FM97.5 / LIVE

ჭერულას ტაძართან ფანჩატურის ჩადგმის ფაქტს ახალქალაქის მერია შეისწავლის

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.07.2019
ახალქალაქში, ჭერულას XIII-XIV საუკუნის ტაძრის გალავანში, საქეიფო ფანჩატურის ჩადგმის ფაქტს, ადგილობრივი თვითმმართველობა შეისწავლის. მერიაში გვითხრეს, რომ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მონასტერს დღეს, 30 ივლისს დაათვალიერებენ.

ჭერულას ტაძართან ფანჩატურის ჩადგმის ფაქტს ახალქალაქის მერია შეისწავლის

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ ახალქალაქის მერიას ელექტრონული წერილით მიმართა, რათა ფაქტი გამოიკვლიონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

„ჩვენ წერილით მივმართეთ ახალქალაქის მერიას, რომ უზრუნველყონ ფაქტის მოკვლევა. ვინ განახორციელა სამუშაოები და რატომ მოხდა ეს უნებართვოდ. ასევე, წერილში იყო განსაზღვრული მოთხოვნა, რომ უზრუნველყონ კონსტრუქციის დემონტაჟი“, – გვითხრეს სააგენტოში.

ახალქალაქის მერიაში წერილი სააგენტომ 25 ივლისს გაგზავნა. თვითმმართველობაში კი გვითხრეს, რომ ელექტრონული წრილი დღეს ნახეს.

ახალქალაქის მერის იური უნანიანის თქმით, მან თანამშრომლებს დაავალა წავიდნენ, ჭერულას მონასტერი დაათვალიერონ და ვითარებაში გაერკვნენ.

„უკვე მივეცი შესაბამის სამსახურებს დავალება და ვნახოთ, რა შენობაა. ხვალ ჩემი თანამშრომლები ფოტოსურათებს გადაუღებენ, გამოვიკითხავთ, რა ხდება. თუ ეს უკანონოა, შესაბამისად, მივიღებთ კანონით გათალისწინებულ ზომებს. ეს შეიძლება იყოს დანგრევა ან დაჯარიმება“, – გვითხრა უნანიანმა.

ჭერულას ტაძრის გალავანში საქეიფო ფანჩატურის მშენებლობა პირველად პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა გააპროტესტა. მისი თქმით, სამწვადე მაყალი ზედ ტაძრის გალავნის ნანგრევებზეა მოწყობილი: „გასულ ზაფხულს ჩადგეს ეს საქეიფო რაღაცა. შემოდგომით რკინები გადავყარე და ახლა უფრო დიდი რკინები მოუტანიათ და დაულაგებიათ. ვერ ხვდებიან, რომ შიგნით ქეიფი არ შეიძლება. აქ ისტორიული მნიშვნელობის ქვებია, საფლავებია და როგორ შეიძლება მათი შეურაცხყოფა?! კომუნისტების დროს მანდ ფერმები იყო, მაგრამ მაშინაც არ იკადრეს ასეთი რამ“, - აცხადებს კუკური მეტრეველი „სამხრეთის კარიბჭესთან“.

ჭერულას XIII-XIV საუკუნის ტაძარი ახალქალაქიდან, ბაკურიანის მიმართულებით, ცხრაწყაროს უღელტეხილისკენ მდებარეობს. მეტრეველის თქმით, ძეგლს არანაირი მიმანიშნებელი არ აქვს, რომ მას სახელმწიფო იცავს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘მე ტაძარი მტკივა’ - ჭერულას ტაძრის გალავანთან საქეიფო ფანჩატური ჩადგეს
ახალქალაქის მერია: ‘ჭერულას ტაძრის გალავანში მდგარი ფანჩატური დავშალეთ’
ჭერულას ტაძრის გალავანში ჩადგმულ ფანჩატურს დაშლიან
ჭერულას ტაძარს ძეგლის სტატუსი მიენიჭება
ახალქალაქის ციხის რესტავრაციამდე კონცეფცია მომზადდება
კორხის ეკლესიის მშენებლობა უნებართვოდ გრძელდება
გაფრთხილება გამგეობებს და დავალება მშენებელს – მოაწყოს  წყორძის ტაძრის ეზო