FM97.5 / LIVE

აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 4 თვეში დასრულდება [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.07.2019
კურორტ აბასთუმანში, 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 17 სახლზე მიმდინარეობს, თუმცა აქედან არცერთია დასრულებული.

აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 4 თვეში დასრულდება [ფოტო]

სამუშაოთა მწარმოებლის გელა ყოლბაიას თქმით, ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 17 სახლზე მიმდინარეობს: „სახლების ნაწილი თითქმის დასრულებულია, უბრალოდ ფასადები შეიღებება და ამით დასრულდება. ერთი სახლია დარჩენილი სადაც საერთოდ არ დაგვიწყია სამუშაოები. ერთი ოჯახი ცხოვრობს და ველოდებით მის დროებით გასახლებას“.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენი ოჯახია ქირით გაყვანილი ჩვენთვის უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

კურორტ აბასთუმანში, 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია, გასული წლის აპრილში დაიწყო. სამუშაოებს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი 3 715 305 ახორციელებს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პროექტით მიმდინარეობს ჯერ, ძველი დაზიანებული სახურავების, ხის სახურავების და კონსტრუქციების, კარებებისა და ფანჯრების, დაზიანებული იატაკების, აივნების ჭერის და კიბეების დემონტაჟი. შემდეგ, სახლები იხურება თუნუქის ახალი სახურავებით, ხოლო მოჩუქურთმებული ხის აივნების დაზიანებულ ნაწილებს მსგავსი დეტალებით ანაცვლებენ. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ამ სახლებს შორის მდებარე ბულვარებსაც, ტროტუარები ბაზალტის ფილებით მოპირკეთდება, ასევე, მოეწყობა ღამის განათება.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რეაბილიტირებული საკუთრების მოვლა–პატრონობის თაობაზე მესაკუთრეებთან ხელშეკრულებებს გააფორმებს.

აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 4 თვეში დასრულდება [ფოტო]

აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 4 თვეში დასრულდება [ფოტო]

აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 4 თვეში დასრულდება [ფოტო]

აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 4 თვეში დასრულდება [ფოტო]

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში მათ, ვისი სახლების რეაბილიტაციაც  იგეგმება, დროებით შენობების დატოვება მოუწევთ
აბასთუმნის საბაგირო მუშაობას ნოემბრიდან დაიწყებს [ფოტო]
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაციის გამო 20 ოჯახია გასახლებული
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო
რა ეტაპზეა აბასთუმანში სამშენებლო სამუშაოები [ფოტო/ვიდეო]
აბასთუმანი ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]
აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სახლებს დროებით 20 ოჯახი დატოვებს