FM97.5 / LIVE

ბორჯომში დაკავებული ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში არ მუშაობს

მთავარისიახლე, სამართალი 31.07.2019
ბორჯომში, საქართველოს პროკურატურის მიერ დაკავებული ექიმი, რომელსაც ბრალად ედება ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება და გასაღება, სამედიცინო დაწესებულებაში არ მუშაობს.

ბორჯომში დაკავებული ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში არ მუშაობს

ბორჯომის სამედიცინო დაწესებულება „ჯეოჰოსპიტალში“ განმარტავენ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ დაკავებული ექიმი რ.ჯ მათთან არ მუშაობდა და არც მის შესახებ იციან რამე.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით კი, დაკავებული ექიმი, წლების განმავლობაში, სამედიცინო სფეროში დიდი წარმატებით მოღვაწეობდა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდებაც აქვს მიღებული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რ.ჯ–ს ბოლო წლების განმავლობაში არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ უმუშავია, თუმცა გასცემდა თუ არა ფსიქოტროპული ნივთიერებების შესაძენად ყალბ ცნობებს, მათ ამის შესახებ არაფერი სმენიათ.

საქართველოს პროკურატურამ, ბორჯომში ექიმის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 31 ივლისს გაავრცელა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებას, გასაღების მიზნით, და გასაღებას გულისხმობს.

დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ექვსიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ექიმისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ექიმი დააკავეს
ბორჯომში დაკავებული ექიმი ბრალს არ აღიარებს
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტი გამოვლინდა
სამცხე–ჯავახეთში დაკავებული 7 პირიდან 6–ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
პროკურატურის განცხადება tv “იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე
ფსიქოტროპული აფთიაქების 18 ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მიეცა
ვალეს ახალი სამედიცინო დაწესებულება ექნება