FM97.5 / LIVE

‘მეტის მომატება არ შეგეძლოთ?’- დეპუტატები უფლებამოსილების ხარჯის გაზრდაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.07.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, რომლებსაც თანამდებობა არ უკავიათ, უფლებამოსილების ხარჯი 200–200 ლარით გაეზარდათ. ხარჯის მომატების საკითხმა ხმაური გამოიწვია, დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თანხა საკმარისი არ არის.

‘მეტის მომატება არ შეგეძლოთ?’- დეპუტატები უფლებამოსილების ხარჯის გაზრდაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 33 წევრია, მათგან 16 დეპუტატი თანამდებობის პირია, 17 კი, თანამდებობის გარეშე.

ის დეპუტატები, რომლებიც თანადებობის პირები არ არიან, ყოველთვიურად საკრებულოსგან უფლებამოსილების ხარჯს 500 ლარის ოდენობით იღებდნენ. დღეს, 26 ივლისის საკრებულოს სხდომაზე კი გადაწყდა, რომ უფლებამოსილების ხარჯს 200 ლარი დაემატება და 700 ლარი გახდება.

დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თანხა არასაკმარისია და კიდევ უნდა გაზრდილიყო: „მეტის საშუალება არ იყო, რომ მოგემატებინათ? თუ 300 ლარი იქნება უფრო უკეთესია“.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, თვითმმართველობას თანხის მეტად გაზრდა არ შეეძლო, რადგან ამის საშუალებას ბიუჯეტი არ იძლევა.

„საჯარო მოხელეს, რომელიც ყველაზე დაბალი რანგისაა მერიაში 700 ლარი აქვს ხელფასი და ამაზე მეტს ჩვენს ვერ დავნიშნავთ“, - განაცხადა გელა ნოზაძემ.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ის დეპუტატები, რომლებიც თანამდებობის პირები არიან (საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე) საქმიანობისათვის საწვავს მიიღებენ. დღევანდელ სხდომაზე საწვავის გაცემის წესი დამტკიცდა, თუმცა ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის. ეს საკითხი თანამდებობის გარეშე მყოფი დეპუტატებისთვის პროტესტის მიზეზი გახდა.

„საწვავი ხარჯი უნდა ჰქონდეს ჩვეულებრივ დეპუტატსაც“, - განაცხადა სხდომაზე დეპუტატმა ზაალ ბერიძემ -„მე თუ ხალხმა ამირჩია, მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, თანამდებობის პირი აღარ ვარ?“.

„დეპუტატი, რომელიც არ არის თანამდებობის პირი, ის იღებს უფლებამოსილების ხარჯს, ამაში შედის საწვავის თანხაც და ყველაფერი, რაც ამომრჩეველთან მისვლისთვის და შეხვედრისთვის გჭირდებათ. აქტიურ მუშაობას აწარმოებთ და 500 ლარი მცირე იყო, ამიტომ გაიზარდა თანხა“, - განმარტა სხდომაზე საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლადო კურტანიძემ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოს დეპუტატების ყოველთვიური ხარჯი 500 ლარამდე გაიზარდა
ასპინძის თვითმმართველობაში ხელფასების მატება მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხებიათ
ახალციხის საკრებულოს დეპუტატებს ხარჯის ასანაზღაურებლად 10 ლარი დაემატათ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13 დეპუტატი სახელფასო დანამატს არ აიღებს
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობის დატოვებას აპირებდა [Video]
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები 300–ლარიან დანამატს ვეღარ აიღებენ