FM97.5 / LIVE

მუსლიმები ჭელაში ჯემალ პაქსაძეს ელოდებიან

მთავარისაზოგადოება 20.09.2013
ამ წუთებში ათობით მუსლიმი სოფელ ჭელაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთს ჯემალ პაქსაძეს ელოდება.

მუსლიმები ჭელაში ჯემალ პაქსაძეს ელოდებიან
ადგილობრივების თქმით, პაქსაძეს აჭარის მთავრობისა და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებიც მოყვებიან.

ადგილობრივი მუსლიმები მეჩეთთან არიან შეკრებილები. როგორც მათ „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტს განუცხადეს დღეს ამოიწურა ვადა, როცა მათ ჯემალ პაქსაძისგან უნდა მიეღოთ საბოლოო პასუხი მინარეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

სამცხე-ჯავახეთის მუფთის მამუკა ვაშაყმაძის თქმით, თუ მინარეთი არ დაბრუნდება ისევ მასიური გამოსვლები დაიწყება.

„ზუსტად ვიცით, რომ ჯემალ პაქსაძე მოდის, მაგრამ ვინ მოყვება არ ვიცით. ჩვენ მუფთისგან ველოდებით პასუხს, დაბრუნდება თუ არა მინარეთი“, - ამბობს მამუკა ვაშაყმაძე.

სოფელ ჭელაში მცხოვრები ოთარ გორგაძე ამბობს, რომ თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ხალხი აღარ გაჩერდება და ისევ აქციები დაიწყება.
ერთ-ერთი მუსლიმი ფრიდონ აბაშიძე ამბობს, რომ როდესაც ისინი მასშტაბურ აქციაზე აჭარაში იმყოფებოდნენ, მათ აჭარის მთავრობის წარმომადგენელი არჩილ ხაბაძე შეხვდა და დაჰპირდა, რომ მინარეთი აუცილებლად დაუბრუნდებოდა მეჩეთს, ამის მაგივრად კი მინარეთი სოფლიდან მოშორებით დააპატიმრეს.

ჭელაში იმყოფება „სამხრეთის კარბჭე“ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2020 საქართველოში ორი დღის განმავლობაში წვიმაა ნავარაუდევი

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელის მეჩეთის ეზოში ისევ ხალხმრავლობაა
მუსლიმები პაქსაძესთან შეხვედრით იმედგაცრუებულები დარჩნენ
ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან
"კვირის აქცენტი" - თემა: "დაბრუნდება თუ არა მინარეთი ჭელაში" [Video]
ახმედ კახაძე: 'როგორც ადამიანს აქვს ორი ხელი, ორი თვალი, ისე უნდა ჰქონდეს მეჩეთს მინარეთი'
ჭელაში მინარეთი დააბრუნეს [Photo]
ბათუმიდან მუსლიმები სახლებში ბრუნდებიან