FM97.5 / LIVE

ბაღების გაერთიანების დირექტორისა და დეპუტატის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 29.07.2019
ნინოწმინდაში, ბაღების გაერთინების დირექტორის საქმეში, სადაც ნარინე გინოსიანი დეპუტატ ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთო.

ბაღების გაერთიანების დირექტორისა და დეპუტატის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს

როგორც სახალხო დამცველის აპარატში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, დეპუტატისა და ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის საქმეზე კვლევა უკვე დაიწყო.

სახალხო დამცველის აპარატს თავად ბაღების გაერთიანების დირექტორმა მიმართა. ნარინე გინოსიანი ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა იგი უკვე გამოკითხა: „უკვე ვესაუბრე წარმომადგენლებს და საქმის შეწავლა დაწყებულია“.

ნარინე გინოსინმა, დეპუტატის მხრიდან სექსუალური შევიწროების საქმის შესასწავლად, საქართველოს პროკურატურასაც მიმართა, თუმცა, როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ უწყებაში განუცხადეს, დეპუტატისა და ბაღების დირექტორის საქმე ფინანსთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადასცეს, იქიდან გამომდინარე, რომ ბაღების დირექტორის მხრიდან შესაძლო თანხების გაფლანგვასა და მითვისებას ისინი იძიებენ.

ფინანსთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიგვითითეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უნდა მიგვემართა, შს სამინისტრომ კი ისევ საქართველოს პროკურატურაში გადაგვამისამართა. აქედან გამომდინარე, დაინტერესდა თუ არა რომელიმე საგამოძიებო უწყება ბაღების დირექტორისა და დეპუტატის საქმით, უცნობია.

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი და მისი ბუღალტერი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თანხების მითვისებასა და გაფლანგვისათვის, 19 ივლისს პასუხისგებაში მისცა, სასამართლომ კი ორივე მათგანი გირაოთი გაათავისუფლა.

ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნარინე გინოსიანმა, პირველად „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ ძიებას, ნინოწმინდა–ახალქალაქის დეპუტატ ენზელ მკოიანს უკავშირებდა, რადგან მკოიანი მასთან ინტიმური კავშირის დამყარებას ცდილობდა, რაზეც უარი მიიღო და დაემუქრა.

„სამხრეთის კარიბჭეში“ მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, მკოიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა და გინოსიანის ბრალდებები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაგეგმილ ბინძურ კამპანიად შეაფასა. ამასთან, მკოიანმა განცხადებაში გამოძიების დეტალებზეც ისაუბრა, რაზეც იურისტებისა და ბაღების დირექტორის, ნარინე გინოსიანის თქმით, მკოიანს გასაჯაროების უფლება არ ჰქონდა და ასეთ დეტალებში ჩახედული არ უნდა იყოს.

ამასთან დაკავშირებით, ნარინე გინოსიანი ამბობს, რომ ენზელ მკოიანს უჩივლებს, მისი უფლებების დარღვევეისთვის.

ნარინე გინოსიანის საქმით დაინტერსებულია ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარი“, რომელიც ბაღების გაერთიანების დირექტორის უფლებებს დაიცავს.

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს
დეპუტატის და დირექტორის დაპირისპირებაში ორგანიზაცია ‘საფარი’ ერთვება
'მკოიანს სექსუალური კონტაქტის დამყარება უნდოდა, უარის გამო სამაგიერო გადამიხადა' - ბაღების დირექტორი პასუხისგებაში მისცეს
'ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებები გაჟღერდა' – ენზელ მკოიანი განცხადებას ავრცელებს
ახალქალაქში ბაღების გაერთიანების უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ახალციხის ბაღების გაერთიანებას ახალი უფროსი ჰყავს