FM97.5 / LIVE

ზვიად ენდელაძე - ‘ევროპის ოქროს ბუცის’ ერთადერთი ქართველი გამარჯვებული

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.08.2019
1995-1996 წლებში, საქართველოს ისტორიაში პირველად, ევროპის „ოქროს ბუცის“ გამარჯვებული, შიდა ჩემპიონატში გატანილი 40 გოლით, ზესტაფონის „მარგვეთის“ თავდამსხმელი ადიგენელი ზვიად ენდელაძე გახდა,რითაც ის „ოქროს ბუცის“ გამარჯვებულთა სიაში მოხვდა, რონალდოს, მესის, ტიერი ანრის და სხვა ფეხბურთის ვარსკვლავების გვერდით.

ზვიად ენდელაძე - ‘ევროპის ოქროს ბუცის’ ერთადერთი ქართველი გამარჯვებული

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) წევრ ქვეყნებს , „ოქროს ბუცით“ 1961 წლიდან აჯილდოებენ ევროპის შიდა ჩემპიონატებში ყველაზე მეტი გატანილი გოლის ავტორებს. თუმცა 1991-1996 წლებში „ოქროს ბუცის“ გადაცემის ცერემონია არ ჩატარებულა, რის გამოც, 1995-1996 წლების პრიზიორი, ზესტაფონის მარგვეთის თავდამსხმელი ზვიად ენდელაძე ამ პრიზის გარეშე დარჩა, თუმცა ოფიციალურად გამარჯვებულთა სიაშია.

„ოქროს ბუცამდე“


ზვიად ენდელაძე დაიბადა ადიგენის სოფელ ხევაშენში, 1966 წელს. აქვე დაიწყო ფეხბურთით დაინტერესება და 12 წლის ასაკში, მამამ და ბიძამ თბილისის სპორტულ სკოლა-ინტერნატში წაიყვანეს სასწავლებლად. სკოლა ინტერნატის შემდეგ კი იყო პირველი საფეხბურთო კლუბი.
„ფეხბურთით როგორც კი დავინტერესდი, მამამ და ბიძამ სპორტულ სკოლა-ინტერნატში წამიყვანეს , მაშინ ის საქართველოში ერთადერთი სპორტული სკოლა იყო, ყველა რეგიონიდან იყვნენ მოსწავლეები“.

17 წლის ზვიადი ადიგენში დაბრუნდა და მოღვაწეობა ადგილობრივ კლუბში „ზარზმა ადიგენი“ გააგრძელა.

„გარკვეული მიზეზების გამო, მიუხედავად შემოთავაზებისა, ისეთი კლუბებიდან , როგორიც მაგალითად ბათუმის დინამო იყო, მე მაინც ვარჩიე, რომ ადიგენში დავბრუნებულიყავი და იქ ვთამაშობდი 1988 წლამდე.“

მამის გარდაცვალების შემდეგ ზვიადს სამხედრო სამსახურში მოუწია წასვლა, რის გამოც ფეხბურთს ერთი წლით ჩამოშორდა. როგორც კი ჯარიდან დაბრუნდა, ის კვლავ თავის საყვარელ საქმეს დაუბრუნდა და კვლავ ადგილობრივ გუნდში გააგრძელა ფეხბურთის თამაში.

„ჯარიდან რომ ჩამოვედი, ზუსტად ვიცოდი, რომ ფეხბურთის გარეშე არაფერი მინდოდა, ამიტომ გავაგრძელე ისევ ზარზმაში თამაში, იქამდე სანამ დინამოს ვეტერანები არ ჩამოვიდნენ ადიგენში“

ზვიად ენდელაძე - ‘ევროპის ოქროს ბუცის’ ერთადერთი ქართველი გამარჯვებული
1988 წელს, თბილის დინამოს ვეტერანი ფეხბურთელები, ამხანაგური მატჩის სათამაშოდ ადიგენში ჩავიდნენ, სადაც ადგილობრივ კლუბ ზარზმის ადიგენთან გამართეს მატჩი. ზარზმის ადიგენის შემადგენლობაში თამაშობდა ამ დროს ზვიად ენდელაძეც.

„ვეტერანებთან ფრედ, 3-3 მატჩის შემდეგ, ყველას მოვეწონე და შემომთავაზეს რუსთავის მეტალურგში თამაში, მეც, რა თქმა უნდა წავედი, ასეთ შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი“.

ამის შემდეგ იწყება ზვიადის ოფიციალური საფეხბურთო კარიერა რუსთავის მეტალურგში, სადაც მან 1 წლის განმავლობაში, 34 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

„სპორტში მთავარი დისციპლინა და შრომაა. ცუდი შედეგების მიუხედავად, სურვილს უნდა მიყვე და მიზანსაც მიაღწევ. ქართველებს ასეთი ხასიათი გვაქვს- ყველაფერი დღეს ან ხვალვე გვინდა რომ მივიღოთ და დიდ ძალისხმევას სამომავლო მიზნებისკენ არ მივმართავთ ხოლმე. მაგრამ თუ მივმართავთ აუცილებლად გამოვა.“ - ამბობს ზვიადი.

მეტალურგის შემდეგ იყო კლუბი „საირმე ბაღდათი“ სადაც ისევ ერთი წელი ითამაშა და 44 მატჩში 37 გოლი გაიტანა.

ასევე ერთი წელი დაჰყო მან სამტრედიის გუნდში, სადაც 36 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

ოთხი „ოქროს“ წელი ზესტაფონის „მარგვეთში“


ზესტაფონი „მარგვეთი“, ეს სწორედ ის გუნდია, რომლის მაისურით გატანილი 40 გოლის წყალობითაც ზვიად ენდელაძემ დაიმსახურა „ოქროს ბუცის“ მოგება 1996 წელს. გუნდი საქართველოს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა 1991 წლიდან, 1992 წელს „მარგვეთის“ მაისურით ზვიადმა პირველი მატჩი ითამაშა. სწორედ ამ წელს გუნდი უმაღლესი ლიგის მეექვსე ადგილზე გავიდა.

1995-1996 წლების სეზონამდე „მარგვეთი“ სტაბილურად თამაშობდა საქართველოს უმაღლეს ლიგაში. ხოლო ეს სეზონი განსაკუთრებული აღმოჩნდა როგორც კლუბის, ასევე ზვიად ენდელაძის ისტორიაში. ამ სეზონზე კლუბი საქართველოს უმმაღლესი ლიგის მეორეადგილოსანი გახდა და ასევე, პირველად კლუბის ისტორიაში იასპარეზა უეფას თასის შესარჩევ ეტაპზე. ხოლო ზვიად ენდელაძე ევროპის შიდა ჩემპიონატებს შორის ბომბარდირი გახდა 40 გატანილი გოლით, რითიც დაიმსახურა „ოქროს ბუცის“ გამარჯვებულთა სიაში საპატიო ადგილი რონალდოს, მესის, ტიერი ანრის და სხვა ვარსკვლავების გვერდით.

ზვიად ენდელაძე - ‘ევროპის ოქროს ბუცის’ ერთადერთი ქართველი გამარჯვებული
1992-1996 წლებში, „მარგვეთის“ მაისურით ზვიადმა 90 მატჩი ითამაშა და 63 გოლი გაიტანა

აღსანიშნავია ისიც, რომ 1997 წლიდან, კვლავ აღდგა „ოქროს ბუცის“ გადაცემის ტრადიცია და სწორედ ამ წელს გახდა ბუცის მფლობელი მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელი, ბრაზილიელი რონალდო.

კარიერა საზღვრებს გარეთ - „ლუჩი ვლადივასტოკი“


„მარგვეთის“ შემდეგ ზვიადმა კარიერა რუსულ საფეხბურთო კლუბ „ლუჩი ვლადივასტოკში“ გააგრძელა, თუმცა სამშობლოდან შორს დიდხანს ვერ გაჩერდა და ერთი წლის შემდეგ 30 მატჩით და 8 გატანილი ბურთით, კვლავ სამშობლოში დაბრუნდა და ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი კვლავ საყვარელ კლუბში - „მარგვეთში“ დაბრუნდა.

„ფეხბურთელისთვის ძნელია მუდნივად ფორმაში ყოფნა, არის ისეთი ფაქტორები, რაც გაგდებს ფორმიდან, თუმცა დაუღალავი შრომით და მონდომებით ისევ ბრუნდები. ფეხბურთი ჩემი მთელი ცხოვრება იყო, და ახლაც არაფერი შეცვლილა ამ კუთხით. საზღვარ გარეთ რატომ არ, ან ვერ ვითამაშე ვერ გეტყვით, თუმცა არც ვნანობ არაფერს.“ - ამბობს ზვიადი.

ყველაზე დიდი შეცდომა


კლუბურ კარიერაში წარმატების ფონზე, ზვიადის ნიჭით ფეხბურთის ფედერაციაშიც დაინტერესდნენ. როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ზვიადისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეროვნულ ნაკრებში თამაში. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, რომელზეც უჭირს ზვიადს საუბარი, მან ნაკრებში არ ითამაშა.

„შემოთავაზება იყო, მაშინ ზესტაფონში ვთამაშობდი, თვითონ ჩამოვიდნენ ეროვნული ნაკრებიდან და შემომთავაზეს. მე კი უარი ვთქვი, დღემდე არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, ალბათ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა“ - ამბობს ზვიადი.

კარიერის დასრულების შემდეგ


2006 წელს, 40 წლის ასაკში ზვიადმა ფეხბურთის თამაშს თავი დაანება , თუმცა ფეხბურთი, დღესაც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. კარიერის დასრულების შემდეგ მან ქუთაისში გადაწყვიტა დარჩენა და ახლაც იქ ცხოვრობს. ცოლი და ორი შვილი ყავს. ბიჭი მამის კვალს მიყვა, ამჟამად საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ თამაშობს. ზვიად ენდელაძე კი ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში საფეხბურთო ტრენერია და უნდა რომ მომავალ თაობას ფეხბურთის ინტერესი გაუღვიძოს და გაზარდოს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ქვეყანას ასახელებენ.

[რობიზონ ზარიძე, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

15.10.2019 შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას

15.10.2019 16 ოქტომბერს ასპინძაში C ჰეპატიტზე უფასოდ გამოიკვლევენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

კლუბი 'ზარზმა' - ქალთა უმაღლესი ლიგის დებიუტანტები სამცხე-ჯავახეთიდან
საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა
აქვს თუ არა ‘ბორჯომს’ ზედა ლიგაში ასვლის შანსი
საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა
სამცხე–ჯავახეთში  ფეხბურთის ჩემპიონატი 'მოყვარულთა თასი' იწყება
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდებმა ჩემპიონატის პირველი მატჩები გამართეს
საფეხბურთო კლუბი 'ბორჯომი' საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა