FM97.5 / LIVE

რატომ შეჩერდა ახალდაბაში ნეძვის მონასტრის გაწმენდითი სამუშაოები [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.08.2019
ბორჯომში, ნეძვის სამონასტრო კომპლექსში გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებდა შეჩერებულია. სააგენტოში მიზეზად, საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ასახელებენ. საპატრიარქოში კი ამბობენ, რომ სამუშაოები უნებართვოდ იყო დაწყებული.

რატომ შეჩერდა ახალდაბაში ნეძვის მონასტრის გაწმენდითი სამუშაოები [ფოტო/ვიდეო]

ორი წლის წინ, ახალდაბაში, ნეძვის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, მსახიობ ტრისტან სარალიძის ინიციატივით გადაწყდა, რომელიც წარმოშობით ახალდაბიდან არის და მშობლიურ მხარს ხშირად სტუმრობს.

მსახიობი, ამბობს, რომ მონასტრის აღსადგენად თავდაპირველად „ნეძვის გადარჩენის ფონდიც“ დაარსა, თუმცა თანხის ჩარიცხვის სურვილი არავინ გამთქვა, ამის შემდეგ გადაწყვიტა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორისთვის მიემართა.

„ხშირად მივდიოდი ნეძვში, რომ ვხედავდი, როგორ სავალალო მდგომარეობაში იყო მონასტერი, გადავწყვიტე ჩემი კონტაქტები გამომეყენებინა და მისი რეაბილიტაციისთვის საფუძველი ჩამეყარა. ამაზე დიდი სიამოვნებით დამთანხმდა სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და გადავწყვიტეთ სპეციალისტებთან ერთად გაწმენდითი სამუშაოები დაგვეწყო, მონასტრის აღდგენის სურვილი მათაც ჰქონდათ “,–გვიხსნის ტრისტან სარალიძე.

სარალიძის თქმით, მისი და ანთიძის შეთანხმება ასეთი იყო: სააგენტო ისტორიული კომპლექსის მიმდებარედ გაწმენდით და არქეოლოგიურ სამუშაოებს ჩატარებდა და მონასტერს სარესტავრაციოდ მომზადება. პროექტირების და შემდეგ, რესტავრაციისათვის კი დამფინანსებელს მოიძიებდნენ.

როგორც, ნეძვის რესტავრაციის ინიციატორი გვიხსნის, 2018 წელს სააგენტომ 30 000 ლარამდე თანხა გამოყო და გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, რომელსაც მკვლევარი თემურ ბიბილური ხელმძღვანელობდა. სარალიძის თქმით, მიმდინარე წელს, მონასტერზე არქეოლოგიური გათხრებიც დაიგეგმა. აქ სამუშაოები მაისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა საპატრიარქოს წერილის საფუძველზე აღარ გაგრძელდა.

„წერილი დეპარტამენტმა მიიღო, სადაც ეწერა, რომ აქ არქეოლოგიური გათხრები მიზანშეუწონლად მიაჩნიათ, თუმცა რატომ, მიზეზი განმარტებული არ იყო. სააგენტომ საპატრიარქოს წერილი შეუბრუნა და უთხრა, რომ მიზეზები განემარტათ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ დაბრუნებიათ“, –ამბობს ტრისტან სარალიძე.



საპატრიარქოში „სამხრეთის კარიბჭეს“ უდასტურებენ, რომ ნეძვის სამონასტრო კომპლექსზე სამუშაოების შესაჩერებლად, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნამდვილად მიმართეს, თუმცა იმ ფაქტს, რომ მიზეზები არ განუმარტეს, არ ადასტურებენ.

საპატრიარქოს სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენელი, თამარ კვანტალიანი აცხადებს, რომ, აქ სამუშაოები უნებართვოდ, საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე დაიწყო და ამის შესახებ შემთხვევით გაიგეს.

„ასეთი სამუშაოები თანხმდება საპატრიარქოსთან და თუ მისაღებია ჩვენი სპეციალისტებისთვის პროექტი და სამუშაოების ჩატარების პროცედურები, შემდეგ ვუგზავნით სააგენტოს და ისინი იწყებენ სამუშაოებს, თუმცა ამ შემთხვევაში რაიმე მსგავსი არ მომხდარა. ჩვენ შემთხვევვით შევიტყვეთ ამის შესახებ და რომ ვკითხეთ სააგენტოს, შემდეგ მოვიდა კითხვის სახით წერილი და პოზიცია აინტერესებდათ, ჩვენ ვუპასუხეთ და პოზიციაც დავუსაბუთეთ“, – ამბობს თამარ კვანტალიანი.

თამარ კვანტალიანის თქმით, საპატრიარქომ ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს დასაბუთებული წერილი 2019 წლის შვიდ მარტს გაუგზავნა, სადაც წერია– „საბჭომ ამ წინადადების მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, ვინაიდან მიიჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და დიდი მოცულობის მქონე ძეგლის გათხრა და შემდგომი ღონისძიებების დაწყება შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს. სამწუხაროდ არქეოლოგიური კვლევის არასათანადო შესრულების ბევრი მაგალითი გვაქვს. გარდა ამისა არ არსებობს გარანტიები იმისა, რომ განათხარ ფართობზე დროულად დაიწყება რეაბილიტაცია, ანუ იქნება დაფინანსებული ყველა საჭირო ეტაპი ხსენებულ ღონისძიებათა მაღალ დონეზე წარმოებისთვის“.

ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე „სამხრეთის კარიბჭეს“ უდასტურებს, რომ სამუშაოები საპატრიარქოს წერილის საფუძველზე შეჩერდა, თუმცა იგი ირწმუნება, რომ მომავალ წელს აუცილებლად გაგრძელდება.

„საპატრიარქოდან მოგვივიდა ინფორმაცია, რომ არქელოგიასთან ერთად, სხვა მიმართულებებიც უნდა განგვეხილა და გადაგვეწყვიტა შემდეგში როგორ უნდა განვითარებულიყო აქ მოვლენები. ამიტომ სამუშაოები შევწყვიტეთ, ამ კონცეფციაზე ვმუშაობთ, შეთანხმდება საპატრიარქოსთან და სამუშაოები მომავალი წლიდან განახლდება“,–განმარტავს ნიკოლოზ ანთიძე.

ნეძვის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის აუცილებლობაზე საუბრობენ ადგილობრივებიც. მათი თქმით, თუ მონასტერს რესტავრაცია ჩაუტარდება, დაბის ტურისტული პოტენციალი გაიზრდება.

„ამბობენ, რომ ცხრა კილომეტრიანი გზაც უნდა გაკეთდესო. აქ ნასოფლარიც არის და მონასტრის რესტავრაციასთან ერთად აქაურობა თუ გაკეთდება ტურისტებსაც დააინტერსებს და უფრო კარგი იქნება“, – გვეუბნება ადგილობრივი თემურ ბლიაძე.

გასულ წელს, მონასტრის გაწმენდით სამუშაოების პირველ ეტაპზე, ადგილობრივებიც იყვნენ დასაქმებული. ისინი ფიქრობენ, რომ ტურისტული პოტენციალის გარდა, ახალდაბელები რესტავრაციის სამუშაოებზე დასაქმდებიან და ეს, ერთგვარი შემოსავლის წყარო იქნება.

რატომ შეჩერდა ახალდაბაში ნეძვის მონასტრის გაწმენდითი სამუშაოები [ფოტო/ვიდეო]

ნეძვის მონასტერი IX საუკუნის 50-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია და აგებულია წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, წმ. თეოდორე ნეძველის მიერ. ნეძვის წმ.გიორგის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკაში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებს უმოღვაწიათ და აქ დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა სამონასტრო კომპლექსი. თუმცა მე-20 საუკუნეში აქ უკვე ნანგრევები იყო.

მკვლევარი თემურ ბიბილური ამბობს, რომ არქეოლოგიური გათხრების შემდეგ, აქ შეიძლება ბევრი საინტერესო ისტორიული ფრაგმენტები აღმოჩნდეს, რადგან ძეგლი დიდ ისტორიას ინახავს. ბიბილური გვიხსნის, რომ მისი სურვილი იყო, მონასტერი არქეოლოგიური გათხრების შემდეგ დაკონსერებულიყო და ისეთი სახით დარჩენილიყო, როგორიც ახლაა, მის გვერდით კი ახალი ტაძარი აგებულიყო. თუმცა გაგრძელდება თუ არა აქ სამუშაოები და რა მიმართულებით, ეს ჯერ უცნობია.

[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე, ბორჯომი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბიეთის ტაძრის რესტავრაცია იწყება
აწყურში  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
სამცხე–ჯავახეთს ნიკა ანთიძე სტუმრობს
ახალქალაქის ციხის რესტავრაციამდე კონცეფცია მომზადდება
რაბათის აბანოების გაწმენდითი სამუშაოები იწყება
სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა