FM97.5 / LIVE

‘თხელი კი არა, ზომაზე სქელია ასფალტი’ – კომპანია ახალქალაქის სოფლებში დაგებულ გზაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.07.2019
ახალქალაქის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც წერია, რომ კარტიკამის და ბავრის მოსახლეობას ასფალტის საფარის სისქე არ მოსწონთ, შპს „არალის“ დირექტორი პასუხობს.

‘თხელი კი არა, ზომაზე სქელია ასფალტი’ – კომპანია ახალქალაქის სოფლებში დაგებულ გზაზე

სამშენებლო კომაპნია „არალის“ დირექტორი დემეტრე თათეშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს, 24 ივლისს კიდევ ერთხელ შეამოწმეს ახლად დაგებული ასფალტი და აღმოჩნდა, რომ ასფალტის პირველი ფენის სისქე ზომაზე მეტია.

„აქ, არაფერი არ შეიცვლება, პირიქით გადახარჯვა გვაქვს და ეს კომპანიის ზარალი უფროა ვინდრე სხვა ვინმესი“, – ამბობს დემეტრე თათეშვილი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განგვიმარტეს, რომ ბავრა–კარტიკამის გზაზე მიმდინარე სამუშაოებისას წარმოქმნილ ხარვეზებთან დაკავშირებით, შესწავლისათვის მერიას წერილობით მიმართეს: „ჩვენ ვითხოვთ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დეტალურად შეისწავლონ ყველა ხარვეზი, იქნებ ხალხი მართალია, ან კომპანია“.

„სამუშაოები არ დასრულებულა და არ ჩაგვბარებია. ვიდრე ეს არ მოხდება, მე ვერ გეტყვით იქ რა ხარვეზებია, მაგას მერე სპეციალისტები დაადგენენ. ახლა არც მე ვარ ექსპერტი მაგ საკითხში და არც საკრებულოს თავმჯდომარე“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი.

რაც შეეხება, იგივე ტერიტორიაზე, ხიდის მშენებლობას, სადაც ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ არასწორად არის დაპროექტებული, თათეშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხება, რადგან რა პროექტიც გადაეცათ, იმის მიხედვით აკეთებენ.

ახალქალაქის მერი, იური უნანიანი ხიდის მდგომარეობასაც სამუშაოების დასრულების შემდეგ მოიკვლევს.

სოფლების ბავრასა და კარტიკამის მისასვლელ გზაზე მოასფალტების სამუშაოები ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. ახალქალაქის მერის იური უნანიანის თქმით, სამუშაოებში მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ახალქალაქის საკრებულომ ინფორმაცია გუშინ, 23 ივლისს გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ბავრისა და კარტიკამის მოსახლეობას ახალდაგებული ასფალტი არ მოსწონთ.

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის საკრებულო: ბავრისა და კარტიკამის მოსახლეობას ახალდაგებული ასფალტი არ მოსწონთ
სოფელ ბავრაში ახლადდაგებული ასფალტი დასკდა
სოფელ ბავრასთან დამსკდარი ასფალტი კომპანიამ აღადგინა
კარტიკამში ახლად დაგებულ გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა გააპროტესტეს
ახალქალაქის მერი: ‘ტერიტორიას კუბოების  ყუთებისგან ჩვენი სამსახური გაწმენდს'
გოგაშენი–ვარძიის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა [ფოტო]
ახალქალაქის მერიამ სოფლების აბრების საკითხის შესწავლა დაიწყო