრდა მორაგბეების წვრთნას. ერთი მხრივ, რეგიონის კლუბ „ტაოს“ გაუზრდიან პროფესიონალ მოთამაშეებს, ხოლო მეორე მხრივ, ქალაქის ახალგაზრდებს შეუწყობენ ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.

„რეგიონში არა თუ რაგბი, სხვა სპორტის სახეობებიც არ არის განვითარებული. ყველა წასვლას ფიქრობს და იცლება ქალაქი. ვცდილობთ, ისეთი გარემო შევქმნათ, რომ ბავშვები ჯანსაღი ცხოვრების წესით დავაინტერესოთ. აქ, არასდროს ყოფილა სარაგბო კერა. „ტაო“ და ჩვენ, მორაგბეები ვცდილობთ განვავითაროთ რაგბი და სტიმული მივცეთ ახალგაზრდებს „შინ“ დარჩენის“, - ამბობს დავითი.

გიორგი ხარაიშვილი და ნიკა ჯანელიძე თავიანთ გუნდს, ორი წელია, სოფელ ბოლაჯურში ავარჯიშებენ. გუნდის ძირითადი ნაწილი, 40 ახალგაზრდა ადგილობრივია, ხოლო დანარჩენი 10 კი, ადიგენის სხვადასხვა სოფლიდანაა.

რაგბის მწვრთნელობა მოხალისეობრივ საწყისებზე ®

გუნდს ბოლაჯურის საჯარო სკოლის სტადიონზე, კვირაში ორი დღე ავარჯიშებენ. ის ახალგაზრდები კი, ვინც სხვა სოფლიდან დადის ვარჯიშზე, თავიანთი სახსრებით გადაადგილდებიან.

როგორც გიორგი ამბობს, 2019 წლის შემოდგომიდან, სოფელ ბოლაჯურში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება და უსახსრობის შემთხვევაში, მორაგბეების ერთადერთი ალტერნატივა სოფლის სტადიონზე ვარჯიში იქნება. თუმცა, აღნიშნული სტადიონი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია და იცის, რომ იქ ვარჯიში საკმაოდ რთულია.

„ახალი სკოლა უნდა აშენდეს და ვეღარ შევძლებთ ბავშვების იქ ვარჯიშს. შემოდგომიდან იწყებენ მშენებლობას. წელს რაღაცნაირად მოვახერხებთ რომ სოფლის მოედანზე ვავარჯიშოთ. ადიგენში უკეთესი მოედანია. უბრალოდ ბოლაჯურში ძალიან ბევრი ბავშვია და მათი ადიგენში გადაადგილება მიჭირს. კარგი იქნება, თუ მერია დაგვეხმარება და ტრანსპორტს გამოყოფს. ტრანსპორტი რომ იყოს, ამ ბავშვებს მე თვითონ ვატარებდი“, –ამბობს გიორგი.

მიუხედავად დაბრკოლებებისა, გიორგი და ნიკა თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას კვლავ აპირებენ. უფრო მეტიც, მათ B ლიგის ჩამოყალიბებაც სურთ და როგორც თავად ამბობენ, ამისთვის საკმარისი რესურსიც აქვთ, მოთამაშეების მხრივ: „მომავალ წელს ვფიქრობთ გავაკეთოთ B ლიგა ადიგენში. 30 ახალგაზრდაა ამისთვის და შეიძლება კარგი გუნდის ჩამოყალიბება“.

გიორგი ფიქრობს, რომ არც ახლა და არც უახლოეს მომავალში, რაგბის მწვრთნელებს, ანაზღაურების მიღების პერსპექტივა არ აქვთ. თუმცა, ახლა მათთვის უფრო დიდი პრობლემა, გუნდის წევრების გადაადგილებისა და ვარჯიშისთვის საჭირო ფინანსური სახსრების არ ქონაა.

ნიკა და გიორგი „ტაოს“ დაარსების დღიდან კაცთა გუნდში თამაშობენ. თავიანთი მეგობარი მორაგბეების მსგავსად, ისინიც ცდილობენ რაგბში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ ახალგზარდებს გაუზიარონ.

„როგორც ჩვენ გავდივართ მოედანზე სამცხე–ჯავახეთის სახელით, წლების შემდეგ, ისე გავა მომავალი თაობაც. ჩვენ ვცდილობთ პერსპექტივა შევუქმნათ ახალგაზრდებს, რომელიც სპორტში რეგიონის სახელით თამაშსა და წარმატებას გულისხმობს“, – ამბობს გიორგი.

რაგბის მწვრთნელობა მოხალისეობრივ საწყისებზე ®

რაგბის მწვრთნელობა მოხალისეობრივ საწყისებზე ®

ახალციხისა და ბოლაჯურის გარდა, „ტაოს“ სხვა მორაგბეები, ნიკა კაპანაძე და ოთო ტალახაძე სოფელ აწყურში, 35 ბავშვს ავარჯიშებენ.


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

18.10.2019 ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალგაზრდა  რაგბისტები  აწყურიდან [ფოტო/ვიდეო]
‘ტაოს’ გზა პირველ ლიგამდე  [R]
რაგბის კლუბი  ‘ტაო’  პირველ ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს
„ტაო“ პირველ ლიგაში ასპარეზობისთვის ემზადება
რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან
16 მარტს ‘ტაო’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ შეხვდება [R]
საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა