FM97.5 / LIVE

სხეულზე გადატანილი სიმბოლოები – ტატუს სპეციალისტი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 24.07.2019
სხვადასხვა სიმბოლოების გადატანა სხეულზე და სფერო, რომელიც ბევრისთვის მიუღებელია, თუმცა ახალგაზრდებს იზიდავს. ახალციხეში სხეულის ტატუებით მოხატვა სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ სპეციალისტი, რომელიც ყველა წესების დაცვით მუშაობს, მხოლოდ ერთია.

სხეულზე გადატანილი სიმბოლოები – ტატუს სპეციალისტი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

20 წლის აშოტ ავეტისიანს, როგორც ტატუების ოსტატს ახალციხეში, უკვე კარგად იცნობენ. იგი, ორი წელია, ამ ხელობით არის დაკავებული და არაერთი ახალგაზრდის სხეულზე სხვადასხვა წარწერა თუ სიმბოლო დაუტანია.

აშოტ ავეტისიანი ამბობს, რომ ბავშვობიდან მოსწონდა ეს სფერო. ამიტომ გადაწყვიტა, ბედი თავადაც ეცადა და, ორი წლის წინათ, სამხატვრო სკოლაში დაიწყო სწავლა: „მთავარია, კარგად იცოდე ხატვა, რომ კლიენტისათვის სასურველი ესკიზები შექმნა“.

სამხატვრო სკოლაში სწავლის პარალელურად, მარდის დასახლებაში, საკუთარ სახლში პატარა სტუდიო „Dark Side” გააკეთა და ესკიზების შექმნა დაიწყო: „ეს ქართულად ითარგმნება, როგორც „მუქი მხარე“ - ჩვენ ხომ მუქ ტატუებს ვაკეთებთ“.

ავეტისიანმა რამდენიმე თვეში, ქალაქის ცენტრში, სილამაზის სალონ „როზიში“ გადმოინაცვლა.

აშოტის გატაცებას ოჯახის წევრები დადებითად არ შეხვედრიან. ამბობს, რომ მათ ეს სფერო საერთოდ არ მოსწონთ. ამიტომ მათთან საყვარელ გატაცებაზე კამათი ხშირად მოსვლია.

„თავდაპირველად, როცა ჩემი სახსრებით აპარატურა შევიძინე სტუდიისთვის, ჩემებს დავპირდი, რომ მე ტატუს არასოდეს გავიკეთებდი, მაგრამ ჩუმად გავიკეთე და ნელ–ნელა ჩემს საქმიანობასაც შევაგუე“, – ამბობს აშოტი.

ახლა მას სამი ტატუ აქვს, ერთი მეგობარმა გაუკეთა, ორი კი თავად დაიხატა. ამბობს, რომ სხეულზე უბრალოდ სიმბოლოები აქვს ამოტვიფრული და ამას დიდი დატვირთვა არ აქვს.

სხეულზე გადატანილი სიმბოლოები – ტატუს სპეციალისტი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]
აშოტმა პირველი და ძალიან რთული ტატუ, როგორც თავად ამბობს, საკუთარ მეგობარ გოგოს გაუკეთა: „ზურგზე, მთელს ხერხემალზე სხვადასხვა სიმბოლოები ამოვუხატე. ძალიან რთული იყო ეს ჩემთვის, როგორც დამწყებისთვის, და პროცესი შვიდ საათს გაგრძელდა, მაგრამ ისეთი გამოვიდა, როგორიც გვინდოდა“.


აშოტ ავეტისიანი გვიხსნის, რომ ამ სფეროში, ტატუერი თავად ირჩევს სტილს და მიჰყვება, თუმცა, მის შემთხვევაში ესე არ არის, რადგან ქალაქში ტატუების სპეციალისტების რაოდენობა მცირეა. ამიტომ ცდილობს, კლიენტების მოთხოვნილებებს მოერგოს და ის გააკეთოს, რაც მათ სურთ.

აშოტი გვიმხელს, რომ მისი ყველაზე საყვარელი მიმართულება რეალიზმის სტილში შესრულებული ტატუებია. ტატუერის თქმით, სხეულზე ხატვა ძვირი სიამოვნებაა: “თუ გინდა კარგი ტატუ, თანხაც შესაბამისი უნდა გადაიხადო. ჩემთან ტატუს გასაკეთებლად მინიმალური ფასი 25 ლარია, მაქსიმალური შეიძლება 1000–იც და მეტიც იყოს, გააჩნია, როგორი ტატუ იქნება“.

მისი კლიენტები, ძირითადად ახალგაზრდები არიან. აშოტს სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს. უნდა, რომ საყვარელ საქმიანობას უფრო კარგად დაეუფლოს და საერთაშორისო კონკურსებშიც მიიღოს მონაწილეობა.



აშოტ ავეტისიანთან მისულებს, ტატუს მსურველი ქუთაისელი ახალგაზრდა დაგვხვდა. ლევან გაბრიჭიძემ გვითხრა, რომ ახალციხეში მივლინებით არის. სამსახურიდან გამომდინარე, მუდმივად სხვადასხვა ქალაქებში უწევს მოგზაურობა და გადაწყვიტა, რომ რომელ ქალქშიც ჩავა, ყველგან თითო ტატუ გაიკეთოს.

საკუთარ სხეულზე ტატუების „ანგარიში“ ლევანმა ახალციხეში გახსნა და პირველი ტატუც სწორედ აშოტ ავეტისიანს გააკეთებინა.

„მიყვარს ტატუები და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. კონკრეტული სიმბოლოები არ მაქვს არჩეული, თუმცა ვიცი, რომ არცერთი ქალაქი არ უნდა გამოვტოვო. ახალციხეში რომ ჩამოვედი, ყველამ მირჩია, აქ მოვსულიყავი და მოვედი“, – გვეუბნება ლევან გაბრიჭიძე.

ლევანმა მკლავზე მთა და ზღვა დაიხატა: „რაღაცნაირი ურთიერთსაწინააღმდეგო ნახატია, დიდი ხანია ეს მინდოდა მქონოდა ხელზე“. მომდევნო ტატუს რომელ ქალაქში და როგორს გაიკეთებს, ჯერ არ იცის, რადგან ეს მივლინებაზეა დამოკიდებული.



ლევან გაბრიჭიძისგან განსხვავებით, ტატუები ძალიან უყვარს და უკვე სხეულზე 13 ნახატი აქვს ახალციხელ ირაკლი ბახტურიძეს. ირაკლი გვიყვება, რომ სასურველი სიმბოლოების დატანა სხეულზე 18 წლიდან დაიწყო.

„პირველი ტატუ ჩუმად გავიკეთე იმიტომ, რომ ჩემებს არ მოსწონდათ. შემდეგ მეორე, მესამე და ასე შემდეგ. წელიწადში შეიძლება რამდენიმე ერთად გავიკეთო, იმდენად მიყვარს“, – გვეუბნება ირაკლი ბახტურიძე.

ირაკლიმ სხეულზე პირველად არაბული წარწერები გაიკეთა. „ძალა, სიმშვიდე, მხნეობა“ – ეს სიტყვები ჩემთვის მასტიმულირებულია და ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა“.

ამის შემდეგ ირაკლიმ ადამის და ევას შექმნა დაიხატა, შედეგ – პლანეტები, ვერძის, ზოდიაქოსა და სხვადასხვა სიმბოლოები: “უბრალოდ, რაც მომწონს, ყველაფერს ვიკეთებ სხეულზე, რომელიმე სიმბოლოს დიდი დატვირთვა არ აქვს“.

სხეულზე გადატანილი სიმბოლოები – ტატუს სპეციალისტი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]
ირაკლი 13 ტატუზე გაჩერებას არ აპირებს. ამბობს, რომ ერთ თვეში კიდევ აპირებს ტატუს გაკეთებას, თუმცა რას გამოისახავს სხეულზე, ჯერ არ იცის. აშოტ ავეტისიანის გარდა, კიდევ ხუთამდე ტატუს სპეციალისტის ჩაწერა ვცადეთ, თუმცა მათ თავიანთ ხელობაზე საუბარი არ ისურვეს.

ახალციხის ჯანდაცვის სამასხურში ამბობენ, რომ სტატისტიკური მონაცემები, რამდენი ტატუს სპეციალისტი მუშაობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, არ აქვთ.

„ერთად ერთი არის სალონ „როზიში“, როგორც ვიცი, რომელსაც, გეგმიური შემოწმების დროს, ჩვენ ვნახავთ. დანარჩენებზე ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს“, – გვიხსნის ახალციხის ჯანდაცვის სამსახურის ექიმი თემურ ზაქროშვილი.


[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე–ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასი 100 ლარით გაეზარდა

01.07.2020 პატარა პიანისტი ახალქალაქიდან [ვიდეო]

01.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტო ჯილეხზე საქონელს ცრის

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ავანგარდი: ტატუ - სხეულის მოხატვის ხელოვნება [აუდიო]
საავადმყოფოში სხეულზე მრავლობითი დაზიანებით 56 წლის კაცი შეიყვანეს
ღია საუბარი: ტატუ [Audio]
პატარა ხელოვანი
”ნახატებს მხატვრის ხასიათი ყოველთვის ემჩნევა’’
‘ხატვა არის დრო, რომელიც არ მენანება’ - თვითნასწავლი მხატვარი აბასთუმნიდან [ფოტო]
გამგებელმა მოადგილე შეცვალა