FM97.5 / LIVE

წელს საქართველოში აივ-ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.08.2019
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფომაციით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მონაცემებით აივ-ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 396 შემთხვევა იქნა დარეგისტრირებული.

წელს საქართველოში აივ-ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

1 აგვისტოს მონაცემებით შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7803 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5854 – მამაკაცია, 1949 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა29-დან39 წლამდეა. შიდსი 4150 პაციენტს განუვითარდა, 1579 გარდაიცვალა.

30 ივნისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4798 (4245 + 553 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 (35 + 8 (აფხაზი ბავშვი)) ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 38.9 % (3032) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 47.4 % (3695) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 % (881) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (37) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2874 შემთხვევა, მათგან87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1103; შემდეგ იმერეთში943; აჭარაში869; აფხაზეთში(513); კახეთში(379) ქვემო ქართლში(443); შიდა ქართლში(281); გურიაში(164); სამცხე-ჯავახეთში(100) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს- 672.

2019 წელს გარდაიცვალა60 აივ ინფიცირებული. 2018 წელს - 135, 2017 წელს - 127, 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი.
2019 წელს 60 გარდაცვლილთაგან: 44 მამაკაცია და 16 ქალი.

საქართველოში სულ გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 - ვაჟი, 42 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;
განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური(დედიდან) გადაცემით - 103 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი - 4; დაუდგენელი – 2.

[sknews.ge]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

მიმდინარე წელს აივ ინფიცირების – 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შიდსით ინფიცირებულთა სტატისტიკა  სამცხე–ჯავახეთში
‘დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ’ – იწყება მასშტაბური კამპანია
შსს–ს  ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა
ექიმი გვირჩევს: აივ/შიდსი [Video]
დაბადება-გარდაცვალების სტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში [ინფოგრაფიკა]
სამცხე–ჯავახეთში 2018 წელს ავარიით 16 ადამიანი გარდაიცვალა