FM97.5 / LIVE

28 ივლისს კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღე აღინიშნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.07.2019
მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივლისს წმიდა მოწამეთა კვირიკეს და მისი დედის ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. ახალციხეში, სოფელ ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.

28 ივლისს კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღე აღინიშნება

წმიდა მოწამენი, კვირიკე და ივლიტა, მცირე აზიის ქ. იკონიაში (ლიკაონის მხარე) ცხოვრობდნენ. წმიდა ივლიტა, წარმოშობით, კეთილშობილი ოჯახიდან იყო. იგი ადრე დაქვრივდა და თავის 3 წლის ბავშვს, კვირიკეს, მარტო ზრდიდა. ივლიტა ქრისტიანი იყო. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნა რომ დაიწყო, ივლიტა, ყრმა კვირიკესთან და 2 ერთგულ მონა ქალთან ერთად, ქალაქიდან წავიდა, დატოვა რა თავისი სახლი, ქონება.

მათხოვრის სახით, იგი, თავდაპირველად, სელევკიაში იმალებოდა, შემდეგ კი - ტორსში. დაახლოებით 305 წელს წმიდა ივლიტა იცნეს, შეიპყრეს და მმართველ ალექსანდრეს სამსჯავროზე წარადგინეს. უფლის მიერ მხნეობამიცემული ივლიტა უშიშრად პასუხობდა მსაჯულთა კითხვებს და თავის სარწმუნოებას მტკიცედ აღიარებდა. მმართველმა ბრძანა, წმინდანი კეტებით ეცემათ. წამების დროს წმიდა ივლიტა იმეორებდა: ”მე ქრისტიანი ვარ და არ შევწირავ მსხვერპლს ეშმაკებს.”

პატარა კვირიკე ტიროდა, დედის ტანჯვას რომ უყურებდა და მისკენ მიიწევდა. მმართველი ალექსანდრე ცდილობდა, მოფერებოდა პატარას, მაგრამ იგი გაურბოდა მას და ყვიროდა: ”გამიშვით დედასთან, მე ქრისტიანი ვარ”. მმართველმა ბავშვი ფიცარნაგის სიმაღლიდან ქვის საფეხურებზე ისროლა. ბიჭუნა საფეხურებზე ჩაგორდა და სული განუტევა. დედამ, იხილა რა თავისი დასისხლიანებული შვილი, მადლობა შესწირა უფალს, რომ მან ღირს-ყო პატარა, მოწამის გვირგვინით შეემკო თავი. მრავალი სასტიკი წამების შემდეგ, წმიდა ივლიტას ხმლით თავი მოჰკვეთეს.
კვირიკესა და ივლიტას წმიდა ნაწილები წმიდა მოციქულთასწორი მეფის, კონსტანტინეს (+337, ხს. 21 მაისს), დროს იქნა მოპოვებული. მათ სახელზე კონსტანტინეპოლში აიგო მონასტერი, იერუსალიმის მახლობლად კი - ტაძარი. ხალხის რწმენით, წმიდა კვირიკესა და ივლიტას ევედრებიან ოჯახური ბედნიერებისა და ავადმყოფი ბავშვების განკურნებისთვის.

[sknews.ge]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
ახალციხეში „ივლიტას ბიბლიოთეკისთვის“ წიგნებს აგროვებენ
დღეს ღირსი საბა განწმენდელის ხსენების დღეა