FM97.5 / LIVE

ივლიტაში სპორტული მოედანი არჩილ ტატუნაშვილის სახელობის იქნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.07.2019
ახალციხეში, სოფელ ივლიტაში სპორტულ მოედანს, ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქმევა, სახელის მინიჭებამდე სტადიონი შემოიღობება.

ივლიტაში სპორტული მოედანი არჩილ ტატუნაშვილის სახელობის იქნება

ივლიტის სპორტული მოედნის შემოღობვის სამუშაოებისათვის ტენდერში, განაცხადების მიღების ვადები უკვე ამოიწურა და ახლა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობას.

სტადიონის შემოღობისთვის, ტენდერი 47 113 ლარზე იყო გამოცხადებული. ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო, აქედან ორს ტექნიკური ხარვეზების გამო დისკვალიფიკაცია მიეცა, ხოლო მესამე ინდმეწარმე „მალხაზ მაღრაძეს“ ხელშეკრულება გაუფორმდება, რომელიც სამუშაოებს 38 990 ლარად განახორციელებს.

ივლიტის სპორტულ მოედანზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, მას ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის სახელი მიენიჭება. ტატუნაშვილის დედა სოფელ ივლიტიდანაა.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს, 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. მაშინ, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით დაიღუპა, თუმცა მისი გადმოსვენების შემდეგ, შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდა, ერთ თვეში კი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 აზერბაიჯანმა მობილიზაცია გამოაცხადა, სომხეთთან საზღვარზე მსხვერპლია - რა საფრთხეს ქმნის ეს?

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ივლიტაში არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის საღამო მოეწყო
"მშვიდობა ომზე მეტია" - ახალციხეში არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართება
სოფელ ივლიტაში  გმირები გაიხსენეს ®
'მშვიდობა ომზე მეტია' – აქცია ახალციხეში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ  [Photos]
‘ტატუნაშვილის დედულეთში სირცხვილია ამ ქალის გვერდით დგომა’  – ენმ ზურაბიშვილზე
ოკუპირებულ წნელისში ტექნიკური შეხვედრა დასრულდა
საფეხბურთო მოედანი ხუთი კუთხით