FM97.5 / LIVE

სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.07.2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენს, დაახლოებით ოთხი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ სოფელს წყალი განრიგით აქვს.

სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის

მოსახლეობა საჯაროდ წყლის პრობლემაზე საუბარს ერიდება, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სასმელი წყალი არ მოდის. ეზოში მოსავლის მორწყვაზე კი ლაპარაკი ზედმეტია.

„ოთხი დღის განმავლობაში სადღაც ერთი საათით მოვიდა მხოლოდ წყალი, ისიც ისე ცოტა მოდიოდა, რომ ერთი „ბაკის“ ავსება მოვახერხე და დაშრა“, – გვითხრა ერთ–ერთმა ადგილობრივმა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი ამბობს, რომ სოფელს წყალი განრიგით აქვს, თუმცა მოსახლეობის განცხადებით არანაირ განრიგზე საუბარი აღარ არის, რადგან წყალი დღეებია არ მიეწოდებათ.

სოფელ ხევაშენში წყალი არ მოდიოდა ორი კვირის წინაც. მოსახლეობამ მაშინ მსგავსი განმარტება მოისმინა – „აბასთუმანში ინტერნეტი გაჰყავთ, მანქანების მუშაობის დროს წყლის მილიც დაზიანდა“.

მილის დაზიანების ფაქტს ადასტურებს არსენ ბალახაშვილი და ამბობს რომ ამ დროსთვის პრობლემა აღმოფხვრილია.

თუ რატომ არ მოდის ამ დროსითვის სოფელში წყალი მაინც გაურკვეველი რჩება.

„როცა „ბასეინში“ წყალი დაგროვდება სოფელში წყალიც განრიგით მოვა“, – ამბობს არსენ ბალახაშვილი.

„განრიგზე ლაპარაკიც სასაცილოა. ახლა ოთხი–ხუთი დღეა რაც არ მოდის, მაგრამ დატანჯულები ვართ. წლებია ასე ვართ, როდის მოვა წყალი, როდის წავა არ ვიცით. გადახმა და გადაიხრუკა ყველაფერი“, – მითხრეს სოფელში.

როცა სიცხე პიკს აღწევს, როცა სოფელში დამსვენებლები ჩამოდიან და როცა მოსავლის რწყვის პერიოდია სოფელში წყალი არ არის.

სოფელ ხევაშნის ცენტრში წყაროს წყალი მოდის, თუმცა ყოველ დღე ასობით ლიტრი წყალი 100–150 მეტრზე და მეტი მანძილიდან მიიტანო ძალიან რთულია.

[გულო კოხოძე, ადიგენი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამი წყაროს იმედად

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე  დაბინძურებული წყალი მოდის
‘წყალი დილა–საღამოს 15 წუთიც კი აღარ მოდის’ – ახალციხეში წყლის პრობლემაზე ჩივიან
აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის
ახალციხის ორი ქუჩის ონკანიდან, წყალი არცერთში არ მოდის
სოფელ საროში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის