FM97.5 / LIVE

სახიფათო ტროტუარი თამარაშვილის ქუჩაზე [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.07.2019
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩის N33 კორპუსთან, გამვლელები ტროტუარზე გზას ვეღარ აგრძელებენ. მათ წინ წყლით სავსე ორმო - სანიაღვრე არხი ხვდებათ. ადრე ამ არხზე ტროტუარი გადადიოდა, მაგრამ იგი აყარეს და ახლა ტროტუარი ღია ორმოთი მთავრდება.

სახიფათო ტროტუარი თამარაშვილის ქუჩაზე [ფოტო/ვიდეო]

თამარაშვილის ქუჩის N33 კოპუსთან, რვა ივლისს ტროტუარი გადათხარეს იმ მიზნით, რომ სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები დაეწყოთ. ორ კვირაზე მეტია, ანგრეული ტროტუარი, წყლით სავსე ღია სანიაღვრე არხით მთავრდება და გამვლელებს გზის გაგრძელება არ შეუძლიათ.

ტროტუარზე მოსიარულეებს სანიაღვრე არხისთვის გვერდის ავლა უწევთ, რისთვისაც ისინი ბორდიურზე ადიან და შემდეგ სვლას საავტომობილო გზაზე აგრძელებენ.

წყლით სავსე სანიაღვრე არხი, რომელიც ტროტუარს კვეთს, გამვლელებისთვის საფრთხესაც წარმოადგენს.



„ამოთხარეს და დატოვეს ასე. წეღან ქალი მოდიოდა და კინაღამ ჩავარდა. დავუძახე, არ გადახვიდე-მეთქი. მას შემდეგ, რაც ამოთხარეს, თითქმის ყოველ დღე მივდიოდი მერიაში და ვთხოვდი, გაეწმინდათ. სულ ამბობდნენ, ხვალ გავწმენდთო, თანხა არ გვაქვს, არ ჩაურიცხიათო“, - იხსენებს გიორგი მელიქიძე, რომელმაც, მას შემდეგ, რაც სანიაღვრე არხის გაუწმენდაობისა და სტიქიის გამო ფურნე დაეტბორა, საცხობი მეორე სართულზე აიტანა.

ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ სანიაღვრე არხის ბოლო ნაწილის გასაწმენდად, არხის ზედა, გზასთან არსებული ნაწილი, გადაკეტეს და წყალი ამიტომ დაგუბდა: „მთლიანად გასაწმენდია არხი. აქ ჩაკეტეს, რომ წყალი არ გავიდეს ბოლოში და გაწმენდაში ხელი არ შეუშალოს, მაგრამ, გამწმენდები მარტო დღეს გამოჩნდნენ“.

თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის ბოლო ნაწილის გაწმენდა კომპანია „ოცხეს“ წამომადგენლებმა დღეს, 25 ივლისს დაიწყეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კომპანია გზების მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი: „მერიას ტენდერი აქვს ხოლმე გამოცხადებული გზების მოვლა-პატრონობაზე და „ოცხე“ არის კონტრაქტორი კომპანია. ამდენ ხანს ვერ წმენდნენ იმიტომ, რომ სისველე იყო, წყლის ამოშრობას ელოდებოდნენ და როგორც კი ამოშრა, დაიწყეს გასუფთავება“, - აცხადებენ მერიაში.

მათივე განმარტებით, კომპანიის წარმომადგენლები მთლიან არხს გაასუფთავებენ.

თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის გაუწმენდაობისა და მასზე არსებული თვითნებური მიშენებების გამო, ადგილობრივებს ეზოები, ავტოფარეხები და კომერციული ფართი დაუზიანდათ. 28 ივნისისა და ექვსი ივლისის სტიქიის შემდეგ, არხის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.

ამავე თემაზე ნახეთ:

რატომ იტბორება ყოველი წვიმის დროს თამარაშვილის ქუჩა

თამარაშვილის ქუჩაზე დატბორილი ეზოები და სანიაღვრე არხი ისევ გასაწმენდია

დატბორილია სარდაფები და ავტოფარეხები – ძლიერი წვიმა ახალციხეში

თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის გაწმენდა დაიწყეს

სახიფათო ტროტუარი თამარაშვილის ქუჩაზე [ფოტო/ვიდეო]

სახიფათო ტროტუარი თამარაშვილის ქუჩაზე [ფოტო/ვიდეო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის გაწმენდა დაიწყეს
თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
თამარაშვილის ქუჩაზე დატბორილი ეზოები და სანიაღვრე არხი ისევ გასაწმენდია
ახალციხეში თამარაშვილის ქუჩა ისევ დაიტბორა [ფოტო]
რატომ იტბორება ყოველი წვიმის დროს  თამარაშვილის ქუჩა
ორი თვეა თამარაშვილის ქუჩაზე ტროტუარი გადათხრილია [ფოტო]
დატბორილია სარდაფები და ავტოფარეხები – ძლიერი წვიმა ახალციხეში [ფოტო]