FM97.5 / LIVE

ბორჯომში აგვისტოში ‘ფუძეობა’ და ‘ბორჯომობა’ გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.07.2019
ბორჯომის თვითმმართველობა აგვისტოში კულტურულ და სპორტულ ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს. აქტივობები ძირითადად ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიმართება.

ბორჯომში აგვისტოში ‘ფუძეობა’ და ‘ბორჯომობა’ გაიმართება

3 აგვისტოს, დაბა ბაკურიანში რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი “ფუძეობა სამცხე- ჯავახეთი 2019" გაიმართება. ბორჯომის მუნიციპალიტეტი ღონისძიებისათვის ტენდერს 34 315 ლარზე აცხადებს.

გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მოიწვიოს რეგიონში არსებული ექვსივე მუნიციპალიტეტი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორულ ფესტივალში, წარმოადგენენ მათი კუთხისთვის დამახასიათებელ კულინარიას, რეწვას, ცეკვას, სიმღერას და სხვა.

თითოეულმა მუნიციპალიტეტმა სასურველია წარმოადგინოს, მინიმუმ ნახევარსაათიანი პროგრამა. მიმწოდებელმა თავისი სახსრებით უნდა მოახერხოს მონაწილეების ტრანსპორტირება და კვება.

4 აგვისტოს ბორჯომის ცენტრალურ პარკში სპორტული შეჯიბრება მკლავჭიდში გაიმართება.

10 აგვისტოს კი ბორჯომი აჩიკო ნიჟარაძის კონცერტს უმასპინძლებს.

11 აგვისტოს ჭიდაობის ჩემპიონატი მოეწყობა.

17 აგვისტოს კი „ბორჯომობის“ სახალხო დღესასწაული. კომპანია, რომელიც ღონისძიებების ორგანიზებას უზრუნველყოფს, უკვე ცნობილია. ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯეოტურისტ+“- ია. იგი მომსახურებას 39 875 ლარად შეასრულებს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ღონისძიებისთვის ორი ლოკაცია უნდა შეარჩიოს, სადაც კონკრეტული აქტივობები განხორციელდება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება გამომცემლობების გამოფენა-გაყიდვები, კულინარიული კუთხეები, მუსიკალური ტრიო ან კვარტეტი, საბავშვო და ფოტო გადაღების კუთხეები. აირჩევენ ბორჯომის საპატიო მოქალაქეებსაც.

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში აგვისტოში  ‘ფუძეობა’ და ‘ბორჯომობა’ გაიმართება
ბორჯომის მერია ‘ბორჯომობა 2019’-ის ჩასატარებლად ტენდერს აცხადებს
'ფუძეობა 2019' 3 აგვისტოს ბაკურიანში გაიმართება
ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე
ბაკურიანში ფოლკლორული ფესტივალი ‘ფუძეობა 2019’ დაიწყო [ფოტო]
"ბორჯომობა–2017" 12 აგვისტოს გაიმართება
25 აგვისტოს ბორჯომში  სახალხო დღესასწაული 'ბორჯომობა – 2018' გაიმართება