FM97.5 / LIVE

ძვირი სიგარეტის იაფი ალტერნატივა

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.07.2019
ბოლო დროს სიგარეტები იმდენად გაძვირდა, რომ მწეველების დიდი ნაწილი თუთუნის ყიდვას ამჯობინებს, რაც შედარებით იაფია. შესაბამისად, ახალციხეში თუთუნის მომხმარებლების და მაღაზიების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

ძვირი სიგარეტის იაფი ალტერნატივა

ახალციხეში, ორი წლის წინ, თუთუნის მაღაზიას ვერ ნახავდით. იყო მხოლოდ ერთი მაღაზია ბაზარში. დღესდღეობით კი ქალაქში, დაახლოებით, თუთუნის შვიდი მაღაზიაა.

მაღაზიებში იყიდება სხვადასხვა სახის დაფასოებული თუთუნი, რომლებიც ფასით და ხარისხით განსხვავდება. მაღაზიებში, ასევე, ნახავთ სპეციალურ ხელსაწყოებს, რითაც კუსტარულად მზადდება სიგარეტები.

სიგარეტის გაძვირების შემდეგ თუთუნის აქტიური მომხმარებელი გახდა ზაზა გულიაშვილი: „ადრე სიგარეტს ვყიდულობდი და ვეწეოდი, თუმცა ძალიან გააძვირეს, ამიტომ თუთუნს ვყიდულობ ხოლმე. რაც ერთი კოლოფი სიგარეტი ღირს, იმ ფასის თუთუნს რომ ვყიდულობ, ბევრად მეტ სიგარეტს ვახვევ,“ - ამბობს ზაზა გულიაშვილი. მან სპეციალური აპარატიც კი იყიდა თუთუნის დასატენად.

ზაზას მსგავსად, თუთუნს რეგულარულად მოიხმარს არტაშ ჩახოიანიც, თუმცა იგი უფრო შორსაც წავიდა და კოსტავას ქუჩაზე ჯიხური გახსნა და თუთუნს ყიდის. კლიენტების რაოდენობით უკმაყოფილოა: „ძლიან ბევრი თუთუნის მაღაზია გაიხსნა, ამიტომ მყიდველები ჩემთან შემცირდა.“

მასთან თუთუნის ფასები ხარისხების მიხედვითაა – 5 ლარიდან 10 ლარამდე: „18 წლამდე პირებს არ მივყიდი, არ შეიძლება,“ - ამობობს ჩახოიანი.

აშოტ ჩახოიანი სიგარეტს თუთუნს ამჯობინებს: „ჯერ ერთი, რომ ძვირია სიგარეტი. მერე კიდევ, არ იცი, შიგნით რას დებენ. მე რომ ვტენი, ვიცი რითიც ვაკეთებ. სიგარეტს არც ისე ხშირად მოვიხმარდი – დღეში ორ – სამ, ჰა, ჰა, ოთხ ღერს. სიგარეტი სუსტი იყო, თუთუნის კი – ერთი ღერი ნახევარი დღე მყოფნის.“

ჩახოიანის ჯიხურიდან რამდენიმე მეტრში, ისევ კოსტავას ქუჩაზე, შეხვდებით მეორე თუთუნის მაღაზიას, რომელშიც იყიდება როგორც თუთუნი (თურქული, სომხური, ამერიკული), ისე დასატენი ღერები. აქვე იყიდება თუთუნის დამტენი ხელსაწყოები, ჩიბუხები, ჩილიმები.

როგორც გამყიდველი ამბობს, მყიდველების რაოდენობა მატულობს: „ჩვენ არ ვუჩივით მყიდველების რაოდენობას. რაც სიგარეტის ფასი გაიზარდა, თუთუნის მომხმარებელმაც იმატა, ძირითადად ასაკიანი მომხმარებლები მოდიან. ახალგაზრდებს „უტყდებათ“, თუმცა ისინიც მოიხმარენ".

თუთუნის მაღაზიებში აკრძალულია 18 წლამდე ასაკის მომხმარებლების მომსახურება. ამის შესახებ ყველა მაღაზიაში ნახავთ გამოკრულ პლაკატებს. ასევე ყველგან დიდი ასოებით წერია: „მოწევა კლავს!“

ძვირი სიგარეტის იაფი ალტერნატივა

[ნათია გულიაშვილი, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

რას ამბობენ გამათბობლების მაღაზიებში ტექნიკოსების კვალიფიკაციაზე
რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ სიგარეტს იქ მოწევთ, სადაც აკრძალულია
სად და რა ფასად შეიძენთ ახალციხეში ხელოვნურ ნაძვის ხეს
სიგარეტი გაძვირდა
ახალციხის მაღაზიებში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი ისევ იყიდება
ახალციხეში მაღაზია ”მესხური ბრენდი” გაიხსნა
გამოკითხვა: შეამცირებს თუ არა სიგარეტის ფასის ზრდა მწეველების რაოდენობას? [Video]