FM97.5 / LIVE

ზაზაძეების ისტორია [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.08.2019
სოფელ უდეში დაიბადა, 13 წლის სტამბულში წაიყვანეს. სამშობლოში დაბრუნების იმედით 76 წელი ცხოვრობდა. უთვისტომო ადამიანთა დახმარებისათვის ვატიკანმა მას "კომანდატორის" წოდება მიანიჭა. ამჯერად მოგიყვებით სტამბოლის ქართველთა სავანის ქომაგზე, ქველმოქმედსა და ბიზნესმენ პავლე ზაზაძესა და მის ოჯახზე.

ზაზაძეების ისტორია [ფოტო/ვიდეო]
ისტორია

XIX საუკუნეში სამცხე-ჯავახეთში რთული პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ქართველი კათოლიკე მრევლი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 1845 წელს კათოლიკე მისიონერები საბოლოოდ გააძევეს საქართველოდან და მღვდლების გარეშე დარჩა. ამ დროიდან ქართველ კათოლიკეთა ისტორიაში დაიწყო ახალი პერიოდი: კათოლიკობისათვის-ქართველობისათვის ბრძოლის პერიოდი. ქართული კათოლიკური შენარჩუნების მიზნით დიდი მოღვაწე პეტერე ხარისჭირაშვილი იძულებული გახდა გადასულიყო სტამბულში და მან დიდი წვალების შემდეგ მიაღწია იმას, რომ რომის პაპის პიო IX-ის წყალობით მიიღო სამსახური მოწყალების დათა მონასტერში. არ იყო მარტივი, მაგრამ იმავე წელს მამა პეტრემ ცნობილი მეცენატის, იაკობ ზუბალაშვილის ფინანსური დახმარებით, სტამბოლის ერთ–ერთ უბანში, ფერიქოიაში შეიძინა მიწის მოზრდილი ნაკვეთი, სადაც 1861 წელს ააშენა წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია.

ეკლესიას 60–იან წლებში თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო ძალიან გაუჭირდა. ტაძარს პატრონობდა იყო პავლე აკობაშვილი (ანდღულაძე ) და შემდეგ უკვე ეს დიდი საქმე გადაიბარა პავლე ზაზაძემ.

ვინ იყო პავლე ზაზაძე

პავლე ზაზაძე 1900 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ უდეში აზნაურ სიმონ ზაზაძისა და ელისაბედ ვარდიძის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა.

1913 წლის ოქტომბრის თვეს პავლე ზაზაძე ბიძამ, შალვა ვარდიძემ, რომელიც სტამბულის ქართული კათოლიკური მონასტრის მღვდელი იყო ის სტამბოლში წაიყვანა, ქართველ კათოლიკეთა მონასტერთან არსებულ ვაჟთა სასწავლებელში განათლების მისაღებად.

პირველი მსოფლიო ომი, ოსმალეთის იმპერიის დაცემით შექმნილი მძიმე ვითარება, საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლა და სამშობლოში დაბრუნება პავლე ზაზაძეს უკვე ოცნებად იქცა.

მოგვიანებით მასთან მალულად ძმები ლევანი და ალიოზი ჩადიან. პავლე მათ ვერ მოყვება, ძმები უკან დაბრუნებისას საზღვარზე საბჭოთა ჯარიკაცებმა დააკავეს და ორივე დახვრიტეს.

სამშობლოში ჩასვლა უფრო და უფრო შორეულ პერსპექტივად იქცა.

სტამბოლში ფერიქოის უბანში, მამა პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართველთა სავანეში ორი მონასტერი მოქმედებდა – მამათა და დედათა.

დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ ანა (ელისაბედ) ბეჟანიძე (წარმოშობით ბათუმიდან), რომელიც დედათა მონასტერთან არსებულ ქართულ–ფრანგულ ქალთა სასწავლებელსაც ხელმძღვანელობდა. ანა ბეჟანიძესთან იზრდებოდნენ მისი ობოლი დისშვილები ალექსანდრე და მარი (მარიამ) ჩილინგარიშვილები. სწორედ მარიამზე იქორწინა პავლემ და შეეძინათ სიმონი და ანიტა.

მონასტრის წინამძღვარნი ხშირად ევედრებოდნენ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში ლტოლვილ ქართველებს – ეპატრონათ სტამბოლის ქართველთა სავანისთვის, მაგრამ მხოლოდ პავლე ზაზაძე აღმოჩნდა ამ სავანის მეთვალყურე, მზრუნველი და გარდაცვლილთა საფლავების პატრონი.
1960 წ. უთვისტომო ადამიანთა დახმარებისათვის ვატიკანმა პავლე ზაზაძეს "კომანდატორის" წოდება მიანიჭა.

1966 წ. პავლე ზაზაძე კათოლიკეთა საზოგადოების ფონდის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ პერიოდიდან უფრო გამოიკვეთა პავლე ზაზაძის როგორც სტამბოლის ქართველთა სავანის ქომაგის პიროვნება.

ზაზაძეების ოჯახს ჰქონდათ საპნის, ტექსტილის, კოსმეტიკის წარმოება, ფაბრიკები, ამჟამად მათ ბაზაზე შექმნილია მსოფლიო მნიშვნელობის „ზაზა-ჰოლდინგი“, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 326-ზე მეტი საწარმო აქვს განთავსებული.

პავლე ზაზაძის ვაჟი სიმონ ზაზაძე გვარის ღირსეული მატარებელი აღმოჩნდა, მისი ღვაწლიც დიდია სამშობლოს წინაშე.

1962-1982 წწ. პავლე და სიმონ ზაზაძეები აფინანსებდნენ ჟურნალ "ბედი ქართლისას" ფრანგულენოვან გამოცემას.. ასევე ფინანსურად ეხმარებოდნენ საზღვარგარეთ გამომავალ სხვა პერიოდულ გამოცემებსაც - "კავკასიონი", "პრომეთე", "გუშაგი", "საქართველოს გუშაგი", "თეთრი გიორგი", "თავისუფალი საქართველო", "საქართველო" და სხვ. სიმონ ზაზაძე ფინანსურად ხშირად ეხმარება სტამბოლში გამომავალ ჟურნალებს – "ფიროსმანი" და "ჩვენებური".



სიმონ ზაზაძემ ძალიან დიდი რისკის ფასად ლიბანიდან თურქეთში ჩამოიტანა და კათოლიკეთა მონასტერს ჩააბარა კათოლიკე მღვდელ შალვა ვარდიძის არქივი.

1968 წ. სიმონ ზაზაძემ მეუღლესთან ქლაუდეა (ქლოდ) ზაზაძესთან ერთად გახსნა კერძო ლიცეუმი "ოზელ ბილგი კოლეჯი".

1988 წელს სარფის კარის გახსნის ამბავი დიდი სიხარული იყო პავლე ზაზაძესთვის, თუმცა მან სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო. პავლე ზაზაძე 1989 წელს გარდაიცვალა, დასაფლავებულია სტამბოლში.

2000 წელს თურქეთში ჩამოყალიბდა თურქეთ–საქართველოს კულტურისა და განათლების ფონდი. სიმონ ზაზაძე, შვილთან პავლე (პოლ) ზაზაძესთან ერთად ხელმძღვანელობს ფონდს.

ისტორიკოსი როინ ყავრელიშვილი საუბრობს თუ რით არის ღირებული ეს ფონდი – „ფონდი არის უნიკალური, სადაც მრავალ ენაზეა ლიტერატურა თავმოყრილი, მაგრამ მნიშვნელოვანია ის ეპისტოლარული ძეგლები, რასაც ქართველი კათოლიკე მღვდლები ერთმანეთს წერდენენ. ფონდში უნიკალური სამეცნიერო მასალა არის ლიგვინსტური თვალსაზრისით, ისტორიის თვალსაზრისით და ეს ფონდი გადარჩინა ზაზაძეების ოჯახმა.

ახლა სიმონ ზაზაძის საქმეს მისი ვაჟი პოლ ზაზაძე აგრძელებს. ამჟამად ბიბლიოთეკა არის გაციფრული, შენახული და უკვე ცალკე ბიბლიოთეკად არის გამოტანილი.

ერთ–ერთი პირველი ვინც ოჯახის მიწვევით დაიწყო ფონდში მუშაობა გახლავთ პროფესორი, შუშანა ფუტკარაძე. მან თავის კოლეგებთან ერთად აღრიცხა მთელი ფონდი.

ფონდში მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდათ პროფესორებს ციური ლაფაჩსა და ნატო ყრუაშვილს. მათ უზარმაზარი მასალა ჩამოიტანეს საქართველოში.

სამეცნიერო მივლინებით ერთი კვირის განმავლობაში ფონდში მუშაობდნენ ისტორიკოსი როინ ყავრელიშვილი, პროფესორი მერაბ ბერიძე და პროფესორი მაკა ბერიძე.


სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის სიმონ ზაზაძის მეცენატობით გაკეთებული პავლე ზაზაძის სახელობის საკონფრენციო დარბაზი.
ზაზაძეების ისტორია [ფოტო/ვიდეო]

[გულო კოხოძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

18.10.2019 ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

არლელი ბიჭის სტამბულში გაგრძელებული ცხოვრება [ვიდეო]
პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
ხვალიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო
უნივერსიტეტი რესპუბლიკურ კონფერენციას მასპინძლობს
„თურქეთელი ქართველების ილია ჭავჭავაძე“
ეროვნული იდეით გაერთიანებული მესხი კათოლიკეები [ფოტო/ვიდეო]