FM97.5 / LIVE

ახალქალაქში მუშებმა გაფიცვა დაასრულეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.07.2019
დღეს, 25 ივლისს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. გაფიცულ მუშებს სამი თვის ანაზღაურება ჩაერიცხათ.

ახალქალაქში მუშებმა გაფიცვა დაასრულეს

ახალქალაქში, რკინიგზაზე დასაქმებულმა მუშებმა, ორი თვის დავალიანება 24 ივლისს მიიღეს, ერთი თვის კი - დღეს, 25 ივლისს. ისინი ამბობენ, რომ ამით, ივნისის ჩათვლით, ანაზღაურება ჩაერიცხათ, თუმცა ივლისის ხელფასს კვლავ ელოდებიან.

„სულ ოთხთვიანი დავალიანება გვქონდა. ერთი თვის გასულ კვირას მოგვცეს, ორი თვის გუშინ და დღესაც ერთი თვის დაირიცხა. ჯერ ყველა თანამშრომელზე სრულად არ დარიცხულა, მაგრამ ჩვენ მაინც გავედით სამუშაოდ“, - აცხადებენ მუშები.

რკინიგზაზე დასაქმებული თანამშრომლები კომპანია „დემირიოლსერვისასგან“ კუთვნილ ანაზღაურებას, უკვე ერთი თვეა, მოითხოვენ. მათ უხელფასობა ოთხჯერ გააპროტესტეს, 23 ივლისს კი თურქეთიდან შემოსულ მატარებელს გზა გადაუკეტეს.

თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთვის სამართლებრივი დავის დაწყება პრობლემას წარმოადგენდა, რადგან დოკუმენტურად გაფორმებული ხელშეკრულებები არ აქვთ და სამსახურში სიტყვიერი შეთანხმებით მუშაობენ. ადგილზე დასაქმებულები არიან ასპინძისა და ახალქალქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლები, ასევე – ეთნიკური აზერბაიჯანელები, რომლებიც კომპანიამ თავად ჩამოიყვანა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მუშებს აწუხებთ, ის არის, რომ აგვისტოდან კომპანია „დემირიოლსერვისი“ აქ სამუშაოებს წყვეტს და ადგილზე სხვა თურქული კომპანია შემოდის. მუშები ეჭვობენ, რომ შესაძლებელია, ახალმა კომპანიამ ისინი აღარ დაიქირავოს. ამიტომ ნამუშევარი დღეების დროულად ანაზღაურება სურთ.

„შემოდის ახალი კომპანია. მათ თქვეს, რომ ვისაც მუშაობა უნდა, დარჩეს და იმუშაოს, ხელშეკრულებებსაც დავდებთ, ჩვენ თურქეთიდან მუშების შემოყვანას არ ვაპირებთო“, - აცხადებს კომპანია „დემირიოლსერვისის“ წარმომადგენელი მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე მურად ბუიძე.
ამ ეტაპზე მუშებმა ოთხთვიანი უხელფასობის გამო დაწყებული პროტესტი დაასრულეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა თურქეთიდან შემოსულ  მატარებელს გზა გადაუკეტეს [ფოტო/ვიდეო]
ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს
ახალქალაქიში რკინიგზაზე დასაქმებულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს
ახალქალაქში გაფიცულ მუშებს კომპანია დაჰპირდა, რომ ხელფასს 24 ივლისს აუნაზღაურებენ
ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ
ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ
რაზე შეთანხმდნენ ბათუმი–ახალციხის გზაზე გაფიცული მუშები და კომპანია