FM97.5 / LIVE

ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 05.08.2019
ახალგაზრდა გამომგონებლებს, ამირან ჯანაშვილს და თაკო თათეშვილს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ადამიანების ცხოვრებისა და პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ.

ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

ამირან ჯანაშვილი 18 წლისაა. შარშან სან დიეგოს სახელმწიფო უნვიერსიტეტში სამოქალაქო ინჟინერიის სწავლა დაიწყო. ინტერესი კი ბავშვობაში გაუჩნდა. თავის გამოგონების, საპარტულო კატარღის შესაქმნელად დიდი საინჟინრო გათვლები არ დაჭირვებია:„ამ გამოგონებაში მთავარი იდეა იყო. ვფიქრობ საპატრულო კატარღას სამაშველო ფუნქციით გამოიყენებენ, რადგან შტორმის დროს გემში არსებული კაბინა არ ტრიალდება, დახურულია ჰერმეტულად და შიგნით მყოფებს საფრთხე არ ექმნებათ. არსებობს სხვადასხვა ჰიდროსკოპული დაკიდების საშუალებები, მაგრამ ამის მსგავსი არა“.

საპატრულო კატარღა



როგორც ინჟინერს, ქვეყნის ინფრასტრუქტურული დონე არ მოწონს და ამის მიზეზს კორუფციასა და არაპროფესიონალიზმში ხედავს. სან დიეგოს უნივერსიტეტში მესამე კურსიდან მიმართულების არჩევა მოუწევს: „კონსტრუქციულ ან სატრანსპორტო ინჟინერიაზე უნდა ვისწავლო, კონსტრუქციული შენობებს ეხება, სატრანსპორტო კი გზებს, გვირაბებს, ხიდებს და ა.შ. ჩემთვის მთავარი ბუნების და ადამიანის ინტერესების სინთეზით შენება იქნება“.

ამირანი ახალ გამოგონებაზე ამჟამად არ მუშაობს. დასვენების დროს კი აბასთუმანში სამშენებლო სამუშაოების ყურებაში ატარებს: „ჩემი საქმის სიყვარულის გამო ვამბობ გართობაზე უარს და მშენებლობებზე დავდივარ. დღეს მაგალითად ბეტონი დაასხეს და ვუყურებდი როგორ ხდებოდა. ბლოკნოტიც დამაქვს და ვიწერ ხოლმე მითითებებს. ვუყურებ ძირითადად სასტუმროს მშენებლობას“, – ამბობს გამომგონებელი.

აპლიკაცია - GoGeoGo



16 წლის თაკო თათეშვილმა აპლიკაცია სახელად GoGeoGo ოთხ მეგობარ გოგონასთან ერთად შექმნა.

„ეს აპლიკაცია ნებისმიერს დაეხმარება ადვილად გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აქ არის ინფორმაცია თუ სად მდებარეობს სადგური, რომელ საათებში გადის ავტობუსი, ფასი, მგზავრობის დრო და ა.შ. იმედია სამომავლოდ ბევრისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, - ამბობს თაკო.
თაკოს და მისი მეგობრების შექმნილმა აპლიკაციამ საქართველოს 13 გუნდს შორის პირველი ადგილი დაიკავა. საერთაშორიო ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველო სწორედ მათ წარმოადგინეს.

„აპლიკაციის მიზანი იყო, რომ ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს დაეხმარებოდა და ადვილად ემოძრავათ, ამით გვინდოდა ტურიზმის და ეკონომიკის ხელშეწყობა“.

თაკო ამბობს, რომ გოგო გამომგონებლები იშვიათობაა, რაც არ მოწონს და ამბობს - გოგოებს და ბიჭებს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ და გოგოებს მოვუწოდებდი, რომ მეტად ცადონ“.

ახალგაზრდა გამომგონებელს ვკითხეთ, თუ რა სურს სამომავლოდ: „ჩემთვის გამოგონება ნიშნავს პრობლემების გადაჭრას და სხვების დახმარებას. კარგად გაგრძნობ თავს, როცა ქმნი ისეთი რამეს, რაც ადამიანს ცხოვრებაში ეხმარება“.
მისი სამომავლო მიზანი კომპიუტერული მეცნიერების შესწავლაა.

„რობოტიზაცია უკვე ოცნება აღარაა, ადამიანებს ეს აშინებს, მაგრამ რობოტები ადამიანების მიერ იქნება გამართული და ხელს შეგვიწყობენ პრობლემების გადაჭრაში. ასევე ბევრ უსიამოვნო საქმეს გააკეთებენ. მინდა ადამიანებს, ცხოველებს და მთლიანად ბუნებას დავეხმარო ჩემი მიღწევებით“.

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.11.2019 ბორჯომის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება

11.11.2019 რა ღონისძიებები გაიმართება 'ზარზმობის' დღესასწაულზე

10.11.2019 ილია მეორე: ქართველი ადამიანი, უარყოფს, თრგუნავს, ნიჭიერ ადამიანებს

10.11.2019 ბექა ბერძენიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘გამოგონება  პრობლემების საპასუხოდ ჩნდება’–კარლო ხუციშვილის მარტივი და რთული ქმნილებები
სან დიეგოს უნივერსიტეტში ახალციხიდან სამი სტუდენტი ისწავლის
სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ
სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ახალციხეში სპეციალურ სემინარს გამართავს
ახალციხელი გამომგონებელი: „არ ჩავთვალე საჭიროდ მადლობა საქვეყნოდ გამომეცხადებინა“
112–ს მაშინაც დუკავშირდებით, თუ დარეკვა არ შეგიძლიათ – 112–მა მობილური აპლიკაცია შექმნა [Video]