FM97.5 / LIVE

როგორი პურით მარაგდება ახალციხე

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.07.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2018 წლიდან მოყოლებული, პურის საცხობებსა და თონეებში 161 არაკრიტიკული და 2 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, დაჯარიმდა რამდენიმე კომპანია.

როგორი პურით მარაგდება ახალციხე

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, მეხუთე საჯარო სკოლის მიმდებარედ, რეგისტრირებული საცხობი შარშან, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 1 000 ლარით დააჯარიმა. ინდმეწარმე ლალი ყურმაშვილის საცხობში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა. კონკრეტულად კი, საწარმოში არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები და წესები და ასევე, ღუმელში, სადაც პროდუქცია ცხვებოდა, კონდენსატი გამოსაცხობ პურზე ხვდებოდა. ამასთან, საცხობს სხვა 12 არაკრიტიკული დარღვევაც დაუფიქსირდა. ახლა ინდმეწარმე საზღვარგარეთაა, საცხობი კი არ მუშაობს.

სვეტლანა ხაჩატურიანი, ბარათაშვილის N37–ში სომხურ ლავაშს აცხობს. მას ჯამში ოთხი თანამშორმელი ჰყავს დასაქმებული. მათგან სამი ერთმანეთს ლავაშის ცხობის დროს ენაცვლება, ერთი კი საცხობს ასუფთავებს და მეორე დღისთვის ამზადებს.

შარშან სვეტლანა ხაჩატურიანთან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იყვნენ. შემოწმების შემდეგ რამდენიმე გაფრთხილება მისცეს, რის გამოსწორებისთვისაც, როგორც თავდ ამბობს, ერთწლიანი ვადა ქონდა და ყველაფერი პირნათლად შეასრულა.

სურსათის ეროვნული სააგენტო, საწარმოებში ინსპექტირებისა და მონიტორინგის შემდეგ აღებულ ნიმუშებს, სპეციალურად აკრედიტებულ ლაბორატორიებში იკვლევენ.

„18–ში იყვნენ მოსულები და ყველაფერი მოეწონათ, მარტო მაგიდა შეცვალეო და ერთი თვის ვადა მომცეს. მაგიდას არაფერი სჭირს, მაგრამ, როგორც მითხრეს, მასაც შევცვლი“, – გვითხრა ხაჩატურიანმა.

ხაჩატურიანი 2018 წელს რამდენიმეჯერ შეამოწმეს სეს–ის თანამშრომლებმა, რის შემდეგაც მის საცხობში ათამდე არაკრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩნდა, ახლა კი ყველაფერი გამოსწორებულია გარდა მაგიდისა, რომლის შეცვლასაც მომავალი თვისთვის გეგმავს.

როგორი პურით მარაგდება ახალციხე

სომხური ლავაშის შეძენა როგორც მაღაზიებში ასევე შეკვეთითაც შეგიძლიათ. ერთი შეკვრა ორი ლარი ღირს. როგორც მისი მეუღლე გვიხსნის, სეზონი სექტემბრიდან დაიწყება: „ახალა სეზონი არაა, 10-15–მდე მაღაზიაში შემაქვს. სექტემბრიდან კი ვაპირებ გავზარდო წარმოება.“

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში 44 რეგისტრირებული პურის საცხობია, მათ შორის – თონეები.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ყოველწლიური პროგრამის შესაბამისად, რისკის შეფასების საფუძველზე, ხორციელდება პურის მწარმოებელი ბიზნესოპერატორების გეგმიური ინსპექტირება.

ახალციხის მაღაზიები პურით, ასევე, ბორჯომიდან, გორიდან, თბილისიდან და მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაც მარაგდება.

შარშან და წელს 17 ბიზნესოპერატორს დაუდგინდა არაკრიტიკული და კრიტიკული შეუსაბამობები პურის საცხობსა თუ თონეში. თამარაშვილის N31-33–ს შორის მდებარე, ნინო ინასარიძის ფურნეში სამი არაკრიტიკული შეუსაბამობა დააფიქსირეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, პერსონალისთვის განკუთვნილი ტუალეტი და ხელსაბანი არაა აღჭურვილი თხევადი საპნითა და ქაღალდის ხელსახოცით. ასევე, ინასარიძეს არ გააჩნდა გამოყენებული სასმელი წყლის ხაირსხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის ოქმი. მესამე შენიშვნა კი სადიზენფექციო სამუშაოების არასრულყოფილად ჩატარებს ეხებოდა.

ნინო ინასარიძის მსგავსად, 9 აპრილის ქუჩაზე, კახაბერ ჭიღლაძის ფურნეშიც სამი არაკრიტიკული შეუსაბამობა აღოჩნდა. მან ვერ წარადგინა გამოყენებული სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის ოქმი და არ აღმოაჩნდა სადიზინფექციო სამუშაოების ჩანაწერები. ჭიღლაძის საცხობში ცომის დასამუშავებელი მაგიდის ზედაპირი არ აღმოჩნდა ადვილად რეცხვადი, რის გამოც, ერთი თვის განმავლობაში მაგიდის ზედაპირი ან თავად მაგიდა უნდა გამოცვალოს.

დიდიმამიშვილის N20–ში მდებარე პურის საცხობი, ქალაქის მასშტაბით, 40–მდე ობიექტს ამარაგებს სხვადასხვა სახეობის პურით. ცომს თეთრი, რუხი და შავი ფქვილისაგან ამზადებენ. სურსათის უვნებლობის სამსახურს საცხობში დარღვევა არ აღმოუჩენია.

საწარმოში ამბობენ, რომ დაფასოების მიუხედავად, ფურნეში ფქვილი კიდევ ერთხელ იცრება და მხოლოდ ამის შემდეგ იზილება ცომი.

„კონკურენცია ხომ იცი, ახალციხე ფურნეებითაა დაფარული. ჩვენ მაინც გვყავს კლიენტები. ერთი დღისთვის საკმარის პურს ვაცხობთ, მაღაზიაში კი მეორე დღეს პური აღარ რჩება“, – გვითხრა ფურნის მეპატორნემ იური მელიქიძემ.

როგორი პურით მარაგდება ახალციხე

მოსახლეობის ხარისხიანი და უსაფრთხო ნედლეულითა და კვების პროდუქტებით უზრუნველსაყოფად, სამომხმარებლო ბაზრის უხარისხო და ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დასაცავად „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70–ე მუხლში, „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლში, „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების შესახებ“ კანონში ასახულია პურის მახასიათებლები.

პურ–ფუნთუშეულის ნაწარმში, 1 კილოგრამზე, დასაშვებია ტყვია 0.35 მილიგრამამდე, დარიშხანი – 0.15–მდე, კადმიუმი – 0.07–მდე, ვერცხლისწყალი 0.015–ზე ნაკლები, სპილენძი 7.0–მდე, ხოლო თუთია – 35.0–მდე.

მარცვლეულის, ფქვილ–ბურღულეულისა და პურ–ფუნთუშეულის ნაწარმი, 100 გრამ პროდუქტზე, უნდა შეიცავდეს, ცილის, ცხიმისა და ნახშირწყლების გარკვეულ რაოდენობას. იხ. ინფოგრაფიკა

პურის მარაგთან მღრნელებისა და მწერების შეხება დაუშვებელია. ასევე აკრძალულია პურში საკვებდანამატების გარკვეული კატეგორიის გამოყენება. ესენია: ციტრუსის წითელი საღებავი, ამარნტი, ფორმალდეჰიდი, კალიუმის ბრომატი და კალციუმის ბრომატი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ პურის შეძენისას, ყურადღება მიაქციონ შეფუთვასა და ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას. ასევე, პური უნდა შეინახოთ ეტიკეტზე მითითებული ვადის შესაბამისად.

ახალციხეში ფქვილი, 50 და 25 კგ–იანი ტომრებით, ბათუმიდან შემოდის. საბითუმო თუ ჩვეულებრივ მაღაზიებში სხვადასხვა მწარმოებლისა და ხარისხის ფქვილს შეხვდებით. უმეტრესად „ბაშაკ ფქვილი“, „მადლი“, „ვარძია“ და „ბათუმია“ გავრცელებული.

ფქვილის ტომრების შეძენა ახალციხის N1 და N6 საჯარო სკოლების, ახალციხის ცენტრალური ავტოსადგურისა და სხვადასხვა მაღაზაიასა თუ სუპერმარკეტშია შესაძლებელი.

საქართველო მარცვლეული კულტურების მოშენების ერთ-ერთ უძველეს კერად ითვლება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შეიქმნა პურეული კულტურების მდიდარი ჯიშები. დასაფქვავ ხორბალს საქართველოში სულადს უწოდებდნენ, ხოლო დაფქვილს — ფქვილს. არსებობდა სხვადასხვა ხარისხისა და თვისებების ხორბალი, რომელთაგანაც ნაირ-ნაირი პური ცხვებოდა.

„მესხური დოლი“, „იფქლი“, „დიკა“, „ახალციხის წითელი დოლი“ – ეს ის პურის მარცვალია, რომელიც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში მოჰყავდათ.

მესხეთში, ათწლეულების განმავლობაში, აღარც "დიკას" თესავდნენ და აღარც "ახალციხის წითელ დოლს". ორივე ნაკლებმოსავლიანია, თუმცა ფერმერები ამ სახეობებს დღეს ისევ უბრუნდებიან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ტრადიციული მესხური პურია - კაკალა, სომინი, ბაზლამა, უხა, ფათირი სწორედ ამ ხორბლის ფქვილით ცხვება.

საქართველოს ხორბლის სამშობლოს სტატუსი არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა მოუპოვა. პირველად ხორბალი კოლხეთის ტერიტორიაზე იპოვეს, შემდეგ კი შულავერის უძველეს სადგომებსა და სამარხებში აღმოაჩინეს ჩვ. წ. აღ-მდე V-IV საუკუნეების ნიმუშები - ხორბლის დანახშირებული მარცვლები.

სხვადასხვა წლებში, საქართველოში აღმოაჩინეს და აღწერეს ხორბლის 14 ბუნებრივი სახეობა. აქედან ხუთი – ჩელტა ზანდური, გვაწა ზანდური, კოლხური ასლი, მახა და დიკა ენდემურია და მხოლოდ საქართველოში გვხვდება.

ხორბლის სამშობლოში დღეს ერთ სულ მოსახლეზე, წლის განმავლობაში, მხოლოდ 18 კილოგრამ ხორბალს აწარმოებენ, მაშინ, როდესაც ერთ სულზე, საშუალოდ, 120 კილოგრამია საჭირო. 2017 წელს საქართველომ 97.9 ათასი ტონა ხორბალი აწარმოა, ყველაზე მეტი - კახეთში. ქართულ ბაზარზე ხორბალი, ძირითადად, სხვა ქვეყნებიდან შემოდის, უმსხვილესი იმპორტიორი კი რუსეთია. საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს, რუსეთიდან 456 ათასი, 2017 წელს კი 512 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა.

როგორი პურით მარაგდება ახალციხე

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

'დიკა' და 'წითელი დოლი' – უძველესი ქართული ხორბალი  გადაშენებას მესხმა ფერმერებმა გადაარჩინეს
ახალციხეში პური გაძვირდა
‘ფქვილის ფასმა სამი ლარით მოიმატა’ – ახალციხეში პური ძვირდება
რომელი ობიექტები დაჯარიმდა სამცხე–ჯავახეთში
ნინოწმინდაში სურსათის სააგენტომ ის საცხობი დახურა, რომელიც სკოლას ამარაგებდა
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს