FM97.5 / LIVE

პლატოს აღმართის რვასართულიანის ამბები

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.07.2019
კორპუსი რვასართულიანია, აქ, აფხაზეთიდან დევნილი, დაახლოებით 25 ოჯახი ცხოვრობს. აქაურები ამბობენ, რომ ყოველდღე ტკივილიან წარსულთან და ყოფით პრობლემებთან გამკლავება უწევთ.

პლატოს აღმართის რვასართულიანის ამბები

ბორჯომში, პლატოს აღმართზე, რვასართულიანი კორპუსის მცხოვრებლების უმთავრესი პრობლემა ლიფტი იყო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 27 წლის განმავლობაში, რაც ისინი კორპუსში ცხოვრობენ, ლიფტი, დაახლოებით, 8–9 თვეა, რაც დაამონტაჟეს.

„ლიფტი გაკეთდა, მაგრამ რად გინდა, ყოველ მეორე დღეს ფუჭდება. გაიგებ კივილს და უკვე ვიცით, რომ ლიფტში გაიჭედა ვინმე“, – ამბობენ აქ.

89 წლის გოგუცა ვეკუა გულრიფშიდან, სოფელ ბაღმარანიდანაა. ახლა რვასართულიან კორპუსში, 22 კვადრატულ მეტრ ოთახში მარტო ცხოვრობს.

„ვინმე რომ იკითხავს, აქ დევნილები ცხოვრობენო, მაკანკალებს ამ სიტყვაზე. ამაზე საშინელი სიტყვა ჩემთვის არ არსებობს“, – მეუბნება გოგუცა ვეკუა.

მისი შემოსავალი ყოველთვიური პენსიაა. ამბობს, რომ შვიდი წელია, სოციალური დახმარება მოუხსნეს და თავი თვიდან თვემდე ძლივს გააქვს.

„დღეში ერთხელ ვჭამ საჭმელს“, – ამბობს და ამატებს, – „ზამთარში განსაკუთრებით მიჭირს, რადგან შეშა არ მაქვს, გარეთ პატარა ნაფოტიც არ დამიტოვებია არასდროს. წელს შეშა მომიტანეს, რამდენიმე ხე და ექვს ოჯახს უნდა გვყოფნოდა“.

პლატოს აღმართის რვასართულიანის ამბები
გოგუცა ვეკუა

ზოია ხურცილავაც გულრიფშიდანაა დევნილი.

„სოციალურად დაუცველი ვარ. ახლა აქ მე და ჩემი ქმარი ვცხოვრობთ. ვცხოვრობთ გაჭირვებით, წამლის ფულიც არ მაქვს ხოლმე. მათხოვარი გავხდი. ახალქალაქში მიწა არ დარჩენილა, რასაც ჩემი ხელი არ მიწვდა და კარტოფილი არ უბოჭია. მე არ მცხვენია, შერცხვეს იმას, ვინც მე დამცინებს“, – ამბობს ზოია ხურცილავა.

პრობლემები არსებობს, მაგრამ მისი მთავარი სათხოვარი მაინც სხვაა: „სადარბაზოში შუქი არ არის, წყვდიადში მიდიხარ, გეგონება. სუბელიანმა გააკეთა, მაგრამ ბოლომდე არაა მთლად ყველაფერი გაკეთებული. არავის არაფერი არ მინდა. მინდა დამაბრუნონ სახლში!“
რვასართულიანი კორპუსის წინ ეზოა, სადაც ბავშვები თამაშობენ. ეზოს გვერდით საავტომობილო გზაა. საკურორტო სეზონის დროს, გზაზე მანქანების ხშირი მოძრაობაა.

„მე კინაღამ გამიტანა მანქანამ, ბურთი გადამიგორდა და გავყევი“, – გვიყვება რვა წლის ნინო კვაშილავა.

რვასართულიან კორპუსში მცხოვრები ვლადიმერ ხარაიშვილი ამბობს, რომ საავტომობილო გზიდან გასამიჯნად, მინდორს ღობე უნდა გაუკეთდეს.

„მეთვალყურის გარეშე ბავშების გამოშვება გარეთ საშიშია, მოსახვევიც მკვეთრია და შეიძლება მანქანა ისე ამოვარდეს, ბავშვმა ვერც დაინახოს. გვინდა ღობე გაკეთდეს და სიჩქარის შემაკავებელი რამე დააყენონ გზაზე“, - განაცხადა მან.

ვლადიმერ ხარაიშვილის თქმით, „ბავშვებს არ აქვთ სპორტული მოედანი. საბავშვო ატრაქციონები კი დადგეს, თუმცა უხარისხოდ გააკეთეს. ძირს არ დააგეს არაფერი და ბავშვი როცა ჩამოსრიალდება, პირდაპირ ტალახში ვარდება“.

ბორჯომში ახლა ცხელი საკურორტო სეზონია, თუმცა რვასართულიანის კორპუსის მცხოვრებლებმა მითხრეს რომ ისინი საკურორტო სეზონის დაწყებას მხოლოდ ავტომობილების სიმრავლით თუ აღიქვამენ.

პლატოს აღმართის რვასართულიანის ამბები

[გულო კოხოძე, ბორჯომი]












-


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

05.12.2019 ბორჯომის ორ სოფელში მზის პანელები დაამონტაჟეს

05.12.2019 ახალციხეს 16 მეტრიანი ნაძვის ხე ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალციხეში რვასართულიან კორპუსში ბუნკერების დეზინფექციას ითხოვენ
30 წლის შემდეგ, ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტები დამონტაჟდება
ლიფტები, რომელიც მერიის ბიუჯეტში ჯერ  ვერ მოხვდა
ახალციხეში ახლადდამონტაჟებულ ლიფტში მობინადრეები გაიჭედნენ
საკურორტო სეზონის ამბები ბორჯომიდან [ფოტო]
სახურავგადახდილ კორპუსში დახმარებას ითხოვენ
ახალციხის ერთადერთ მრავალსართულიან ბინაში ლიფტის შეკეთებას ითხოვენ