FM97.5 / LIVE

გამოვლინდა კომპანია, რომელიც აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგს გააკეთებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.08.2019
ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბასთუმანში ღია ავტოსადგომის მოწყობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია „ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპმა“ გაიმარჯვა. 1 000 ავტომობილზე სადგომს კომპანია 8 989 898 ლარად გააკეთებს.

გამოვლინდა კომპანია, რომელიც აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგს გააკეთებს
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 1000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი აბასთუმნის შესასვლელში მოეწყობა: ავტოსადგომი მოემსახურება 200 ელექტრომობილს, მათ შორის 100 ადგილი გადაიხურება; 10 ზოლი გამოიყოფა ავტობუსებისთვის; მოეწყობა გზები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აშენდება დამხმარე ნაგებობები; პარკინგი დაუკავშირდება ცენტრალურ გზას.

ტენდერის გამოცხადებას წინ ბიძინა ივანიშვილის განცხადება უძღოდა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში თქვა, რომ აბასთუმნის ელექტრომობილების ქალაქად გადაქცევას გეგმავდა. აბასთუმანში ამ დროიდან დაწყებული პროექტების უმრავლესობა სწორედ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ უკავშირდება.

აბასთუმანში ავტოსადგომისა და სადგურის მოწყობის მიზნით, ტენდერი აპრილშიც გამოცხადდა. მაშინაც შესყიდვაში მონაწილეობდა და ყველაზე დაბალი ფასიც წარადგინა - „ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპმა", თუმცა, კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.

[sknews.ge]


07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

07.10.2019 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

05.10.2019 არლის სკოლის მასწავლებლები XX საუკუნეში [ფოტო]

05.10.2019 ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.10.2019 ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა

09.10.2019 გიორგი კეკელიძე: ახალქალაქის სოფლებში ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება

09.10.2019 9 ოქტომბერს მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'კაცია ადამიანი?!' გაიმართება

09.10.2019 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგის მშენებლობა დაიწყო
ელექტრომობილების პარკინგი აბასთუმანში - ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
აბასთუმანში პარკინგის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო
‘ჰაერისთვის არაფერი დაგვიწესონ, ამას ვინ ჩივის’, – აბასთუმანში პარკინგისთვის  ნაკვეთები იყიდეს
აბასთუმანში 9.3 მლნ-ად აშენებულ ავტოსადგომს 200 ელექტრომობილის დამტენი ექნება
გამოკითხვა: რას ფიქრობთ აბასთუმანში ელექტრომობილების შემოყვანაზე? [Video]
ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში სახლს იშენებს