FM97.5 / LIVE

2 მილიონ ნახევარი ზარზმის მონასტრის რეაბილიტაციისა და ტურისტული ადგილების მოწყობისთვის

მთავარისიახლე, ეკონომიკა 24.07.2019
ადიგენში, ზარზმის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მის ირგვლივ კი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე ცნობილია.

2 მილიონ ნახევარი ზარზმის მონასტრის რეაბილიტაციისა და ტურისტული ადგილების მოწყობისთვის

„ზარზმის სამონასტრო კომპლექსზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის“ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „არქიტესტი“ ახორციელებს. მუნიციპალური განვითარების ფონდსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 19 ივნისს გაფორმდა.

სამუშაოებისათვის 2 518 961 ლარი დაიხარჯება, რომლის 20% სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა, 80%-ს კი მსოფლიო ბანკი დააფინანსებს.

პროექტის მიხედვით, ზარზმის სამონასტრო კომპლექსის ისტორიულ ნაგებობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება; ასევე მოეწყობა მონასტრის მიმდებარედ არსებული ავტოსადგომი, ტაძრიდან 150 მეტრში არსებული „თამარის წყარო“ და წყარომდე მისასვლელი საფეხმავლო გზა.

ძირითადი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება გუმბათიან ტაძარზე, სამრეკლოსა და მცირე ეკლესიებზე. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტაძრისა და ეკლესიის კედლებიდან შეუსაბამო გარე განათება მოიხსნება. ნადებისაგან გაიწმინდება გუმბათი და კედლები, გადაიხურება სახურავი.

რაც შეეხება „თამარის წყაროს“, რომელიც ტაძრიდან რამდენიმე მეტრშია, იგი დანალექი მიწისგან და მცენარეული საფარისგან უნდა გაიწმინდოს. აღდგება წყაროს სახურავი და მისასვლელი ბაქანი მოპირკეთდება. აქვე მოეწყობა დასაჯდომი ადგილებიც.

პროექტის მიხედვით, მოპირკეთდება წყარომდე მისასვლელი გზაც, რომელიც მოიკირწყვლება და გვერდულები გაუკეთდება. დამონტაჟდება გარე განათებაც და მონასტრის გარეთ ავტოსადგომის ტერიტორიაც.

პროექტით გათვალისწინებულია ვიზიტორთა ცენტრის დაპროექტებაც. ვიზიტორთა ცენტრში გამოყოფილი იქნება ადგილი საინფორმაციო სივრცისთვის, მოეწყობა მცირე კაფე, დასასვენებელი ოთახები, სახელოსნო ტრადიციული ნაკეთობებისა და სუვენირებისთვის, სველი წერტილები;

ეზოში დაიდგმება დასავენებელი სკამები და სანაგვე ურნები, ტერიტორია შემოიღობება და გაკეთდება განათება.

პროექტი სავარაუდოდ 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს.

2 მილიონ ნახევარი ზარზმის მონასტრის რეაბილიტაციისა და ტურისტული ადგილების მოწყობისთვის

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ლოდებით გადახურული სივრცე’ – აღმოჩენა ზარზმაში [ფოტო]
ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო
ახალციხის სამ სოფელში სკვერი მოეწყობა
ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა
სამინისტრო: საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა
მესხეთის თეატრის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
დაბა ადიგენსა და სოფელ უდეში  სკვერები მოეწყობა