FM97.5 / LIVE

'ვიპოვოთ დაკარგული მილიონები' – 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.07.2019
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 1.5 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა სკრინინგი C ჰეპატიტზე, 54 000-მდე პაციენტმა წარმატებით დაასრულა მკურნალობა.

'ვიპოვოთ დაკარგული მილიონები' – 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა

"იმისათვის, რომ 2020 წლისთვის მივაღწიოთ C ჰეპატიტის ელიმინაციას, საჭიროა საზოგადოებისა და ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი მობილიზება, რადგან ჯერ კიდევ რჩება ათასობით ინფიცირებული პირი, რომელთაც ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ სკრინინგი და შესაბამისად, არ იციან თავიანთი სტატუსი", -განაცხადა მამუკა ბახტაძემ C-ჰეპატიტების დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე.

პრემიერმა მოქლაქეებს სკირინინგის ჩატარებისკენ მოუწოდა.

2019 წლის ჰეპატიტის მსოფლიო დღის მთავარი თემაა – ვიპოვოთ დაკარგული მილიონები!

27 ივლისს ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად C ჰეპატიტის ახალი კამპანია “შენ C“ დაიწყო. წელს საქართველოსათვის ჰეპატიტის დღის სლოგანი და მესიჯები არის:

„ვიპოვოთ ათასობით ინფიცირებული“

“შენ C“

#ჩაიტარე სკრინინგი
#გაიგე შენი სტატუსი
#ჩაერთე მკურნალობაში

B და C ვირუსული ჰეპატიტები გლობალური ჯანმრთელობის უდიდესი გამოწვევაა. დღესდღეობით, მსოფლიოში 325 მილიონი ადამიანია დაავადებული ვირუსულიჰეპატიტით, მათ შორის 290 მილიონმა, ანუ 10-იდან 9 ადამიანმა არ იცის რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტის ვირუსით. ვირუსული ჰეპატიტი ყოველწლიურად მსოფლიოში 1.4 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია.
საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყანაა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა მიერ, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით, 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქრონიკული C ჰეპატიტი აქვს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, ანუ 150 ათასამდე ადამიანს. ინფიცირებულ ადამიანთა დაახლოებით 70%-ს სიმპტომები არ უვლინდება, შესაბამისად, კვლევის მომენტში გამოკვლეულთა უმრავლესობამ არ იცოდა ინფიცირების შესახებ.

2015 წლის აპრილში, აშშ-ს მთავრობის, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC), კომპანია გილეადის, ჯანმოს, რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველომ წამოიწყო უპრეცედენტო პროგრამა და მიზნად დაისახა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცია. 2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია (2016-2020) და დაიწყო აქტიური საკომუნიკაციო კამპანია სლოგანით „STOP-C“. აღნიშნული სტრატეგია მოიცავს ძირითად აქტივობებს C ჰეპატიტის ელიმინაციის მისაღწევად საჭირო სხვადასხვა მიმართულებებით, როგორიცაა ცნობიერების ამაღლება, ეპიდზედამხედველობა, პრევენცია, სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ჰეპატიტის მსოფლიო დღის თარიღი - 28 ივლისი, შეირჩა ნობელის პრემიის ლაურეატისა და B ჰეპატიტის ვირუსის აღმომჩენის (აღმოაჩინა 1967 წელს) ბარუხ სამუელ ბლუმბერგის დაბადების დღის საპატივსაცემოდ. აღნიშნულ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ეფექტური ქმედებები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებასა და ინფექციის ახალი შემთხვევების პრევენციას. ასევე, პოლიტიკის შემქმნელებს მოუწოდებს ჰეპატიტის ელიმინაციაში ინვესტირებისაკენ, რათა გაიზარდოს ტეტსტირებასა და მკურნალობის სერვისებზე წვდომა.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეზე C ჰეპატიტსა და შიდსზე უფასო სკრინინგი ტარდება
28 ივლისს C ჰეპატიტის საერთაშორისო დღე აღინიშნება
საქართველოში C ჰეპატიტის ახალი კამპანია „STOP C“ იწყება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის კვლევები უფასო გახდა
ახალი პრეპარატი C ჰეპატიტის წინააღმდეგ
სამცხე–ჯავახეთში C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევები დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში C ჰეპატიტის და აივ ინფექციის 72 შემთხვევა დაფიქსირდა