FM97.5 / LIVE

სოფელ თორიას სადავო ტერიტორიაზე თიბვის პროცესი შეაჩერეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.07.2019
ნინოწმინდაში, სოფელ თორიას მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მათ სათიბებს თავიანთი თანასოფლელები თიბავენ. ადგილზე მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და თბივა შეაჩერებინეს. ადგილობრივები კი ტერიტორიის დასარეგისტრირებლად ქონების მართვის სააგენტოში გადაამისამართეს.

სოფელ თორიას სადავო ტერიტორიაზე თიბვის პროცესი შეაჩერეს

სოფელ თორიას მოსახლეობამ, თანასოფლელების მხრიდან თავიანთი ადგილების გათიბვის შეჩერებით და ტერიტორიის სარგებლობაში გადაცემის მოთხოვნით, ნინოწმინდის მერიასთან აქცია, 22 ივლისს გამართეს.

როგორც ნინოწმინდის მერიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, მერის პირველი მოადგილე ალესანდრე მელიქიძე სადავო ტერიტორიაზე თავად იმყოფებოდა.

„ავედი ადგილზე, ისევ თავიანთი სოფლელები თიბავდნენ, ჩვენ მხოლოდ ის შეგვეძლო გაგვეკეთებინა, რომ ეს პროცესები შევაჩერეთ. ეს ტერიტორია სახელმწიფოსია და არცერთი მხარის არ არის. ვუთხარით რომ ქონების მართვას მიმართონ, დაირეგისტრირონ და ისე გააგრძელონ თიბვა“, – ამბობს ალექსანდრე მელიქიძე.

სოფელ თორიას მოსახლეობის თქმით, სათიბების სარგებლობაში გადაცემას უკვე სამი წელია ითხოვენ. მათ რამდენიმე თვის წინ მიმართეს ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანსაც, რომელიც თორიას მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე მის დაპირებას შედეგი არ მოჰყოლია.

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში სოფელ თორიას მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს
ნინოწმინდის ორ სოფელში  დიდთოვლობის გამო გზა ჩაიკეტა
ეშტიის რეაბილიტებული გზა საზეიმოდ გაიხსნა
დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია
ვალელები სათიბების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ
ნინოწმინდა დაისეტყვა [ფოტო]
ნინოწმინდა საახალწლო ღონისძიებებში 6 700 ლარს დახარჯავს