FM97.5 / LIVE

ახალქალაქის საკრებულო: ბავრისა და კარტიკამის მოსახლეობას ახალდაგებული ასფალტი არ მოსწონთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.07.2019
ახალქალაქში, ბავრისა და კარტიკამის მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლებში მისასვლელ გზაზე დაგებული ასფალტის პირველი ფენა დაბალია და გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ შეესაბამება. მათ დახმარება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სთხოვეს.

ახალქალაქის საკრებულო: ბავრისა და კარტიკამის მოსახლეობას ახალდაგებული ასფალტი არ მოსწონთ

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დღეს, 23 ივლისს გამოქვეყნდა.

როგორც საკრებულოს ფეისბუქ გვერდიდან ვიგებთ, ადგილზე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები. მათ ასფალტის სიმაღლე გაზომეს.

„მონაკვეთის შემოწმების შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ თითქოს მართლაც ფენა იყო დაბალი ვიდრე გეგმით გათვალისწინებული“ – წერია ფეისბუქის გვერდზე.

ბავრისა და კარტიკამის მისასვლელი გზის სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „არალი“ ასრულებს. კომპანიამ შესრულებული სამუშაოების ხარისხის დასადგენად, ექსპერტები გამოიძახა.

როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსახლეობის განცხადებით ხარვეზებია იგივე მონაკვეთზე ხიდის მშენებლობაშიც.

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო თხოვნით მიმართავს მერიის სათანადო სამსახურებს, მიაქციონ ყურადღება აღნიშნული ხიდის სამშენებლო პროექტს და თუ რაიმე დარღვევაა, მოხდეს მისი გასწორება“, – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, „სამხრეთის კარიბჭე“ დამატებით დეტალებს იკვლევს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ახალქალაქის საკრებულო: ბავრისა და კარტიკამის მოსახლეობას ახალდაგებული ასფალტი არ მოსწონთ

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

‘თხელი კი არა, ზომაზე სქელია ასფალტი’ – კომპანია ახალქალაქის სოფლებში დაგებულ გზაზე
ბორჯომის საკრებულო: 9 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება
ახალქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტი არ მუშაობს
ნინოწმინდის საოლქომ საკრებულოს აპარატის უფროსს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
საოლქოს ნინოწმინდის საკრებულოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ინფორმაცია არ აქვს
სოფელ ბავრასთან დამსკდარი ასფალტი კომპანიამ აღადგინა
ახალქალაქში პარლამენტში გასაგზავნ ტექსტზე მუშაობენ