FM97.5 / LIVE

ტყემლანაში ექვსი მცირეწლოვანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.07.2019
გაგლოევების ოჯახში საყოფაცხოვრებო ავეჯი და ტექნიკა არაა. ფანჯრებში კი, შუშის ნაცვლად, პოლიეთილენის პარკია აკრული. ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ შვილები მათთან კარგად ცხოვრობენ. ვითარებას სოციალური მუშაკი სწავლობს.

ტყემლანაში ექვსი მცირეწლოვანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს [ფოტო/ვიდეო]

დათო გაგლოევი მეუღლესთან, ექვს მცირეწლოვან შვილთან და ბებიასთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანაში ცხოვრობს. ფანჯრებს ემჩნევა, რომ, მინის ნაცვლად, პოლიეთილენით იყო აკრული, ახლა კი აღარც პარკია. დაზიანებულია ჭერიც. არ აქვთ საყოფაცხოვრებო ავეჯი და ტექნიკა. ოთახებში დგას საწოლები, ტანსაცმლის კარადა და ერთი შეშის ღუმელი.

„საჭმელი გვაქვს, მაგრამ სახლის შეკეთებას ვერ ვახერხებთ. მე თითქმის ყოველდღე ყანაში ვარ და მიწაზე ვმუშაობ. ეს სახლი 60 წელზე მეტისაა და ხელის შევლება უნდა”, - გვითხრა ბავშვების მამამ.

მისი თქმით, საკუთარ 60 მეასედ მიწას ამუშავებს. სახელმწიფოსგან კი დახმარებას – თვეში 650 ლარს იღებს: „ახალ წლებზე ტომარა ფქვილი მოაქვთ ხოლმე“.

ოჯახის შესახებ სოფელ ტყემლანაში გაგლოევების მეზობლებსაც ვკითხეთ.

„არ სცემს, მშიერი არ ჰყავს, უბრალოდ ბინა არ აქვთ ნორმალური. ისეთი ჯანმრთელები და კარგად გაზრდილები არიან, რომ ერთხელ არ წასულან ექიმთან“, - ამბობს გაგლოევების კარის მეზობელი.

„ბავშვები ხან შუშას ჩაამტვრევენ და ხან რას, ადრე ზოგს 10 შვილი ჰყავდა და გაჭირვებაში ზრდიდა, მაგრამ არაჩვეულებრივი ბავშვები გაეზარდათ. უჭირთ თუ არა, მაგ ოჯახზე კარგის მეტი რა მეთქმის“, - გვითხრა რუსიკო ქურდაძემ.

ოჯახში არსებული მდგომარეობა სოციალურმა მუშაკმა, მარიამ ჯაფოშვილმა, რამდენიმე დღის წინ საქველმოქმედო ორგანიზაცია „ერთად შევძლებთ“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ შეისწავლა.

თუმცა მას კომენტარის გაკეთება არ სურს: „ბავშვებს ეხება და თემის სენსიტიურობს გამო ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით“. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სოცმუშაკმა სახლის მოწესრიგებისთვის ოჯახს ათი დღე მისცა. პირობების დაუკმაყოფილების შემთხვევაში კი, ბავშვებს მინდობით აღზრდაში გადაიყვანენ.

მრავალშვილიან ოჯახში სოციალური მუშაკის ვიზიტის შემდეგ, გაგლოევები სახლს არემონტებენ. დათო გაგლოევის თქმით, მასალით მისი დის ქმარი ეხმარება.

სოფელ ტყემლანაში მცხოვრებ გაგლოევების ოჯახს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყოველკვარტალურად სასურსათო პაკეტით (ფქვილი, ზეთი, შაქარი, ბრინჯი,წიწიბურა) ეხმარება. გარდა ამისა, მერიამ ოჯახს სამშენებლო მასალა გადასცა. გასულ წელს გაგლოევების მცირეწლოვან შვილებს მერიის წამომადგენლებმა სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი უყიდეს.

„ოჯახი არის სოციალურად დაუცველი და სახელმწიფოსგან იღებს შესაბამის დახმარებას. გარდა ამისა, მათ შეეძინათ მეექვსე შვილი. ვინაიდან სოფელი ტყემლანა არის მაღალმთიანი დასახლება, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ახალშობილის კუთვნილი დახმარებით, ყოველთვიურად ორასი ლარის ოდენობით, ორი წლის განმავლობაში. მერია კი, მომართვის შემთხვევაში, ახალშობილს ერთჯერად დახმარებას გაუწევს, 300 ლარის ოდენობით“, – განმარტავენ მერიაში.



ტყემლანაში ექვსი მცირეწლოვანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს [ფოტო/ვიდეო]

ტყემლანაში ექვსი მცირეწლოვანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს [ფოტო/ვიდეო]

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’
უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
ბოგაში მცხოვრები გორგაძეები ახალციხის მერიას დახმარებას სთხოვენ
სოფელ ტყემლანაში მგელმა ცხვრები დაგლიჯა
უტყისუბანში მრავალშვილიან ოჯახს ადიგენის გამგეობა თუნუქითა და ცემენტით დაეხმარება
მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]