FM97.5 / LIVE

ახალციხეში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის ურთიერთობაზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 24.09.2013
რა არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, როგორ მუშაობენ რეგიონში და აქვთ თუ არა მედიასთან ურთიერთობა - ამ საკითხებზე დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა იმსჯელეს.

ახალციხეში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის ურთიერთობაზე იმსჯელეს
შეხვდრა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. მას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენი მიზანია ეს ადამიანები ერთმანეთს შევახვედროთ, რომ გაუმჯობესდეს მათი კომუნიკაცია, ანუ ჟურნალისტებმა უკეთ რომ გაიგონ, რისთვის არსებობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რას საქმიანობენ, როგორ მიიტანონ საზოგადოებამდე მათი საქმიანობა და ის მიზნები, რასაც ეს ორგანიზაციები ემსახურებიან“, - ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თემურ ჯალიაშვილი და ამატებს, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მისიაა ხელი შეუწყოს უთანასწორობის, მარგინალიზაციისა და სიღარიბის აღმოფხვრას.

მსგავსი შეხვედრები საქართველოს ხუთ ქალაქში ტარდება. 23 სექტემბერს შეხვედრა გორში გაიმართა. ახალციხის შემდეგ კი ანაკლიაში იგეგმება.

„ამ ქალაქში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მსგავსი ორგანიზაციები ბევრი არაა ახალციხეში, ასევე არსებობს მხოლოდ ორი მედია-საშუალება, ტელევიზია და გაზეთი, რაც ცოტაა იმისთვის, რომ მოსახლეობამდე სწორი და მრავალმხრივი ინფორმაცია მივიდეს, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობის ინფორმირებულობას უფრო გაზრდის. სხვა მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ შედარებით უფრო კარგი მდგომარეობაა ახალციხეში“, - ამბობს თემურ ჯალიაშვილი.

შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეო-რგოლებიც აჩვენებს, რომელშიც ასახულია საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ძირითადი პრინციპები. აღნიშნული პრინციპები საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანსამბლეამ დაამტკიცა და მას „სტამბოლის პრინციპებს“ უწოდებენ.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტთა კონკურსიც დააანონსეს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართება და ოთხ ნომინაციაში საუკეთესო ჟურნალისტებს გამოავლენს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2020 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

25.05.2020 უხვი ნალექის გამო ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]

25.05.2020 ახალქალაქში ხემ მანქანა და გარე განათების ხაზი დააზიანა

25.05.2020 სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” არასამთავრობო სექტორს შეხვდა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო
სამოქალაქო სექტორს ევროკავშირის ოთხწლიან პროექტში ჩართვას სთავაზობენ
ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საანგარიშო შეხვერდა ახალციხეში
ახალციხეში არასამთავრობო სექტორის ფინანსურ მდგრადობაზე მსჯელობენ
ხვალ ახალციხეში მოხალისეობის ფორუმი გაიმართება [R]