FM97.5 / LIVE

ვიდრე რეგულაციები ამოქმედდება – საფრთხეები, რომელსაც შეიცავს სათამაშოები

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.07.2019
რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს გაურკვეველი წარმომავლობის სათამაშოებმა და როგორ შეიძლება დავიცვათ ბავშვები ისეთი სათამაშოებისგან, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავენ - სანამ კანონი „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ძალაში შევა.

ვიდრე რეგულაციები ამოქმედდება – საფრთხეები, რომელსაც შეიცავს სათამაშოები

თამაზ ივანიძე ახალციხეში სათამაშოების მაღაზიის მეპატრონეა. ის უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ ბიზნესშია და სათამაშოებშიც კარგად ერკვევა: „როცა წლებია, ერთსა და იმავე საქმეს აკეთებ, უკვე იცი, რა არის ხარისხიანი და რა – არა. მაგრამ ამაშიც ვერ იქნები დარწმუნებული ბოლომდე, რადგან ეს სახელმწიფოს მიერ უნდა კონტროლდებოდეს. მე ლაბორატორიულ კვლევას ვერ ჩავუტარებ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ისეთი სათამაშოები არ შემოვიტანო, რაც შეიძლება საზიანო იყოს ბავშვებისთვის“.

ახალციხეში სათამაშოები ძირითადად მაღაზიების მეპატრონეებს თბილისიდან ჩამოაქვთ. პროდუქციის ხარისხს კი, ვინაიდან სახელმწიფოში არანაირი ნორმატივი არ არსებობს, საკუთარი გამოცდილებით ამოწმებენ. სათამაშოების უმრავლესობა, ახალციხის ბაზარზე, ჩინური წარმოებისაა. ზოგიერთ მათგანს კი, არა თუ ქართულად, არამედ ინგლისურადაც არ გააჩნია ინსტრუქცია.

თამაზის მსგავსად, სათამაშოების მაღაზიის მფლობელია ნინო მელიქიძე, რომელიც საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას ეყრდნობა სათამაშოების სარეალიზაციოდ შერჩევისას: „ვიცი, რომ სათამაშოები კაშკაშა ფერის არ უნდა იყოს; ასევე, საღებავს არ უნდა ჰქონდეს სუნი, საღებავი ადვილად არ უნდა გადადიოდეს და მსგავსი დეტალები. ასე მეტ–ნაკლები შანსია იმის, რომ საფრთხის შემცველი სათამაშოების გაყიდვა თავიდან ავირიდო. კონტროლის სხვა მექანიზმი, სამწუხაროდ, არ არსებობს“.

მომხმარებლების უმრავლესობა, ბავშვისთვის სათამაშოს შერჩევისას, მეტ ყურადღებას სათამაშოს დიზაინსა და ფასს აქცევს. შესაბამისად, ყურადღების მიღმა რჩებათ ისეთი ფაქტორები, როგორიც სათამაშოს ქიმიური შემადგენლობაა.

„რასაც მაბარებს ხოლმე ჩემი შვილი, იმას ვყიდულობ. ადრე კი, სანამ ლაპარაკს ისწავლიდა, ისეთ სათამაშოებს ვყიდულობდი, რომლებიც მისი ასაკისთვის იყო განკუთვნილი. ქიმიურ შემადგენლობას რაც შეეხება, არ ვიცი, საიდან გავიგო ამის შესახებ ინფორმაცია. როგორც ვიცი, რაიმე დიდ საფრთხეს არ შეიცავს“, - ამბობს ნინოს მაღაზიის ერთ-ერთი მომხმარებელი.

სათამაშოებით ინტოქსიკაციის რისკების თავიდან აცილებაზე საუბრობს ექიმი-პედიატრი მაია ზაზაძე. მაიას თქმით, იქამდე, სანამ სახელმწიფო გააკონტროლებს სათამაშოების უსაფრთხოებას, აუცილებელია, ბავშვებთან მომუშავე ადამიანებმა და მშობლებმა მოარიდონ ბავშვები ისეთ სათამაშოებს, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება შევაფასოთ, რომ საფრთხის შემცველია.

„ასეთია, მაგალითად, ისეთი სათამაშოები, რომლებსაც საღებავი ადვილად ძვრება. ასევე – რბილი რეზინის სათამაშოები, რომლებიც შეიძლება, ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავდეს, რაც მავნებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოარიდონ ბავშვები ისეთ სათამაშოებს, რომლებსაც, შესაძლოა, რაიმე მცირე ზომის დეტალი მოძვრეს“, - გვიყვება მაია.

სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ კანონზე მუშაობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო რეგულაციების ამოქმედება მთავრობის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. აღნიშნული რეგულაციები ნიშნავს იმას ,რომ მკაცრად გაკონტროლდება ბაზარზე ისეთი სათამაშოების მოხვედრა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ავრცელებს.

ვიდრე რეგულაციები ამოქმედდება – საფრთხეები, რომელსაც შეიცავს სათამაშოები

[რობიზონ ზარიძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველის აპარატმა უსაფრთხო სათამაშოს შესახებ კამპანია დაიწყო
შენობაში თამბაქოს მოწევისთვის ტოტალიზატორი და სათამაშოების მაღაზიის მეპატრონე დაჯარიმდა
ახალციხეში სათამაშოების მაღაზია გაიხსნა ®
ახალციხის ბაღებს სათამაშოები გადაეცათ
ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელი სათამაშოები – ორი ახალციხელი ქალის ბიზნესი [Photo/Video]
მუნიციპალიტეტის საჩუქარი ბაღებს
გადაყრილი ფული ანუ 10 ყველაზე უსარგებლო დანახარჯი [R]