FM97.5 / LIVE

დამნაშავე არ იკვეთება, თუმცა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – კორხის ეკლესიის ამბავი

მთავარისიახლე, სამართალი 24.07.2019
დღეს, 24 ივლისს, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, სამჯერ გადადებული სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ სოფელ კორხის ეკლესიაზე უნებართვო მშენებლობის ინიციატორი სამართალდამრღვევად არ ცნო, თუმცა უნებართვო სამუშაოებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

დამნაშავე არ იკვეთება, თუმცა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – კორხის ეკლესიის ამბავი

ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინსპექციის, უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსის, ლევან ჭავჭავაძის თქმით, „უნებართვო სამუშაოები სახეზე იყო, გაფრთხილება ჰქონდა პიროვნებას გაგზავნილი, თუმცა მოსამართლემ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა და დაადგინა, რომ პიროვნება არ არის სამართალდამრღვევი“.

ლევან ჭავჭავაძის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკლესიის უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით.

„ეს უკვე სისხლის სამართლის საქმეა. მე დღეს დამკითხეს ახალქალაქის პოლიციაში და რა მუხლით აღიძვრება საქმე და როგორი იქნება შემდგომი პროცედურები, აწი გახდება ჩვენთვის ცნობილი“, – დასძინა მან.

მიმდინარე წლის 21 მაისს, ძეგლთა დაცვის სააგენტომ, სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძრის უნებართვო მშენებლობის ინიციატორობისთვის იური წარუკიანს, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 5000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა. დღეს, 24 ივლისს კი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ წარუკიანი სამართალდამრღვევად არ ცნო.

წმ.სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოები მაისში დაიწყო.

ამ დროსითვის ეკლესიის ნახევარი განადგურებულია.

[გულო კოხოძე, ახალქალაქი]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2020 ‘არც კარგი უნდა დაუკარგო და არც ცუდზე უნდა დაუხუჭო თვალი’ – ახალქალაქის მიტროპოლიტი ენზელ მკოიანზე

26.05.2020 ახალქალაქის მთაში ცხვარი დაიხოცა

26.05.2020 ვის აქვს ქორწინების რეგისტრაციაზე დასწრების უფლება – იუსტიციის მინისტრის ბრძანება

26.05.2020 დამოუკიდებლობოს დღესთან დაკავშირებით ახალციხის ციხეზე ანსამბლმა ‘მესხეთმა’იმღერა [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კორხის ეკლესიის საქმეზე  სასამართლო პროცესი გადაიდო
სასამართლო კორხის ეკლესიის საქმეზე ისევ გადაიდო
'დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო'– ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი კორხის ეკლესიაზე
სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა
ძეგლთა დაცვა კორხში ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს
კორხის დანგრეული ეკლესია  უკანონო სამუშაოების შემდეგ [ფოტო]
კორხის ეკლესიის მშენებლობა უნებართვოდ გრძელდება