FM97.5 / LIVE

ახალდაბის გზის რეაბილიტაცია საკურორტო სეზონთან ერთად დასრულდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.07.2019
სამცხე–ჯავახეთში მომავალ მგზავრებს, დაბა ახალდაბის ტერიტორიაზე, საცობებების ატანა, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე მოუწევთ. ხაშური–ახალციხე–ვალეს გზის მე–15 კილომეტრზე საავტომობილო გზა კეთდება.

ახალდაბის გზის რეაბილიტაცია საკურორტო სეზონთან ერთად დასრულდება

ეს ტერიტორია არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის გზის 150 მეტრიანი მონაკვეთი. სწორედ აქ არის საცობები და ჭირს ავტომობილების გადაადგილება.

გზის ამ მონაკვეთზე გადის ხევი, რომელსაც „წითელ ხევს“ ეძახიან. „წითელი ხევის“ და ხიდის რეაბილიტაციაც შედის გზის აღდგენის ღონისძიებებში.

საგზაო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფინანსებს და ახორციელებს შპს „კოლხიდა“.

ასფალტ–ბეტონის 150–მეტრიანი გზის დაგება, „წითელ ხევში“ რკინა ბეტონის მილის ჩადგმა, ხევის კედლების მოწყობა–გამაგრება 54 მეტრზე, „წითელ ხევზე" სახიდე გადასასვლელის გაკეთება – ყოველივე ამის განხორციელებისათის 492 000 ლარია გამოყოფილი.

შპს „კოლხიდასთან“ ხელშეკრულება სამ მაისს გაფორმდა და სამუშაოების დასრულება სამი ოქტომბრისთვისაა გათვალისწინებული, თუმცა, როგორც კომპანიის დირექტორი მალხაზ ფაცია ამბობს, სამუშაოები ვადაზე ადრე, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

„სამუშაოების 80 პროცენტი უკვე შესრულებულია. რკინა ბეტონის მილი უკვე დგას ადგილზე, წითელ ხევზე. არსებული მილი დაინგრა და გაკეთდა სხვა. დარჩა ასფალტის სამუშაოები და მილის კედლების მოწყობა“, – გვითხრა შპს „კოლხიდას“ სამუშაოთა მწარმოებელმა მერაბ სიბაშვილმა.

გზის მშენებლობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ დამსვენებლები.

„გზა უნდა იყოს, უდავოა, ამაზე არ ვსაუბრობ. მაგრამ ცხარე საკურორტო სეზონია, მოდიხარ გადაღლილი, გინდა დასვენება და თბილისის შემდეგ აქაც, ახალდაბის საცობშიც თუ მომიწევდა ყოფნა, ვერც გავიფიქრებდი“, – გვითხრა ელენე გოგიჩაიშვილმა.

საცობში მდგომი ავტომობილების მძღოლებისგან ლანძღვასაც მრავლად მოისმენ.

შპს „კოლხიდას“ სამუშაოების მწარმოებელის მერაბ სიბაშვილის თქმით, „საერთოდ, საგზაო სამუშაოები კეთდება ზაფხულში. იწყება აპრილიდან და მთავრდება ოქტომბრის ბოლომდე, რადგან ბეტონისა და ასფალტის სამუშაოებისთვის ყველაზე ხელსაყრელი, ძირითადად, ეს პერიოდია“.

„ახალდაბის საცობს“ დადებითი მხარეც აქვს – ამ მონაკვეთში არსებული სახაჭაპურეების მომსახურე პერსონალმა გვითხრა, რომ კლიენტების სიმრავლე აქვთ.

„ცხელ გულზე ცხელ ხაჭაპურს ეტანებიან“, – გვითხრა ერთ–ერთმა ხაჭაპურის მცხობელმა.

ახალდაბის გზის რეაბილიტაცია საკურორტო სეზონთან ერთად დასრულდება

[გულო კოხოძე, ბორჯომი]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.07.2020 მცენარეული ნარჩენის დაწვის შემთხვევაში 1 000 ლარამდე დაჯარიმდებით

07.07.2020 ბორჯომში ხანძარი ლოკალიზებულია – ადგილზე 6 სახანძრო ჯგუფი მუშაობს

07.07.2020 წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კახარეთში ხიდის და გზის რეაბილიტაცია დასრულდა
რა ეტაპზეა ბათუმი–ახალციხის  დამაკავშირებელი გზის მშენებლობა
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის  10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომში დაგეგმილი 5 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 2 ჯერ არ დასრულებულა
რა ეტაპზეა ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობა [Photo]
სოფელ მუსხში ასფალტის საფარის დაგება დაიწყო
ნინოწმინდა–ახალციხის გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი შენდება