FM97.5 / LIVE

ახალქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტი არ მუშაობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.07.2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ქალაქის საზოგადოებრივი ტუალეტი გახსნის დღიდან არ მუშაობს, დამტვრეულია ინვენტარი. წარმომადგენლობითი ორგანო მერიას პრობლემის მოგვარებას სთხოვს.

ახალქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტი არ მუშაობს

ახალქალაქის ტუალეტზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს.

როგორც წარმომადგენლობით ორგანოში აცხადებენ, თავმჯდომარე და დეპუტატები თავად იყვნენ გასულები ქალაქის ქუჩებში და ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს.

„საჩივარი და მოთხოვნებია მოხუცებისაგან, რომლებიც დროს ატარებენ ქალაქის ცენტრალურ პარკში, ახალგაზრდებისაგან, რომლებიც თამაშობენ სპორტულ მოედანზე საერთო ტუალეტთან ახლოს და ბავშვების მშობლებისაგან რომლებსაც უწევთ თამაში საბავშვო მოედანზე“, – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებაში წერია, რომ საზოგადოებრივი ტუალეტი გახსნის დღიდან არ ფუნქციონირებს და მერიის შესაბამისი სამსახურებისაგან რეაგირებას ითხოვს. მათივე თქმით, მალე „ახალქალაქობის“ დღესასწაული გაიმართება და მანამდე პრობლემა უნდა მოგვარდეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტუალეტი ახალქალაქში ორი წლის წინ გაიხსნა, თუმცა მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, აქ ინვენტარი დააზიანეს და სწორედ ამიტომ არ ფუნქციონირებდა.

„ჩავატარებთ ინვენტარიზაციას, ვნახავთ რა არის დაზიანებული, რომ შევცვალოთ, გავარემონტოთ და მერე დაიწყებს ფუნქციონირებას“, – გვეუბნება იური უნანიანი.

ახალქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტი არ მუშაობს

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

ახალქალაქის საკრებულო: ბავრისა და კარტიკამის მოსახლეობას ახალდაგებული ასფალტი არ მოსწონთ
ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა აღდგა
ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს
ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდა
‘თხელი კი არა, ზომაზე სქელია ასფალტი’ – კომპანია ახალქალაქის სოფლებში დაგებულ გზაზე
დილისკასა და აზავრეთის მოსახლეობა სკოლების რეაბილიტაციას ითხოვს
ახალქალაქში ქალაქის სახელობითი დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდო