FM97.5 / LIVE

”არ შეიძლება ყველა სკოლას ერთი და იგივე პროგრამა მოარგო”

მთავარისაზოგადოება » განათლება 09.06.2012
უსაფრთხო სკოლა და მანდატურის ინსტიტუტი; ვინ უნდა გადაჭრას კონფლიქტი სკოლებში; უფლებების დუბლირება და არასაკმარისი კვალიფიკაცია. რა საფრთხეს ქმნიან მანდატურები

”არ შეიძლება ყველა სკოლას ერთი და იგივე პროგრამა მოარგო”

უსაფრთხო სკოლის კონცეფცია სამი ნაწილისგან შედგება, პირველი სკოლის სამი საფეხურის მიხედვით დაყოფას და თითოეული საფეხურისათვის ცალკე შენობის გამოყოფას გულისხმობს. მეორე – ფულის მიმოქცევის აკრძალვაა, მესამე კი მანდატურის ინსტიტუტი. ამ დრომდე ამოქმედებული მხოლოდ მესამე საფეხურია.

“სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის”, განათლების პროგრამის მენეჯერისა და ექსპერტის თამარ მოსიაშვილის განცხადებით, ისეთი სკოლა, სამი შენობა რომ ერთდროულად ფუნქციონირებდეს, საქართველოში არ არსებობს: “რაც შეეხება ფულის მიმოქცევის აკრძალვას, თბილისში სცადეს სკოლის ბუფეტებში მოსწავლეებს ბარათებით ესარგებლათ, მაგრამ აპარატები სწრაფად ვერ მუშაობდა და მოსწავლეებს რიგში დგომა ხანგრძლივად უხდებოდათ”.

მანდატურის საპილოტე პროექტი 2010 წლის მარტში დაიწყო. მაშინ განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ის წარმატებულად შეაფასა და იმავე წლის ივლისში, ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება თითქმის 100-პროცენტიანი მხარდაჭერით შევიდა. სკოლებში უსაფრთხოების კონტროლი მანდატურებს დაევალათ. თუმცა, იგივე პასუხისმგებლობა, სკოლის შინაგანაწესის მიხედვით ადმინისტრაციის მოვალეობაცაა. მოსწავლის, მასწავლებლის, ზოგადად სკოლაში ქცევის წესებსა და მათ დისციპლინურ გადაცდომებს, დისციპლინური კომიტეტი განიხილავს.

- “უფლებების დუბლირება მოხდა. სკოლაში შევიდა მანდატური, რომელიც სკოლის თანამშრომელი არ არის, ის ანგარიშვალდებული სკოლასთან კი არა საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახურთანაა. თუ კერძო სკოლა არაა, მას ხელფასსაც აღნიშნული სამსახური უხდის და არა საჯარო სკოლა, - ამბობს მოსიაშვილი და ამატებს, რომ მანდატურის სკოლებში შესვლის შემდეგ სკოლის დირექტორების ფუნქციები დაკნინდა – დირექტორს შინაგანაწესი ავალდებულებს აკონტროლოს სიტუაცია, მაგრამ ამ დროს, უგზავნიან ადამიანს, რომელსაც იგივე ფუნქციები აქვს და რომლის შერჩევაშიც მას როგორც სკოლის მმართველს მონაწილეობა არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ 35 მანდატური დღეისათვის სკოლის დირექტორია”.

მანდატურის უფლებების დუბლირება, მოსიაშვილის განმარტებით, არა მხოლოდ დირექტორების, არამედ მასწავლებლების შემთხვევაშიც ხდება. 2008 წელს დამტკიცებული პროფესიული სტანდარტი პედაგოგებს ავალდებულებს ჰქონდეთ შესაბამისი უნარ-ჩვევები და ცოდნა კლასის მართვის შესახებ. ამდენად, მასწავლებელი ვალდებულია კლასი მართოს.
თუმცა, როცა კლასში რაიმე პრობლემაა, ამის გადაჭრის უფლებამოსილება აქვს მანდატურსაც. მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ პედაგოგს კლასში კონფლიქტის მოგვარება უმტკივნეულოდ და რბილად შეუძლია, რადგან ამისთვის მას მიღებული აქვს შესაბამისი განათლება.

- “მაგრამ ვინ არის მანდატური? – კითხულობს იგი - 20 წელს მიღწეული ადამიანი, რომელსაც არ მოეთხოვება უმაღლესი განათლება, რომელიც როგროც უკვე ვთქვით, სკოლის თანამშრომელი არ არის და რომელსაც, პრაქტიკულად, სამკვირიან ტრენინგებს უტარებენ პოლიციის აკადემიაში”.

თუმცა, მოსიაშვილის თქმით, მას სთხოვენ ისეთი მაღალი დონის ცოდნასა და უნარჩვევებს, როგორიცაა ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა, კონფლიქტების დარეგულირება და მედიაცია, მოსწავლეებთან საგანმანათლებლო საქმიანობების ჩატარება, მშობლებთან ურთიერთობა: “პრაქტიკულად ამ ადამიანს, რომელსაც ძალიან დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს, კანონის თანახმად სთხოვენ პედაგოგიურ ცოდნასა და უნარებს, ასევე ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის როლის შესრულებას. მანდატურის მთავარი ფუნქციაა სკოლასა და ოჯახს შორის იყოს მედიატორი”.

განათლების ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ კვალიფიკაციის ადამიანს ვერ ექნება ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომ შეითავსოს წარმატებული პედაგოგის, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ფუნქცია: “რა მიდგომასა და ხერხს გამოიყენებს მანდატური სკოლაში კონფლიქტების მოსაგვარებლად, არავინ იცის”.

მოსიაშვილის შეხედულებას იზიარებს მშობელი მაკა კაჭკაჭიშვილი: “თუ ჩემ შვილს რთული ქცევა ექნება, ჩემთვის არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენს მანდატურის რჩევა, არ ვენდობი მას. მირჩევნია რეკომენდაციაც და შენიშვნაც მივიღო მასწავლებლისგან. შვილის გასაზრდელად დახმარებისათვის აბსოლიტურად სხვა კომპეტენციის ადამიანი მჭირდება. მინდა, რომ ურთიერთობების დალაგებაში პედაგოგი დამეხმაროს და არა მანდატური”.

მეექვსე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო კოპაძე ამბობს, რომ მანდატურის ინსტიტუტს პლიუსიც ბევრი აქვს და მინუსიც: “მაგალითად კარგია ის, რომ პირველ გაკვეთილზე, ის ბავშვები რომლებიც ახლოს ცხოვრობენ, აღარ იგვიანებენ, შედარებით ადრე, ზარის დარეკვამდე შედიან კლასებში პედაგოგებიც”.

“სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” საზოგადოებას, ქართველი ექსპერტების მიერ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადებულ უსაფრთხო სკოლის ალტერნატიულ დოკუმენტს სთავაზობს.

- “არ შეიძლება ტოლობის ნიშანი იყოს უსაფრთხო სკოლასა და მანდატურების ინსტიტუტს შორის. ჩვენი მიზანია სკოლებმა შეძლონ საკუთარი საჭიროებების დაგეგმვა. არ შეიძლება ყველა სკოლას ერთი და იგივე პროგრამა მოარგო”, - აცხადებს მოსიაშვილი.

მისი თქმით, დაუშვებელია რთული ბავშვებისთვის ცალკე პროგრამების მომზადება, რადგან ეს ხელს უწყობს ბავშვების მარგინალიზაციას: “სასურველია მომზადდეს, ისეთი პროგრამები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ კონფლიქტის მონაწილე მხარეები და შემსწრეებიც. ჩვენი რეკომენდაციები მიმართულია სკოლაში თავისუფალი გარემოს შექმნისკენ, მისი კარი უნდა იყოს ღია და სკოლა უნდა იყოს გახსნილი ინსტიტუცია”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

რა შეცვალა მანდატურის სამსახურმა [Video]

განათლების რეფორმის ფარგლებში,'უსაფრთხო სკოლის' პროექტი დაინერგება
სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვებიან
სკოლებში მანდატურის სამსახური გაძლიერდება
ვინ უნდა დაიცვას პედაგოგი, როცა კლასში პრობლემები იქმნება
ასპინძისა და ვალის სკოლებში მანდატურები დაინიშნენ