FM97.5 / LIVE

ახალციხეში მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 21.09.2013
21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, ახალციხელმა ახალგაზრდებმა ბრიტანელი დოკუმენტალისტის ჯერემი გილის ფილმი იხილეს და კონფლიქტების თემაზე დისკუსია გამართეს.

ახალციხეში მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ფილმის ჩვენება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა. ფილმი „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის“ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში აჩვენეს.

დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ბრიტანელი დოკუმენტალისტი ჯერემი გილია. სწორედ ჯერემი გილის დამსახურებაა მშვიდობის საერთაშორისო დღის საბოლოო აღიარება, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ჯერ კიდევ 1981 წელს დაარსდა.

ჯერემი გილის პროექტი “ერთ დღესაც იქნება მშვიდობა”, წარმოადგენს ფილმს, რომელიც მრავალ ქვეყანაშია გადაღებული. მასში ასახულია რეჟისორის მოგზაურობა და მისი შეხვედრები ადამიანებთან, რომელთაც უნდათ მშვიდობა და რომელთაც თავის თავზე გამოსცადეს ომის საშინელება.

ფილმის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა ომისა და მშვიდობის თემაზე იმსჯელეს.

ყოველ წელს გაეროს გენერალური მდივანი 21 სექტემბერთან დაკავშირებით 100 დღით ადრე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. წლევანდელი მიმართვის მესიჯია „განათლება მშვიდობისთვის“.

„ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს მშვიდობის კულტურა, და ის, რომ კონფლიქტების გადასაწყვეტად არსებობს სხვადასხვა გზები, ასევე ჰუმანური განათლება, რომელიც მშვიდობის გარანტია“, - ამბობს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის მენეჯერი შორენა ლორთქიფანიძე.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში მიმდინარეობს. თითქმის 6 წელია მშვიდობის საერთაშორისო დღეს საქართველოში აქტიურად აღინიშნება.

ახალციხეში მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა
„ახლა საით წავიდეთ“– მოხეში ფილმის  ჩვენება გაიმართა
ახალციხეში ახალი პროგრამისთვის მონაწილეებს არჩევენ
‘ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში’– დისკუსია ახალციხეში
ფილმის ჩვენება და დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე
ახალციხეში ვარდებისა და მშვიდობის ფესტივალისთვის ემზადებიან
ახალციხეში დედამიწის დღე აღნიშნეს