FM97.5 / LIVE

აბასთუმანში საუკუნენახევრის გოგირდის აბანოს რესტავრაცია უტარდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.08.2019
აბასთუმანში წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი გოგირდის აბანოს რესტავრაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს უძრავი ქონების მართვისა და განვითარების კომპანია „რედიქსი“ აწარმოებს.

აბასთუმანში საუკუნენახევრის გოგირდის აბანოს რესტავრაცია უტარდება

„რედიქსის“ ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილია, რომლის მფლობელობაშია აბასთუმნის გოგირდის აბანოებიც.

„სარესტავრაციო სამუშაოები ერთი წელია დაიწყო და 2020 წლის ბოლოს დასრულდება“, – გვითხრა კომპანია „რედიქსის“ წარმომადგენელმა ზურაბ თათოშვილმა.

მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების გამო გოგირდის აბანოები და მიმდებარე ტერიტორია დამცავი ლენტითაა შემოსაზღვრული.

პარკითაა შეფუთული და ხარაჩოებშია მოქცეული გოგირდის აბანოს ეზოს მშვენება – შადრევანი. აუზისა და შადრევნის რესტავრაციაცაა დაგეგმილი.

აბასთუმანში საუკუნენახევრის გოგირდის აბანოს რესტავრაცია უტარდება

როგორც „რედიქსის“ წარმომადგენელმა გვითხრა შენობას პირვანდელი სახე დაუბრუნდება.

„გარედან ძველი იერსახე შეუნარჩუნდება. სამუშაოები რესტავრატორ დავით ნინიძის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს. არის ისტორიული ფოტო–მასალა, გამოკვლევებიც და იმის მიხედვით გაკეთდება ყველაფერი“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზურაბ თათეშვილმა – „სიღნაღის ერთ–ერთი რესტავრატორიც იყო დავით ნინიძე“, – განმარტა მან.

სარესტავრაციო სამუშაოები მოიცავს: სახურავის შეცვლას, შენობის მიწისგან გაწმენდას (შენობას მთლიან სირგძეზე აქვს სარდაფი და სარდაფის ფანჯრები ნახევრად ჩანდა), შენობის ერთ ნაწილში მეტალო–პლასტმასია ჩასმული, რომელიც მოიხსნება, გაკეთდება საათიც.

„შენობას უკანა მხრიდან გაუკეთდება დრენაჟი, კლდოვანი ქანებიდან შემოდის წყალი და ამიტომ უნდა აღდგეს ის ძველი დრენაჟი, რაც ქვემოთ გადის და მოეწყოს ახალი, რომ წყლისგან დავიცვათ შენობა მთლიანად“, – გვითხრა ზურაბ თათოშვილმა.

გოგირის აბანოების შენობა ორსართულიანია – სარდაფი და პირველი სართული.

„აქ არის გოგირის წყლის ორი ჭაბურღილი. აბანოს ნომრების რაოდენობა არ ვიცით. რა და როგორ დაფიქსირდება ვერ გეტყვით. ზოგი ოთახი გადიდდება. გაკეთდება ვინტილიაცია“, – ამბობს „რედიქსის“ წარმომადგენელი.

აბანოს შენობის მთელი კომპლექსის მშენებლობის პერიოდად 1880-იან წლებს ვარაუდობენ. შენობა ევროპული ყაიდაზეა აშენებული. გამორჩეულია ორსინათლიანი ფოიეთი, ხის მოაჯირიანი აივნით. აღსანიშნავია ხის ელემენტების დამუშავება და მათი ჰარმონიული მიმართება ქვის კლასიცისტურ ყაიდაზე გამართულ კედლებთან.

სააბაზანო ოთახები კამაროვანი გადახურვის არის და მათი სიმაღლე გასახდელი სადგომების სიმაღლეზე დაბალია. ამიტომ ორივე კორიდორის ჭრილი ბაზილიკის პროფილს ემსგავსება.

აღსანიშნია შენობის თავზე სამკუთხა ფრონტონით დასრულებული თლილი ქვის ტონდოში ჩასმული საათიც.

აბასთუმანში საუკუნენახევრის გოგირდის აბანოს რესტავრაცია უტარდება

[გულო კოხოძე, აბასთუმანი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რაბათში ისტორიული აბანოების გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა
ახალციხეში ისტორიული აბანო განადგურების პირასაა [ფოტო]
მუსხში ბიბლიოთეკის და ამბულატორიის შენობას არემონტებენ
აწყურის ტაძრის რესტავრაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება
ახალციხის აბანოები – ქალაქის დაკარგული ისტორია [Photo]
ბორჯომში გოგირდის აუზები ფასიანი გახდა
აბასთუმანში  დედათა მონასტერი გაქურდეს