FM97.5 / LIVE

ბორჯომში აგვისტოში ‘ფუძეობა’ და ‘ბორჯომობა’ გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.07.2019
ბორჯომის თვითმმართველობა აგვისტოში კულტურულ და სპორტულ ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს. აქტივობები ძირითადად ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიმართება.

ბორჯომში აგვისტოში  ‘ფუძეობა’ და ‘ბორჯომობა’ გაიმართება

3 აგვისტოს, დაბ ბაკურიანში რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი “ფუძეობა სამცხე- ჯავახეთი 2019" გაიმართება. ბორჯომის მუნიციპალიტეტი ღონისძიებისათვის ტენდერს 34 315 ლარზე აცხადებს.

გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მოიწვიოს რეგიონში არსებული ექვსივე მუნიციპალიტეტი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორულ ფესტივალში, წარმოადგენენ მათი კუთხისთვის დამახასიათებელ კულინარიას, რეწვას, ცეკვას, სიმღერას და სხვა.

თითოეულმა მუნიციპალიტეტმა სასურველია წარმოადგინოს, მინიმუმ ნახევარსაათიანი პროგრამა. მიმწოდებელმა თავისი სახსრებით უნდა მოახერხოს მონაწილეების ტრანსპორტირება და კვება.

4 აგვისტოს ბორჯომის ცენტრალურ პარკში სპორტული შეჯიბრება მკლავჭიდში გაიმართება.

10 აგვისტოს კი ბორჯომი აჩიკო ნიჟარაძის კონცერტს უმასპინძლებს.

11 აგვისტოს ჭიდაობის ჩემპიონატი მოეწყობა.

17 აგვისტოს კი „ბორჯომობის“ სახალხო დღესასწაული. კომპანია, რომელიც ღონისძიებების ორგანიზებას უზრუნველყოფს, უკვე ცნობილია. ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯეოტურისტ +“ - ია. იგი მომსახურებას 39 875 ლარად შეასრულებს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ღონისძიებისთვის ორი ლოკაცია უნდა შეარჩიოს, სადაც კონკრეტული აქტივობები განხორციელდება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება გამომცემლობების გამოფენა-გაყიდვები, კულინარიული კუთხეები, მუსიკალური ტრიო ან კვარტეტი, საბავშვო და ფოტო გადაღების კუთხეები. აირჩევენ ბორჯომის საპატიო მოქალაქეებსაც.

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში აგვისტოში ‘ფუძეობა’ და ‘ბორჯომობა’ გაიმართება
ბორჯომის მერია ‘ბორჯომობა 2019’-ის ჩასატარებლად ტენდერს აცხადებს
'ფუძეობა 2019' 3 აგვისტოს ბაკურიანში გაიმართება
ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე
ბაკურიანში ფოლკლორული ფესტივალი ‘ფუძეობა 2019’ დაიწყო [ფოტო]
"ბორჯომობა–2017" 12 აგვისტოს გაიმართება
25 აგვისტოს ბორჯომში  სახალხო დღესასწაული 'ბორჯომობა – 2018' გაიმართება