FM97.5 / LIVE

ბორჯომში ექიმი დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 30.07.2019
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებისა და გასაღების ბრალდებით ექიმი დააკავა.

ბორჯომში ექიმი დააკავეს
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ექიმი რ.ჯ. დააკავა. იგი სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა ქ.ბორჯომში და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ამზადებდა და ასაღებდა ყალბ რეცეპტებს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებას გასაღების მიზნით და გასაღებას გულისხმობს.

დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ექვსიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში დაკავებული ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში არ მუშაობს
ბორჯომში დაკავებული ექიმი ბრალს არ აღიარებს
‘საექიმო საქმიანობას სამუდამოდ ვწყვეტ’ – ყალბი რეცეპტების საქმე
ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ფინანსთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა
ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტი გამოვლინდა
ყალბი 100 დოლარიანების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს