FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრის რელიქვიები - ნივთები, რომლებიც ისტორიის ნაწილია

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.07.2019
პირველი სპექტაკლის აფიშა, პერსონაჟთა სამოსი და ძველი, დაჟანგებული ავტობუსი – ეს არის მცირე ნაწილი იმ რელიქვიებისა, რომელთან ერთადაც იქმნებოდა მესხეთის დრამატული თეატრის ისტორია.

მესხეთის თეატრის რელიქვიები - ნივთები, რომლებიც ისტორიის ნაწილია

„1967 წლის 23 სექტემბერს მესხეთის დრამატულ თეატრში პირველად აიხადა ფარდა. დასმა პირველი სპექტაკლი – „თევდორე“ წარმოადგინა.მთავარი რეჟისორი იყო ნანა დემეტრაშვილი. ეს სპექტაკლი დავდგით იმიტომ, რომ ეს იყო გმირული სულისკვეთების, თავგანწირვის, პატრიოტიზმის მაგალითი“, – გვიყვება მესხეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი.

პირველი სპექტაკლის აფიშა და მსახიობების სამოსი თეატრში დღემდე ინახება.

„ჩვენი ისტორია, ფაქტობრივად, აქედან დაიწყო. ამიტომ ყველაზე ძვირფასი ნივთია ეს აფიშა. ხოლო სამოსი პირველი პრემიერის დღეს გვახსენებს. ხავერდის გრძელი კაბები – ძალიან გვიყვარს! მართალია, დღესაც ვიყენებთ ხოლმე, თუმცა – ძალიან ფრთხილად,“ - ამბობს ლია სულუაშვილი.

ავტობუსი - თეატრის რელიქვია დაახლოებით 42 წლისაა.

„ამიტომ ვერ გავიმეტეთ ჯართში ჩასაბარებლად. ამ ავტობუსით წლების განმავლობაში დავდიოდით რეგიონებში, ქალაქებში, სოფლებში. არაკომფორტული იყო გზებიც და ავტობუსიც კარგა გვარიანად ჯაყ–ჯაყებდა. მსახიობები დაძაბულები ვისხედით. როცა ჩამოვლაგდებოდით, ღრმად ამოვისუნთქებდით ხოლმე“, – იხსენებს ლია სულუაშვილი.

უამრავი ისტორია და კურიოზი უკავშირდება ამ ავტობუსს. მაგრამ ერთ–ერთს ლია სულუაშვილი განსაკუთრებული ხალისით იხსენებს: „საბჭოთა წყობის დროს, ესპანეთში და საფრანგეთში ვიყავით გემით. მგზავრობის დროს ძალიან ბევრი მგზავრი გახდა ცუდად. მე და ვაჟა ნიკოლაიშვილი კი თავს მშვენივრად ვგრძნობდით. გემის რწევით ქანცგაცლილმა ერთ–ერთმა მგზავრმა შეგვაქო, თქვენ რა მაგრები ყოფილხართო. ჩვენ კი გულიანად გაგვეცინა და ვუთხარით, ჩვენ ისეთი ავტობუსით ვმგზავრობთ და ისეთ გზებზე, რომ კარგად ვართ მომზადებული და გამოწრთობილებიო".

თეატრის ამ რელიქვიით ახალციხეში ჩამოსული სტუმრები და ტურისტებიც არ რჩებიან გულგრილნი. ხშირად უღებენ ფოტოებსაც.

რაც შეეხება ავტობუსის „მომავალს“, თეატრში ფიქრობენ, რომ ის მათი ისტორიის რელიქვიად დარჩება.

„გვინდა პირვანდელი სახე დავუბრუნოთ, შევღებოთ. ვფიქრობთ, შიგ პატარა კაფე მოვაწყოთ“, – ამბობს ლია სულუაშვილი.

მესხეთის თეატრის რელიქვიები - ნივთები, რომლებიც ისტორიის ნაწილია
პირველი აფიშა

მესხეთის თეატრის რელიქვიები - ნივთები, რომლებიც ისტორიის ნაწილია
პირველი სამოსი

[ნათია გულიაშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ლია სულუაშვილი ქალის როლის საუკეთესო  შესრულებისთვის მესამედ დააჯილდოვეს
მესხეთის თეატრში საშემოდგომო სეზონისთვის ემზადებიან
მესხეთის თეატრი პირველი პრემიერისთვის ემზადება
თეატრის საერთაშორისო დღე მესხეთის თეატრმა სპექტაკლით აღნიშნა
მესხეთის თეატრში სეზონი საბავშვო სპექტაკლით გაიხსენება
მესხეთის თეატრი ახალ სეზონისთვის მზადებას ვერ იწყებს
მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართება