FM97.5 / LIVE

'გაიაფებული'ლარი და გაძვირებული პროდუქტი

მთავარისიახლე, ეკონომიკა 01.08.2019
დოლარის კურსის ზრდის პარალელურად, საქართველოში იმპორტირებული პროდუქტების ფასიც იზრდება. ახალციხის სუპერმარკეტებში ყველა სახის იმპორტული საქონელი გაძვირებულია.

'გაიაფებული'ლარი და გაძვირებული პროდუქტი

80 წლის მერუჟან კილოიანი ახალციხეში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ლარის გაუფასურების გამო თავისი პენსიით ახლა უფრო ნაკლებ პროდუქტს ყიდულობს: „ყველაფრის ფასმა მოიმატა, მართალია ცოტათი, მაგრამ საბოლოო ჯამში ემჩნევა ჯიბეს. მარტო ჩემი პენსია არაფერში მეყოფოდა, ოჯახის წევრები რომ არ მყავდნენ“.

მერუჟანის მსგავსად, ფასების ზრდაზე წუხს ნაზიბროლა გელაძეც: „პროდუქტები, თითქმის ყველაფერი, გაძვირებულია. ხალხი არ ლაპარაკობს ამაზე, თითქოს 20-30 თეთრი მერე რა, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, ვეღარაფერს ვიყიდი".

მაგალითისთვის, უკრაინაში წარმოებული მზესუმზირის ზეთი 1 თვის წინ, ერთ-ერთ საბითუმო სუპერმარკეტში 13.5 ლარი ღირდა. ერთი თვის შემდეგ კი ფასი 5.5% ით გაიზარდა და 14 35 ლარს შეადგენს. დაახლოებით ამავე სიდიდით გაიზარდა ფასი კვების სხვა პროდუქტებზეც.

„ზოგზე მეტით, ზოგზე ნაკლებით, მაგრამ იმპორტულ პროდუქტებზე თითქმის ყველაზეა გაზრდილი ფასი. 25 კგ-იანი ფქვილი – 1 ლარით, 50 კგ-იანი შაქარი – 4 ლარით, ზეთი – 70 თეთრით, გააჩნია პროდუქტს და მის მოცულობას. ადგილობრივ პროდუქტებზე ზრდა ჯერ-ჯერობით არ არის, მაგრამ ბაზარზე ყველა სახის პროდუქტი არაა ქართული წარმოების,“ – ამბობს ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერი.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის ივნისის თვეში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 315.5 ლარია. საშუალო მომხმარებლის კი 166.6.
ადგილობრივი მეწარმეები ფასების ზრდით გამოწვეულ პრობლემებზე ღიად საუბრისგან თავს იკავებენ.

„მომწოდებელი რამდენი პროცენტითაც აძვირებს, იმდენით ვაძვირებთ ჩვენც, თუმცა ეს ჯერჯერობით გაყიდვებზე არ აისახება, იშვიათად თუ გამოთქვამს ვინმე პრეტენზიას“, – გვითხრეს თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტში.

დღეის მონაცემებით, კომერციულ ბანკებში, 1 ამერიკული დოლარი 2.97 ლარი ღირს.

'გაიაფებული'ლარი და გაძვირებული პროდუქტი

[რობიზონ ზარიძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

საახალწლო ბაზარი ახალციხეში – რა ღირს პროდუქტი ‘ალფა მარკეტში’
‘ფქვილის ფასმა სამი ლარით მოიმატა’ – ახალციხეში პური ძვირდება
საქართველოში საქსტატის მონაცემებით საშუალო ხელფასი 1125 ლარამდე გაიზარდა
ახალციხეში პური გაძვირდა
სიგარეტი გაძვირდა
რის მიხედვით არჩევენ ფერმერები რა დათესონ
ძვირი ახალი წელი