FM97.5 / LIVE

ადიგენში სოფლების დამაკავშირებელი გზებს რეაბლიტაცია ჩაუტარდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.08.2019
ადიგენში, არალი-წარბასთუმნის, ციხისუბანი-ღორთუბანი-ზედუბანი-აფიეთის და ლელოვანი-სამყური-ღორძის დამაკავშირებელი გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ადიგენში სოფლების დამაკავშირებელი გზებს რეაბლიტაცია ჩაუტარდება

არალი-წარბასთუმნის გზის სარებილიტაციო მონაკვეთი 2 კილომეტრსა და 700 მეტრს შეადგენს. ციხისუბანი-ღორთუბანი-ზედუბანი-აფიეთის გზაზე სარეაბილიტაციოა 4 კილომეტრი, ხოლო ლელოვანი-სამყური-ღორძის გზაზე რეაბილიტაცია 2 კილომეტრსა და 45 მეტრზე ჩატარდება.

სოფლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადება უკვე მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „არიში“ 39 500 ლარად ასრულებს.

კომპანიას პროექტირებისათვის ვადა სულ 150 დღე აქვს, თითეულ ობიექტზე - 50. პირველ ეტაპზე მას დოკუმენტები არალი-წარბასთუმნის გზის რეაბილიტაციისთვის უნდა მოემზადებინა, რომელიც 26 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადის გადაწევა 15 აგვისტომდე ითხოვა. სანაცვლოდ, იგი გეგმავს, რომ სამივე ობიექტის პროექტირებას აგვისტოს ბოლომდე დაასრულებს.

„ჩვენ მიერ ადგილზე ჩამოსვლისა და ტერიტორიების შესწავლის შემდეგ მთლიანად იქნა დამუშავებული სამივე ობიექტის წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები. ვინაიდან განრიგით გათვალისწინებულია არალი-წარბასთუმნის გზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 2019 წლის 26 ივლისის ჩათვლით, ხოლო დანარჩენი ორი ობიექტის 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით, გთხოვთ ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გაგვიგრძელოთ ვადა პირველი ობიექტის (არალი წარბასთუმანი) საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოსადგენად 20 დღით. რის შემდეგაც ჩვენს მიერ დარჩენილი ორი ობიექტის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც წარმოდგენილი იქნება ნაცვლად 4 ნოემბრისა აგვისტოს ბოლოსათვის“, - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციის დანართში.

ჩასატარებელი სამუშაოების მიხედვით, სამივე ობიექტზე მოსაწყობია რკინაბეტონის არხები, კიუვეტები, გზის სამაგრი რკინა ბეტონის კედლები, დამცავი ბარიერები, წყალგადამყვანი მილები და სხვა საგზაო საინჟინრო ნაგებობები.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის პროექტს ამზადებენ
ახალციხეში ათი კორპუსის ფასადს შეღებავენ
ახალციხის სოფლებში გზების რეაბილიტაცია იწყება
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი მეორედ ჩაიშალა
დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება
ბაღდათი–აბასთუმნის გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
ჭობარეთი–მუსხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო